• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვმა დაიცვას მარხვა?

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

mamao lukaმართლმადიდებელი მორწმუნეები ქრისტეშობის დღესასწაულის მოსამზადებელ პერიოდს, მარხვას, შეუდგნენ, რომელიც კალენდრის მიხედვით 40 დღეს გრძელდება და უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. ეკლესიის ისტორიაში შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან  მოიპოვება. იგი დაწესდა იმისათვის, რომ მორწმუნეებმა თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განიწმინდონ, რათა დღესასწაულზე „წმინდა გული მიუძღვნან“ ქრისტეს. მას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. შობის მარხვას  იცავენ, როგორც მოციქულთა მარხვას. 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია. ახალი წლის პერიოდში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს კურთხევას აძლევს,  რათა  31 დეკემბერის ღამეს, 1- 2 იანვარს მარხვა თევზით გაახსნილონ.

რა არის მარხვა? როგორ უნდა მოვამზადოთ მცირეწლოვანი ბავშვები მარხვისათვის და როგორ უნდა გაატაროს მორწმუნემ ეს პერიოდი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე The Tbilisi Times დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

მამა ლუკა მოკლედ განმარტეთ  რა არის მარხვა და რატომ არის მისი დაცვა აუცილებელი მორწმუნისათვის?

– მარხვა პირველ რიგში  ბოროტებისაგან თავშეკავებას ნიშნავს. უკეთურების წყარო ადამიანში ცოდვაა, რაც ცუდი თვისებების საშუალებით არსებობს ჩვენში. თუ მათგან არ გავთავისუფლდით  ვერ მოვიშორებთ ცოდვას და თუ ცოდვას ვერ მოვიშორებთ დავკარგავთ საკუთარ თავზე უფლებას და უკეთურება იბატონებს ჩვეზე, რადგან ცუდი თვისებები ზღუდავენ კარგ თვისებებს და თუ სულიერად არ ვიშრომეთ, ანუ თუ არ ვიმარხულეთ, კარგი თვისებები ნელ-ნელა გაქრება და ჩვენი სული, გული და  გონება ბოროტის ტყვეობაში აღმოჩნდება.

უფალი ბრძანებს: „სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“. მარხვის მთავარი მიზანიც ესაა, ადამიანმა თავი გაითავისუფლოს ბოროტებისაგან.  უფალი გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ თუ  რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. ასევე ვინ არის სიკეთე და ვინ არის ბოროტება. მარხვა ამ ყველაფრის დანახვაა, მიხვედრაა, სიკეთეში მყოფობის სურვილია, ცოდვისაგან თავის დაღწევაა, გახარებაა არა მარტო ამქვეყნიური გაგებით, არამედ მარადიულადაც. ჩვენი წინაპრის დალოცვაც ასეთია: „იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.“

რა მოეთხოვება ქრისტიანს მარხვისას? არსებობოს თუ არა რაიმე კონკრეტული შეზღუდვები თუ აკრძალვები, რაც  ეკლესიის მიერ მკაცრადაა განსაზღვრული?

– უფალი ბრძანებს: „ლოცვითა და მარხვით გადის ბოროტება ადამიანისაგანო“, ე.ი. მარხვის მიზანია ბოროტება გავიდეს ადამიანისაგან. ხოლო ლოცვა, ანუ ღმერთთან ურთიერთობა, მარხვა ანუ ბოროტებისგან თავშეკავება საშუალებებია მიზნის მისაღწევად.

ჩვენ უნდა დავიცვათ ფიზიკური და სულიერი მარხვა. ფიზიკური მარხვა ჯანმრთელობიდან გამომდინარე მოძღვართან შეთანხმებით უნდა დაიცვას ქრისტიანმა. მთავარი კი არის სულიერი მარხვა. უნდა ვიცოდეთ რა პრობლემაა ჩვენში, რომ მას ვებრძოლოთ. ეკლესია ინახავს უფლისაგან და წმინდანებისაგან გადმოცემულ ცოდნას, რომ ცოდვა მრავალჯერადი გამეორების შემდეგ ვნებად იქცევა, რაც ბუნებრივი მდგომარეობა ხდება ადამიანისათვის და მის  გარეშე ცხობრებაც „წარმოუდგენელად“ ეჩვენება. მთავრი ვნება ესაა ამპარტავნება, რომელიც გულიხმობს ყველაზე მეტად საკუთარი თავის, საკუთარი მოთხოვნილებების სიყვარულს. მისგან ბუნებრივად იბადება სხვა სამი ძირითადი ვნება: დიდებისმოყვარეობა, სიამოვნებისმოყვარეობა და ვერცხლისმოყვარობა. მათგან კი იშვება ყველა დანარჩენი, უამრავი ცოდვა ადამიანში.

მარხვის დროს ვინმე მკაცრად კი არ განუსაზღვრავს მორწმუნეს რაიმეს. მან თავად უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს მკაცრად, რომ მოიშოროს ნაკლი და გახდეს უნაკლო.  პავლე მოციქული ასე ბრძანებს: „ყველანაირი სწავლება პირველ რიგში მწუხარებაა ადამიანისთვისო“, ე.ი როდესაც საქმის კეთება იწყება თავიდან შრომაა, დაძაბულობაა, მწუხარებაა. სიხარული და შვება ბოლოში მოდის, თუ საქმე წარმატებით დავასრულეთ.

ამდენად, მარხვისას ქრისტიანს მოეთხოვება იყოს თანმიმდევრული, მტკიცე, შეურყეველი, მიზანმიმართული, მიზნის მცოდნე, რათა მიაღწიოს წარმატებას უდიდესი მნიშვნელობის მქონე სულიერ საქმეში.

მამაო,  შეიძლება თუ არა მცირეწლოვანმა დაიცვას  მარხვა? ზოგადად რა ასაკიდან შეიძლება  ბავშვმა  იმარხულოს  და როგორ უნდა მოვამზადოთ ისინი ამისათვის?

– ზოგადი წესი ასეთია: 3 წლიდან ბავშვს უნდა დავეხმაროთ, რომ შეძლოს ზიარებაზე ნამარხულები მივიდეს, ანუ დილით უზმოზე იყოს. 7 წლიდან ოთხშაბათი-პარასკევის მარხვა დაიცვას. 12 წლიდან კი შუძლია უკვე დიდი მარხვებიც დაიცვას. ეს წესები შესაძლებელია შიცვალოს ანუ შერბილდეს ობიექტური მიზეზებისაგან გამომდინარე მოძღვართან შეთანხმებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებს მარხვა უადვილდებათ თუ ისინი ღმერთის სიყვარულსა და ერთგულების მაგალითს მშობლებისგან იღებენ.

მარხვა ჩვენი შვილებისთვის სასურველია. ბავშვს მრავალი კეთილი თვისება უყალიბდება, როგორიცაა სურვილებზე წინ მოვალეობების დაყენება, თავშეკავებულობა, საკუთარი სურვილებისა და ემოციების კონტროლი, მოთმინება და სხვა მრავალი.

მამა ლუკა, მარხვა ლოცვის, აღსარებისა და ზიარების გარეშე არის თუ არა „განმწმენდელი“, „მადლის მიმღები“?

– რა თქმა უნდა მარხვა ყველა შემთხვევაში კეთილი საქმეა. ამით ხომ ადამიანი ღმერთის სიყვარულს ავლენს. ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, რომელსაც შემდეგი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. ხომ ლოგიკურია მიზნისკენ მიმავალი ადამიანი დგამდეს იმდენ ნაბიჯს , რამდენიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. ჩვენც სულიერი მიზნიდან გამომდინარე ყველა საშუალება უნდა გამოვიყენეოთ ბოროტების მოსაშორებლად და ჩვენში მადლის დასამკვიდრებლად.

ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრება, მეტანია, კეთილი საქმე და სხვანი ის საშუალებებია, რომლებიც ღმერთთან გვაკავშირებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ თუკი დავიწყებთ მარხვას, სრულყოფილი იყოს ის.

როგორ უნდა გაატაროს მორწმუნემ მარხვის პერიოდი და რას ურჩევთ მათ ვინც პირველად იწყებს მარხვას და მათ ვისაც ჯერ არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი?

– როდესაც ადამიანს აქვს სურვილი სულიერი ცხოვრების დაწყებისა, იგი აუცილებლად უნდა მიეჩვიოს მოწესრიგებულ ლოცვას, ფსალმუნთა კითხვას. აუცილებელია განვიკითხოთ საკუთარი თავი, დავაკვირდეთ ჩვენს ქცევას, თვისებებს. რა ნაკლსაც შევნიშნავთ ჩვენს გულს, მას უნდა ვებრძოლოთ, მოვიშოროთ. მარხვა ესაა სულიერი შრომის პერიოდი, რომელსაც შრომის შესაბამისად დიდი სიხარული მოჰყვება.  უნდა გვყავდეს მოძღვარი, დავდიოდეთ ტაძარში, გვქონდეს იქ ჩვენი ადგილი, სადაც ღვრთის წინაშე დავდგებით და აღვავლენთ ლოცვას, ვეტყვით ჩვენს სათქმელს, მოვიღებთ შენდობას, აღვივსებით მადლით და  როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდებით აღარ ჩავიდენთ ცოდვებს.

ღმერთმა დაგვლოცოს, რომ გავიხაროთ და ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანებიც გავახაროთ. ამინ.

სიფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet2

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In