• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 50 ლარი ეღირება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

iusticiis-saministro1_1ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და  მათ,  ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.

აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს  − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ − და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს. „ჩვენს ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 11 თვეში საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო ზუსტი და სანდო საარჩევნო სია მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 155 245-ზე  მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.

ამასთან, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლებია, ინტენსიურად მუშაობს. „ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია“, − დასძინა იუსტიციის მინისტრმა. 4 წლის განმავლობაში პასპორტის საშეღავათო პირობებით გაცემის მიზნით აქცია უკვე მეორედ ცხადდება.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში,  დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს  2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2,7 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

ShareTweet

ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”
ახალი ამბები

ბატკანძერი, რომლის გადასარჩენად ვეტერინარები 4 თვე იბრძოდნენ, ბუნებაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს – “თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია”

11/03/2026

საინტერესო

საშობაო ეპისტოლე-ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია

ილია მეორე – დღეს მთელი საქართველო გლოვობს, ჩემი თხოვნაა ლოცვებში მოიხსენიოთ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები

8 years ago
„მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხოელებზე, იყო სრული სისულელე“ – ზურაბ ჯაფარიძე

მიწების გასხვისების აკრძალვით წინასაარჩევნოდ „პატრიოტი“ მოქალაქეების გულებს ინადირებენ – ზურაბ ჯაფარიძე

9 years ago
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 46 სტუდენტი მიიღო

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 46 სტუდენტი მიიღო

12 years ago
COVID-19-ის გარდა, საქართველოში სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს – პაატა იმნაძე

რამდენი 100 ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ 1 თანამოქალაქე დაიღუპება – იმნაძე

6 years ago

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს,...

მეტის ნახვაDetails
ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

11/15/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა

11/15/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by