• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველომ მაკროეკონომიკური სტაბილურობით 117 ადგილიდან მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა – ჩვენი ქვეყნის პოზიციები „გლობალური კონკურენტუნარიანობის“ რეიტინგში

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში“ (2016-2017 წლები) უკვე ცნობილია. საქართველო  რეიტინგში 59-ე ადგილზეა და წინა წლის ანგარიშის შედეგებთან შედარებით, მისი პოზიცია 7 საფეხურითაა გაუმჯობესებული.

„თბილისი თაიმსი“ დეტალურად გაგაცნობთ  საქართველოს პოზიციებს.

15497524_1384253358272603_295598660_nგლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში 138 ქვეყანაა მიმოხილული შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 1 ინსტიტუტებია, აქ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გულისხმობს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და წარმოების ორგანიზებაზე. მნიშვნელოვანია კონკრეტული ქვეყნის მთავრობის ლიბერალური დამოკიდებულება ბაზრისა და მისი თავისუფლების მიმართ. ამ ფაქტორში იგულისხმება საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩოც. საქართველო ამ ნაწილში 43-ე ადგილს იკავებს.

მე-2 კატეგორიაა ინფრასტრუქტურა – ის, თუ როგორ ამცირებს რეგიონებს შორის მანძილს ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა, არის კი იგი იმდენად განვითარებული, რომ მოხდეს ნაციონალური ბაზრის ინტეგრირება და მცირე ხარჯით მისი დაკავშირება სხვა ქვეყნებისა და რეგიონების ბაზრებთან. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა 65-ე ადგილს იკავებს.

მე-3 ფაქტორი, რომელშიც საქართველომ 137 ქვეყანას უწევდა კონკურენციას მაკროეკონომიკური სტაბილურობაა. მისი დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს გაუჭირდებათ ეფექტური საქმიანობა მაღალი ინფლციის პირობებში. ეკონომიკის ზრდა მდგრადი ვერ იქნება, თუ მაკროეკონომიკური გარემო სტაბილური არ იქნა. საქართველო მე-40 ადგილს იკავებს (2009-2010 წელს 117-ე ადგილზე იყო).

მე-4 კატეგორიაა ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება – ჯანმრთელი სამუშაო ძალა მწარმოებლურობისა და პროდუქტიულობის საზომია. განათლებული მუშახელი უკეთ ითვისებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ხელს უწყობს ბიზნესის ხარისხის განვითარებას. საქართველო ამ კატეგორიაში 64-ე ადგილს იკავებს.

უმაღლესი განათლება და ტრენინგი მე-5 ფაქტორია. იმისთვის,რომ მუშახელის უნარები ეფექტურად მოერგოს ეკონომიკის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს, საჭიროა განათლება. ჩვენი ქვეყანა რიგით 89-ეა.

სასაქონლო ბაზრის პროდუქტიულობა წარმოადგენს შემდეგ მე-6 კატეგორიას. საქონლის გაცვლისთვის საუკეთესო პირობები ბიზნესაქტივობაში მთავრობის ჩაურევლობას მოითხოვს. საქართველოს 46-ე ადგილი უკავია.

ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი წარმოადგენს მე-7 ფაქტორს, შრომითი ბაზრის ეფექტურობა გულისხმობს იმას, რომ მას უნდა შეეძლოს მუშახელის სწრაფად და მინიმალური ხარჯით გადანაცვლება ერთი ეკონომიკური აქტივობიდან მეორეზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შრომითი ბაზრის ეფექტურობა დამოკიდებულია მუშახელის მოტივაციასა და ძალისხმევაზე. ჩვენი ქვეყანა 43-ეა.

მე-8 კატეგორიაა ფინანსური ბაზრის სრულყოფა – აქ იგი მნიშვნელოვანია კერძო სექტორში ინვესტიციების განსახორციელებლად საჭრო კაპიტალის დასაგროვებლად. 58-ე ადგილს იკავებს საქართველო.

ტექნოლოგიური მზაობის ფაქტორი გულისხმობს იმას,თუ რამდენად მიუწვდებათ ხელი ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს განვითარებულ პროექტებსა და პროდუქტებზე. იმაზე,თუ რამდენად აქვთ ამ ფირმებს მათი გამოყენების უნარი. საქართველო მე-9 კატეგორიაში 65-ე ადგილს იკავებს.

მე-10 ფაქტორს წარმოადგენს ბაზრის ზომა . ეს კატეგორია საინტერესოა მცირე ქვეყნების შემთხვევაში,სადაც დიდ ქვეყნებთან შედარებით გლობალიზაციის ეპოქაში საერთაშორისო ბაზრების მიერ ადგილობრივი ბაზრების ჩანაცვლების პროცესი უფრო მასშტაბური იყო. ქვეყანა 101-ე ადგილზეა.

ბიზნესის ხარისხი მე-11 კატეგორიაა. იგი დამოკიდებულია ინდივიდუალური კომპანიებისა და ბიზნესქსელების მუშაობაზე და სტრაგერგიებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველო 102-ე ადგილზეა.

ბოლო, მე-12 ფაქტორია ინოვაცია. ეს კატეგორია ასახავს ქვეყნებში არსებულ მაღალი ხარისხის კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებისა და ბიზნესპროფესიონალების ერთობლიც კვლევებს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმებს. ჩვენი ქვეყანა 116-ე ადგილზეა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიიჩნევს,რომ საქართველოში ბიზნესის უკეთ კეთებას ხელს უშლის შემდეგი ფაქტორები:

განათლებული სამუშაო ძალა, ფინანსების არარსებობა, ინფლაცია, სახელმწიფო ბიუროკრატია, ინფრასტრუქტურის არქონა, პოლიტიკური არასტაბილურობა, ინოვაციების არქონა, გადასახადები, რეგულაციები, მთავრობის არასტაბილურობა,  ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მკაცრი შრომითი რეგულაციები, კორუფცია, ჯანმრთელობის პრობლემები, კრიმინალი და ქურდობა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ თითოული კატეგორია ჩავშალოთ და გავიგოთ მათ მიღმა არსებულ სხვა კრიტერიუმებში ჩვენს ქვეყანას მერამდენე ადგილი უკავია.

ჩვენ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, შემოგთავაზებთ საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლებს 138 ქვეყანას შორის. მაგალითად, ის მე-4 ადგილს იკავებს არსებული სავაჭრო ტარიფების ქვე-კატეგორიაში, მე-5 ადგილს მოკლე ვადაში ბიზნესის დაწყების (ნაკლები პროცედურები) თვალსაზრისით.

ცალკე გამოვყოფთ, რამდენიმე მნიშვნელოვან ქვე-კატეგორიას და საქართველოს ადგილს 138 ქვეყანას შორის.

  • საზოგადოების ნდობა პოლიტიკოსების მიმართ – 77-ე ადგილი.
  • სასამართლო დამოუკიდებლობა – 63-ე ადგილი.
  • ორგანიზებული დანაშაული – 26-ე ადილი
  • ინფლაცია – მე-80 ადილი.
  • ცხოვრების ხანგრძლივობა – 62-ე ადგილი.
  • განათლების ხარისხი – 95-ე ადგილი.
  • ქალთა თანამონაწილეობა, როგორც სამუშაო ძალის ნაწილი – 84-ე ადგილი.

ნათია კეკენაძე

ნათია

ShareTweet

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

საინტერესო

კახა კალაძე – „ქართული ოცნების” პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს

კახა კალაძე – ტაქსით მგზავრობაზე ფასის ზრდა იყო პირველი დღის ეფექტი – დღეს ეს ყველაფერი უკვე დარეგულირებადია

7 years ago
“მე ცნობილი ვარ, როგორც მკაცრი ხელის მომხრე”

“ნაციონალური მოძრაობა” არ მოერიდება იმას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლისღვრას”

11 years ago
რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? – შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და დები

რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? – შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და დები

2 years ago
“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი

,,მთავარი ინტრიგაა, მეორე ტური შედგება თუ არა“ – გია ხუხაშვილი თბილისის მერობის კანდიდატთა შანსებს აფასებს

9 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by