• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა არის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და რას უნდა ველოდოთ მისგან?

10 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიო ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზეა, რევოლუციის რომელიც შეცვლის ჩვენს ცხოვრებას და ყოველდღიურობას. მეცნიერების თქმით, კაცობრიობას წინ ელოდება ის, რაც აქამდე არასდროს გამოუცდია. ჩვენ,ჯერ კიდევ, არ ვიცით როგორ მოხდება მისი გაზიარება, თუმცა ერთი რამ ცხადია: ის იქნება ინტეგრაციული და მასში იქნება ჩართული მთელი მსოფლიო, საჯარო, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება.

პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს მექანიზაციისთვის გამოიყენებოდა წყალი და წყლის ორთქლის ძალა. მეორე რევოლუცია იყენებდა ელექტროენერგიის ძალას, რათა შეექმნა მასობრივი პროდუქცია. მესამე კი იყენებს ელექტრონულ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რომ მოახდინოს პროდუქციის ავტომატიზაცია. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია აგებულია მესამის ნიადაგზე. ამ ციფრული რევოლუციისთვის მზადება გასული საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. ის ხასიათდება  ტექონოლოგიური მიღწევების შერწყმითა და ერთმანეთის გადაფარვით, ეს არის კავშირი ფიზიკურ, ციფრულ და ბიულოგიურ სფეროებს შორის.

12788229_1134294943268447_613925483_n

იმ სამეცნიერო მიღწევებისა და გარღვევების სიჩქარეს, რაც დღეს მსოფლიოში ხდება,პრეცედენტი არ აქვს. დანარჩენი სამი რევოლუციისგან მეოთხე სრულებთ განსხვავებულია, ის აპირებს ჩაანაცვლოს ყველა ის ელემენტი, რომელიც დანარჩენებში მნიშვნელოვან ფაქტორს ასრულებდა.

ამ რევოლუციის ცვლილებები იქნება მოცულობითი და სიღრმისეული, ეს ცვლილებები კი გვაუწყებს ყველა შიდა სისტემის, პროდუქციის, მენეჯმენტისა და სახელმწიფოს ტრანსფომაციას.

შესაძლებლობები, რომელსაც მილიარდობით ადამიანს მისცემს მობილური მოწყობილობები, თავისი უპრეცედენტო პროცესუალური ძალით, მოცულობითა და ტევადობითა და დიდი რაოდენობის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობით, უსასრულოა. ეს შესაძლებლობები გაერთიანებულია სამეცნიერო მიღწევების ისეთ მაგალითებში,როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რობოტები, თვითმავალი მანქანები, 3-D პრინტერი, ნანოტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები, მატერიის მეცნიერება, ენერგიული მოცულობა და ე.წ  „The internet of thigs“.

ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ირგვლივ უკვე ყველგანაა. მას ვხვდებით თვითმავალ მანქანებთან, დრონებთან – ვირტუალურ თანაშემწესთან, კომპიუტერულ უზრუნველყოფასთან, რომელიც დამოუკიდებლად თარგმნის ან ასრულებს ნებისმიერ სანდო მოქმედებას, მათ შორის ფინანსურ გადარიცხვებსა და ა.შ. ყოველდღიური პროცესია ციფრული ტექნოლოგიების ინტერაქცია ბიოლოგიურ სამყაროსთან. ინჟინერები, დიზაინერები და არქიტექტორები  თავიანთი შესაძლებლობების კომბინირებით არიან პიონერები იმ სიმბიოზის შექმნაში, რომელიც არსებობს მიკროორგანიზმებს, ჩვენს სხეულებს, პროდუქტს, რომელსაც მოვიხმართ და იმ შენობებს შორისაც კი, რომელშიც ვცხოვრობთ.

ცვლილებები და შესაძლებლობები

მისი წინამორბედი რევოლუციების მსგავსად, მეოთხე ინდუსტრიულსაც აქვს იმის პოტენციალი, რომ გაზარდოს გლობალური შემოსავალი და გააუმჯობესოს  ცხოვრების ხარისხი. ტექნოლოგიური მიღწევები მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ახალი პროდუქტი და სერვისები გამოვიყენოთ, ისინი გაზრდიან ეფექტურობის დონესა და სიამოვნების მიღებას ჩვენი პირადი ცხოვრებით. ფრენების დაჯავშნა, პროდუქტის ყიდვა, გადასახადების გადახდა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ყურება თუ თამაში ძალიან მალე სრულყოფილად დისტანციურად მართვადი გახდება.

მომავალში ჩვენ გვექნება მსოფლიო, სადაც ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების ფასები დაეცემა, დაიწევს სავაჭრო ფასები და გაჩნდება ბევრი ბაზარი, რაც აამოძრავებს ეკონომიკური ზრდის პროცესს.

ამ საკითხისადმი კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებენ ეკონომისტები ერიკ ბრაიონიოლფსონი და ენდრიუ მაქფი. მათი აზრით, ტექნლოგიური მიღწევები გამოიწვევს უთანასწორობას, განსაკუთრებით სამუშაო ბაზარზე. ავტომატიზირებული მექანიზმები ჩაანაცვლებენ მუშა ხელს, რაც თავის მხრივ, გაზრდის უმუშევართა რიცხვს.

მეორე მხრივ, კი ფიქრობენ, რომ პირიქით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს უსაფრთხო და დასაფასებელი სამსახურების შექმნას, სადაც ადამიანის ჯანრმთელობას საფრთხე არ შეექმნება და ექნება ნორმალური სამუშაო პირობები. მეცნიერები  კი ამას სოციალური დაძაბულობის წინაპირობად აღიქვავენ. მათი თქმით, ამ ლოგიკით გამოდის, რომ სამუშაო ბაზარზე ადგილები გადანაწილდება შემდეგი პრინციპით „ნაკლები შესაძლებლობები-ნაკლები ხელფასი“ და პირიქით.

მსოფლიო მოსახლეობის 30%-ზე მეტი აქტიურად იყენებს სოციალური მედიის პლატფორმას დაკავშირებისთვის, სწავლისთვისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. ესაა იდეალური მსოფლიო, სადაც ინტერაქცია უზრუნველყოფს კროს-კულტურული გაგებისა და კავშირის შესაძლებლობას. თუმცა ამგვარმა კავშირებმა შესაძლოა გამოიწვიოს ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელება, ტყუილი და პროპაგანდა.

ბიზნესზე გავლენა

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ოთხი მნიშვნელოვანი სფერო, რომელზეც  მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გავლენა მოახდენს. ბიზნესის სფეროში ეს შეეხება მომხარებლის მოლოდინებს, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას, ინოვაციებს თანამშრომლობისას და ახალი ორგანიზაციული ფორმების შექმნას. ბიზნესში მომხარებელი ყურადღების ეპიცენტრშია, რადგან მოგება პირდაპირპროპორციულია იმის, თუ რამდენად კმაყოფილია მომხარებელი. ფიზიკური პროდუქტები და სერვისები დროდადრო უმჯობესდება თავისი ციფრული შესაძლებლობებით, რომელიც  გაზრდის მათსავე ღირებულებას. ეს კი მომხარებლის კმაყოფილებას გამოიწვევს. ინოვაციების თანამშრომლობის პროცესში აუცილებელია კორპორაციებს შორის, რადგან მათ უნდა გაითავისონ ის, რომ თანამშრომლობით ისინი შეცვლის ბიზნეს გარემოს, კონკურეტუნარიანობას და მოგვცემენ შესაძლებლობას მათივე კოლაბორაციით, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფარგლებში დავინახოთ ახალი ორგანიზაციული ფორმები.

ზეგავლენა მთავრობაზე

ფიზიკური, ციფრული და ბიოლოგიური მსოფლიო გაზრდის შესაძლებლობას, რომ მოქალაქე ამ ცნების სრული გაგებით, უსაფრთხოდ და ღიად ხატავდეს საკუთარ აზრს, მაქსიმალურად ადევნებდეს თვალყურს  პოლიტიკურ ავტორიტეტებს და რეალურ ზეგავლენას ახდენდეს სახელმწიფო პოლიტიკაზე.

თავის მხრივ, მთავრობისთვის უფრო მარტივი გახდება მოსახლეობის კონტროლი. ტექნოლოგიური პროგრესი ნამდვილად მისცემს ამის შესაძლებლობას მას. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია სახელმწიფოებში დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს. მთავრობისთვის საჭირო გახდება არა მოჩვენებითი, არამედ სრული კავშირი ბიზნესთა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ფუნდამენტურად შეცვლის ნაციონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ საკითხებს, მათ შორის კონფლიქტების ალბათობისა და მოხდენის შესაძლებლობებსაც.

სამხედრო და საერთაშორისო უსაფრთხოების ისტორია ესაა ისტორია ტექნოლოგოური ინოვაციების და გამონაკლისი დღესაც არაა. როგორც მეცნიერები ფიქრობენ, განსხვავება ომსა და მშვიდობას, ძალადობასა და არაძალადობას შორის მალე ბუნდოვანი გახდება. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა შექმნა ისეთი მასობრივი განადგურების იარაღი, როგორიცაა ბიოლოგიური იარაღი. დაუცველობის გრძნობას ალბათ გადაფარავს ის ფაქტიც, რომ ეს პროგრესივე გაზრდის უსაფრთხოების საშუალებებს.

გავლენა საზოგადოებაზე

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია შეცვლის არამხოლოდ იმას, თუ რას გავაკეთებთ და რისი გაკეთების შესაძლებლობა გვექნება, არამედ იმასაც თუ ვინ ვიქნებით ჩვენ. ის იმოქმედებს ჩვენს იდენტურობაზე და ყველაფერზე, რაც მასთანაა დაკავშრებული: ჩვენი პირადულობის განცდა, მესაკუთრეობის შეგრძნება, პირადი ანგარიშები, დრო – სამსახურში დახარჯული  და გართობის, ჩვენი გზები წარმტებისკენ, უნარების განვითარების ჩვენეული ხედვა, ახალი ადამიანები, ურთიერთობები  და ა.შ. ტექნოლოგიების პროგრესი მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს, ეს იწვევს ყველა იმ განცდისა და თუ ცნებისგან დაშორებას, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. ის შეცვლის ჩვენს მორალურ თუ ეთიკურ საზღვრებს.

პროგრესის ფარგლებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა მნიშვნელოვანწილად გადაწყდება.

მომავალი

მიუხედავად ამ პროგნოზებისა, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ პასუხისმგებელი გავუძღვეთ ამ ევოლუციურ პროცესს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, გავიაზროთ გლობალურ ჭრილში, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენენ ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაზე, როგორ შეცვლის ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ადამიანურ გარემოს.

პირველ რიგში, ჩვენ გვინდა მომავალი, რომელიც იქნება ყველასთვის ერთნაირი, თანასწორობა მნიშნელოვანი ამომავალი წერტილი უნდა იყოს მომავლის საზოგადოებისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და სხვა წარმატებები არ უნდა გვხიბლავდეს, თუ ისინი გაზრდიან, ან არ შეამცირებენ იმ უფსკრულს,რაც მდიდრებსა და ღარიბებს შორისაა.

პესიმისტები, ფიქრობენ, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია „რობოტ“ ადამიანებს ჩამოაყალიბებს. ესენი იქნებიან ადამიანები, რომელთაც არ ექნებათ „სული და გული“. თუმცა პესიმისტებს ავიწყდებათ, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი და მამოძრავებელი ძალა შემოქმედობითობაა. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია კი, მის საზღვრებს გააფართოვებს და განვითარებას შეუწყობს ხელს.

წყარო: weforum.org

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

ნათია

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In