• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის კონცერტი ოპერის თეატრში დღეს გაიმართება

10 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
დაზარალებულთა დასახმარებლად ქეთი მელუა საქველმოქმედო კონცერტს გამართავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

meluaსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნით კონცერტს.

 აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 20 დეკემბერს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გაუძღვებიან.

 ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი ოპერის თეატრში 20 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება; კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები ალბომიდან „In Winter”. აღნიშნული ალბომი 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ის ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისა და კამერული გუნდის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, შედგა ევროპული ტურნე. ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა 28 კონცერტი გამართეს  გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში.

საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. აღნიშნული პროექტით, საქართველოს შესახებ, მსოფლიოში უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო.

 ქეთი მელუა ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია – გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი, 1 მილიონი ბილეთი და მიღებული აქვს 56 პლატინის ჯილდო. 2006 წელს, იგი დასახელდა ყველაზე გაყიდვად არტისტად, ხოლო 2007 წელს, მისი ალბომი „Pictures” („სურათები“) ევროპული ჩარტების სათავეში მოექცა. 2010 წლის მაისში გამოსცა ალბომი „The House“ („სახლი“), რომლის პროდიუსერიც რამდენიმე გრემის მფლობელი, ინგლისელი მუსიკოსი და კომპოზიტორი უილიამ ორბიტია. ქეთი მელუას რიგით მეხუთე ალბომი „Secret Symphony” („საიდუმლო სიმფონია“), 2012 წელს გამოიცა და მასში შევიდა ფრანსუაზა არდის, რონ სექს სმიტის, ფრენსის ჰილისა და ჯიმი კოქსის სიმღერები. მისი მეექვსე ალბომი „Ketevan“ (“ქეთევანი”), 2013 წლის 16 სექტემბერს გამოვიდა და პირველივე კვირას არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ ევროპული ჩარტების ლიდერი გახდა.

 გორის ქალთა გუნდი 1970 წელს შეიქმნა საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატის, შალვა მოსიძის მიერ. გუნდი სხვადასხვა საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსის ლაურეატია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში, ხოლო რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ისე ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. 2013 წლიდან გუნდს  თეონა ცირამუა ხელმძღვანელობს.

Share2Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

პრემიერი: თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა

პრემიერი: თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა

9 years ago
“არაკომპეტენტურობა, პრეზიდენტის აზრით, არჩილ გეგეშიძემ არა ერთხელ გამოავლინა”

“არაკომპეტენტურობა, პრეზიდენტის აზრით, არჩილ გეგეშიძემ არა ერთხელ გამოავლინა”

10 years ago
პედაგოგებს ბიულეტენის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ

პედაგოგებს ბიულეტენის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ

8 years ago
გიორგი კვირიკაშვილი: “ევრობანკი აპირებს სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას”

გიორგი კვირიკაშვილი: “ევრობანკი აპირებს სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას”

12 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by