• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპატრიარქო მეუფე თეოდორეზე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
სირიასა და ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

1364740482_sapatriarqo_2613ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე თეოდორე ჭუაძეზე პრესით, კერძოდ კი გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას  მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს, ჟურნალისტური სიცრუის ნიმუშს უწოდებს და დასძენს, რომ არანაირ „კორუფციულ გარიგებას” არ ჰქონია ადგილი.

„თბილისი თაიმსი“ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 28 ნოემბერს გაზეთ „პრაიმ–ტაიმით“ გავრცელდა ირაკლი პაიჭაძის წერილი სათაურით: „მეუფე თეოდორეს მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს“, რომელიც ჟურნალისტური სიცრუის ნიმუშს წარმოადგენს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ბინა რეალურად მეუფის არასოდეს ყოფილა და ამიტომ ვერც ჩამოერთმეოდა. ეს იყო საპატრიარქოსთვის განკუთვნილი შპს MGI-ს 35%-ის შესაბამისი ფართი, რომელიც დროებით გაფორმდა მეუფე თეოდორეზე, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელზე, ხოლო მშენებარე ობიექტის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისაგან განთავისუფლების შემდეგ გადაეცა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს.

ეს ბინა პენტჰაუსი არ არის (როგორც მას ავტორი სტატიაში ხშირად აღნიშნავს); იგი ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. მისი მთლიანი ფართი 269კვმ–ია და, რა თქმა უნდა, ღირებულებაც მილიონ–ნახევარზე ბევრად ნაკლებია.

ამ ბინაში კათოლიკოს-პატრიარქი ორი წლის წინ ბრძანდებოდა, ხოლო მეუფე თეოდორე არასდროს ყოფილა. წერილში კი ნახსენებია შენობის დარაჯი, რომელიც თითქოს ადასტურებს აღნიშნულ ფართთან მეუფის კავშირს.

ასე რომ, არანაირ „კორუფციულ გარიგებას” და „ამ გზით ფართის დაუფლების ფაქტს” ადგილი არ ჰქონია. შემოთავაზებული ინტერპრეტაცია კი უხეში ცილისწამებაა.

არასწორი ინფორმაცია წერილში სხვაც ძალიან ბევრია და მათზე აღარ შევჩერდებით, დავძენთ მხოლოდ ერთს: სტატიის ავტორი დასაწყისში ამბობს, რომ ინფორმაცია მიიღო რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოში შექმნილი ჯგუფისაგან, რომელსაც დავალებული აქვს „მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა“.

ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოში ასეთი დავალების მქონე არც პიროვნება და არც ჯგუფი არ არსებობს. საინტერესოა, საიდან იღებს ინფორმაციას და ვისთან აქვს კავშირი „პრაიმ-ტაიმის“ ჟურნალისტს?!

როგორც განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, არსებობენ ადამიანები, რომელნიც მიზანმიმართულად თხზავენ და ავრცელებენ ცილისმწამებლურ სტატიებს ეკლესიის წიაღში მყოფი ამა თუ იმ პიროვნების „დანაშაულებრივ გარიგებებზე“ ეკლესიის ქონებასთან მიმართებაში.

გავიხსენოთ „სნოს” წყლის ამბავი და 15 მილიონად მისი „გაყიდვა“, ან ხაშმის ღვინის ქარხნის „სარფიანი გასხვისება“ და სხვა…

ჟურნალისტები სარგებლობენ იმით, რომ სასულიერო პირებს არ სჩვევიათ თავის მართლება და მოთმინებით იტანენ პირად შეურაცხყოფას, მაგრამ აღნიშნულიც და სხვა მრავალი ფაქტიც უკვე დიდი ხანია პირადულ ფარგლებს გასცდა და შავი პიარის სახე მიიღო;

ამით გარკვეულ პიროვნებებს აქვთ მცდელობა, ერთი მხრივ, ეკლესიის დისკრედიტაციისა და მისი ავტორიტეტის შერყევისა და, მეორე მხრივ, ეკლესიაში შიდა დაპირისპირების შექმნისა.

ამ ადამიანებს ტყუილად გონიათ, რომ ასეთი ქმედება მათთვის სასურველი შედეგის მომტანი იქნება. საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც კარგად ხვდება, რაშიცაა საქმე. რა თქმა უნდა, დროებითია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელთა ინკოგნიტო მდგომარეობაც.

სახარება ბრძანებს და ცხოვრებაც ადასტურებს, რომ „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს”, ხოლო ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს.“- წერია საქართველოს საპატრიარქოს განმარტებაში.

შეგახსენბთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია „პრაიმ-ტაიმზე“ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სტატიის ავტორი ვერაზე ჯანაშიას #2-ში მდებარე „მილიონ-ნახევრად“ შეფასებული საცხოვრებელი სახლის მეუფე თეოდორესთვის ჩამორთმევის შესახებ წერდა. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ აღნიშულ სტატიას:

 „პრაიმტაიმისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რამდენიმე თვეა, საპატრიარქოში მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. კერძო საუბრებში ითქვა, რომ მოკვლევის შედეგად ათეულობით კორუფციული გარიგებისა და ეკლესიის ქონების დატაცების ფაქტი გამოვლინდა. კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე თეოდორეს მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა. ძვირად ღირებული უძრავი ქონება უკვე დაუბრუნდა საპატრიარქოს. ვისი დახმარებით და რა სქემით დაეუფლა ვერაზე ჯანაშიას #2-ში მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებულ პენტჰაუსს მეუფე თეოდორე? დეტალებზე „პრაიმტაიმის“ კონფიდენტი საუბრობს.

– ეს უძრავი ქონება ნამდვილად დაუბრუნდა საპატრიარქოს და მას ფლობდა მეუფე თეოდორე. გარკვეულმა ჯგუფმა, ვისაც ეს დავალებული ჰქონდა, ეს საკითხი შეისწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ქონების კორუფციული გზით დაუფლების ფაქტს, ამის შემდეგ მოხდა რეაგირება და ქორეპისკოპოსს ქონება ჩამოართვეს.

„პრაიმტაიმმა“ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია. ჩვენ უშუალოდ მივედით ჯანაშიას ქუჩაზე. ამ ფოტოებზე სწორედ ის ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც მე-6 სართულზე ეპისკოპოსი თეოდორე პენტჰაუზს ფლობდა. „პრაიმტაიმი“ ამ საცხოვრებელი კომპლექსის დაცვას გაესაუბრა…

– თუ იცით, ამ სახლში რაიმე სახის ფართს ფლობდა მეუფე თეოდორე?

– სახელი არ ვიცი, მაგრამ ბოლო სართული მამაოსია… ადრე კი, მაგრამ ბოლო პერიოდში – არა.

– მიზეზი არ იცით, რატომ აღარ ჩანს?

– ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ ცოტა ხნის წინ საპატრიარქოდან იყვნენ და, მგონი, მათ გადაეცათ.

– შეგიძლიათ, მაჩვენოთ, რომელ პენტჰაუზზეა საუბარი?

– სადარბაზოში ვერ შეგიშვებთ, გარედან შემიძლია, დაგანახოთ.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჯანშიას #2-ში არსებული საცხოვრებელი სახლი მეუფე თეოდორემ საპატრიარქოს ქონების კერძო კომპანიაზე გადაცემის სანაცვლოდ მიიღო. საუბარია საპატრიარქოს სამშობიარო სახლზე. ისტორია ასე იწყება: ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფო გადადის საპატრიარქოს კუთვნილებაში. თუმცა გარკვეული პერიოდი ის იურიდიულად რჩება მაშინდელი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მფლობელობაში. ძალიან მალე ჩნდება ახალი მოთამაშე – შპს კომპანია „ემჯიაი“, რომელიც საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ამ კომპანიას ჰქონდა ე.წ. სარეკომენდაციო წერილი საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტიდან. დოკუმენტებიდან, ასევე, ირკვევა, რომ კომპანია „ემჯიაის“ საკონტროლო პაკეტში 35 პროცენტს ფლობდა მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. ამ კომპანიის დამფუძნებელია ასევე მანანა შარაშიძეა. აღნიშნული კომპანია – შპს „ემჯიაი“, ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 1000 დოლარად იღებს პრესტიჟულ უბანში არსებულ შენობა–ნაგებობებსა და მათზე დამაგრებულ 3854 კვ.მ მიწის ფართობს. ხოლო თარხნიშვილზე არსებული შენობის სანაცვლოდ, სახელმწიფო საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად გადასცემს ორთაჭალაში მდებარე „ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის“ 100%-იან წილს. როგორც მიხვდით, გაიყიდა თარხნიშვილზე მდებარე ფართი და ტენდერის საფუძველზე კომპანია „ემჯიაის“ გადაეცა. სანაცვლოდ, ამ უკანასკნელს დაევალა, სათანადოდ მოეწყო ბარნოვის სახელობის კლინიკა, დაემატებინა ფართი, კორპუსები და მოეხდინა კლინიკის ინვენტარიზაცია.

შპს „ემჯიაიმ“ აიღო გარკვეული ვალდებულებები, რომლის თანახმადაც, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის განმავლობაში ქ. თბილისში „ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის“ ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოს ახალი ცენტრი უნდა აეშენებინა, აღეჭურვა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოეხდინა. ასევე, საავადმყოფოს ეზოში უნდა აეშენებინა ეკლესია, სპეციალური სასწავლო კორპუსი და უპოვართა თავშესაფარი. აღებული ვალდებულებების მიუხედავად, თითქმის ნახევარი საქმე არ შესრულებულა. იოაკიმესა და ანას სახელობის კლინიკის ერთ–ერთი თანამშრომელი გვიყვება:

– თავიდან რაღაც საძირკველი ამოთხარეს. ამ ფართის სანახავად მოიყვანეს პატრიარქი, აჩვენეს, აი, აქ განთავსდება ახალი საავადმყოფოო. მისი წასვლის შემდეგ ნახევარ საძირკველში ისევ მიწა ჩაყარეს და მხოლოდ მეორე ნახევარი, მცირე ნაწილი ააშენეს. რამდენიმე ხნის მერე, იმ ამოვსებულ ნაწილში მანქანაც კი ჩავარდა.

როგორც ირკვევა, შპს „ემჯიაის“ არ შეუსრულებია აღებული ვალდებულებები. არ შეუტანია კლინიკაში სამედიცინო აპარატურა, რის გამოც საავადმყოფო გაკოტრების რეჟიმში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, კომპანია „ემჯიაი“ ამ პერიოდში მესამე პირზე ახდენს ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე ძვირად ღირებული ქონების გასხვისებას. მეუფე თეოდორე და მანანა შარაშიძე გარიგებიდან საკუთარ წილს იღებენ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მეუფე თეოდორეს 35 პროცენტში მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებული ქონება გადაეცა, საუბარია ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე პენტჰაუზზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ქონება მეუფე თეოდორეს უკვე ჩამოართვეს და ის საპატრიარქოს ბალანსზე გადავიდა.

„პრაიმტაიმი“ შეეცადა, აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად მეუფე თეოდორე ჭუაძესთან გადაემოწმებინა. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით „პრაიმტაიმი“ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას დაუკავშირდა, სადაც ქორეპისკოპოსის მდივანმა, ქალბატონმა ცირამ გვიპასუხა:

– ქალბატონო ცირა, ინფორმაციის გადამოწმება გვსურს. შეგიძლიათ, მეუფესთან დაგვაკავშიროთ?

– ვერ დაგაკავშირებთ, მეუფე არ იმყოფება ეპარქიაში.

– მაშინ თქვენ გკითხავთ, როგორც მის მდივანს. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მეუფე თეოდორეს ჩამოართვეს ვერაზე, თარხნიშვილის ქ. #2-ში მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებული ქონება…

– მე ვერ გეტყვით ამას.

– რა მიზეზით ვერ გვეტყვით?

– მე გახლავართ მეუფეს მდივანი, როგორც ქორეპისკოპოსის, მე ეს ქონებრივი საკითხები არ მეხება და არ ვარ საქმის კურსში. ასე ვთქვათ, მე ვარ მისი მდივანი ეპარქიაში.

მეუფე თეოდორე, საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად, რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილეს ესწრება.

როგორც ირკვევა, ამავე იუბილეზე იმყოფება მანანა შარაშიძე. მანანა შარაშიძე შპს „ემჯიაი“-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

„პრაიმტაიმი“ მანანა შარაშიძეს ესაუბრა:

– ქალბატონო მანანა, „პრაიმტაიმიდან“ გაწუხებთ… ხელში მიჭირავს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ თქვენ შპს „ემჯიაი“-ს საკონტროლო პაკეტს ფლობდით…

– დიახ, ვიცი, მაგრამ ახლა არ ვარ საქართველოში.

– გასაგებია, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, გვიპასუხოთ.

– ეს კომპანია ახლა სხვას ეკუთვნის.

– ადრე ხომ თქვენ გეკუთვნოდათ? ვიცით, რომ გაასხვისეთ.

– და რა ხდება? თქვენ რაში გაინტერესებთ ახლა?

– მასალას ვამზადეთ და გვაქვს ოფიციალური დოკუმენტები. აი, მაგალითად, თქვენს კომპანიას საპატრიარქოს წერილის საფუძველზე, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, გადაეცა ვერაზე, ჯანაშიას #2-ში მდებარე სამშობიარო სახლი და მიწის ნაკვეთი…

– იცით, რაა? მე ახლა პატრიარქთან ერთად ვარ მოსკოვში…

– თქვენ საპატრიარქოში მუშაობთ, ქალბატონო მანანა?

– არა, მე ექიმი ვარ, პროფესორი…

– ქალბატონო მანანა, ხართ თუ არა დაახლოებული პირი პატრიარქის მდივანთან შორენა თეთრუაშვილთან?

– ვერ გიპასუხებთ, ბოდიში, საყვარელო, თვითმფრინავში შევდივარ.

„პრაიმტაიმი“ მზად არის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მანანა შარაშიძესა და მეუფე თეოდორეს დამატებითი განმარტებების გაკეთების საშუალება მისცეს.“-წერს „პრაიმ-ტაიმი“-ავტორი: ირაკლი პაიჭაძე.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In