• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

9 years ago
in საზოგადოება
A A
სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed-130 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა იმართება. გამოფენა Agro/Food/Drink/Tech 2016 საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამის ENAPRD (ევროპული სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) მხარდაჭერით ტარდება. წელს საგამოფენო სივრცე ,,ექსპო ჯორჯიას“ მე-11, მე-6 პავილიონებსა და გარე პერიმეტრს მოიცავს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა წარმოადგენს საქართველოსში აგრო მიმართულების ერთადერთ მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც  წარმოდგენილია სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, მიმდინარე ტენდენციები, მანქანა-დანადგარები და  მომსახურება. ყოველწლიურად იზრდება როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების, ასევე  გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ბიზნესის განვითარების და ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობას.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მაღალი სტანდარტის, ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. ყოველივე ეს კი წარმოუდგენელია შესაბამისი ცოდნის, ახალ ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გარეშე.  აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს აგრობიზნესის განვითარებისა  და ახალი კონტაქტების დამყარების კარგ შესაძლებლობას. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მეორე წელია გამოფენაში ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები იღებენ მონაწილეობას. მისასალმებელია, რომ წელს მათი ჩართულობა უფრო მასშტაბურია. გამოფენაში მონაწილეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა ეძლევათ  საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს, დაუკავშირდნენ   კვების მრეწველობის პროფესიონალებს, ასევე მოიძიონ გასაღების ბაზრები, გაეცნონ და გაიზიარონ წარმატებული გამოცდილება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც  ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ძალიან აქტიურად ეხმარება საქართველოს როგორც ფინანსურად, ასევე თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას, ასევე გამოფენის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–15 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ნიდერლანდების სამეფოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოს დაუმა, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და ბელარუსის  რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში  მიხაილ მიატლიკოვი ესწრებოდნენ.

Agro/Food/Drink/Tech 2016-ის  ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამის ENAPRD-ის მხარდაჭერით,  უკვე მეორე წელია  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება.  წელს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია“ მე-6 პავილიონში 40-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (საქართველოს  თითქმის ყველა რეგიონიდან)  საკუთარ პროდუქციას – თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, ჩაი, თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი,  მწვანილი,  ბოსტნეული, ხილი – წარმოედგენს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში  18 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი,  იტალია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, გერმანია, ლიტვა, თურქეთი და სხვა) 150-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე  წარმოდგენილი იქნება  სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა,  სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები,  სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება  და თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე სასმელები და კვების პროდუქტები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით,  გასული წლების მსგავსად, გამოფენას ესწრებიან  მცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ საშუალება აქვთ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან,  გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და  სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

Agro/Food/Drink/Tech 2016-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 და მე-6 პავილიონებში 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით   გაგრძელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“სისხლის არ გვეშინია, მზად ვარ ნებისმიერი მეთოდისთვის” – უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციით იმუქრება – უკრაინული მედია

“სისხლის არ გვეშინია, მზად ვარ ნებისმიერი მეთოდისთვის” – უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციით იმუქრება – უკრაინული მედია

2 years ago
როგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლის პირობებში

11 years ago
თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

თბილისში ნარჩენების გადამმუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

2 years ago
მევენახეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

მევენახეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

11 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by