• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ განვასხვაოთ სათაურით პასუხისმგებლიანი მედია ბულვარული პრესისგან?! – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი

9 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
როგორ განვასხვაოთ სათაურით პასუხისმგებლიანი მედია ბულვარული პრესისგან?! –  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჟურნალისტს, რომელიც მედიაპროდუქტს ამზადებს, კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია სათაურის სწორად შერჩევა. პასუხისმგებლიანი მედია ცდილობს, რომ მის მიერ შერჩეული სათაური შესაბამისობაში იყოს მთლიან ტექსტთან. მედიაბაზარზე  განსხვავებული მიდგომაც გვხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ონლაინმედიასა და ბულვარულ პრესას, ისინი სენსაციური სათაურების შერჩევის ტენდენციით გამოირჩევიან.  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ეთიკური სტანდარტების დარღვევას უკავშირდება, არის დისკრიმინაციის წამახალისებელი ფრაზების სათაურად გამოტანა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–7 პრინციპის თანახმად,  „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.“ შესაბამისად, მედია, რომელიც ამგვარი ტიპის გადაცდომებით ხასიათდება, არღვევს ეთიკის სტანდარტებს. როგორი უნდა იყოს მედიასათაური და რა უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლიანმა მედიამ მათი არჩევის დროს, „თბილისი თაიმსთან“ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

უპირველესყოვლისა, მინდა ვისაუბრო მედიასათაურებზე. რა ფუნქცია აქვს მას და თუ არსებობს ზოგადი რეკომენდაციები რა უნდა გავითვალისწინონ ჟურნალისტებმა სათაურების შერჩევის პროცესში?

– თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების სისწრაფე დაჩქარებულია და სათაურმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მომხმარებლები მხოლოდ სათაურს კითხულობენ,არის შემთხვევები, როდესაც ინფორმაციას აზრიარებენ, ისე, რომ მთლიან ტექსტს არ ეცნობიან, შესაბამისად მკითხველს ზოგჯერ დასკვნები მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე გამოაქვს.ინფორმაციის მიმღები მედიას სთხოვს, შეარჩიოს ისეთი სათაურები, რომლებიც ერთი მხრივ დააინტერესებს(გადაიყვანს სოციალური ქსელიდან, ან რომელიმე პლატფორმიდან მედიის ვებ–საიტზე) ხოლო მეორე მხრივ– აქვს მოლოდინი, რომ ის იქნება ადეკვატური და სტატიის მთლიან შინაარსის შესაბამისი. პასუხისმგებლიანი მედია მუდმივად ზრუნავს, რომ ადრესატი არ დატოვოს იმედგაცრუებული. ეთიკურ სტანდარტებზე საუბრისას სათაური ისევე მოიაზრება ტექსტის ნაწილად, როგორც სხვა კომპონენტები და რედაქციას პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ინფორმაციაზე, რომელიც სათაურშია მითითებული.

მაინტერესებს არსებობს თუ არა კვლევა მედიასათაურების წარმოებასთან დაკავშირებით, როგორი ტენდენცია ვლინდება ზოგადად სათაურების შერჩევისას და ვის ეკისრება ვალდებულება მათს სწორად შერჩევაში?

– სამწუხაროდ, არ მსმენია, მსგავსი კვლევის შესახებ. სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში სათაურების წარმოებასთან დაკავშირებული კვლევა არც ჩატარებულა. როდესაც ეთიკის ქარტია ატარებს მედიამონიტორინგს ერთად განვიხილავთ ტექსტსა და სათაურს, მხოლოდ სათაურებზე მონიტორინგი არ ჩატარებულა.

ყვითელი სათაურების მოძიება სხვადასხვა პორტალზე ძალიან მარტივია. როგორ ფიქრობთ, მსგავსი სათაურები არის თუ არა მანიშნებელი, რომ სააგენტო ცდილობს სკანდალით შეინარჩუნოს რეიტინგი და როგორ აღიქვამს საზოგადოება ამ ტიპის სათაურებს?

– მკითხველის მისაზიდად ონლაინ მედიამ სენსაციებისა და ყვითელი მასალების გავრცელების მარტივი გზა იპოვა, სათაურებად იყენებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სხვადასხვა პირთა სტატუსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხერხს სხვა ეთიკურ დილემებთან მივყავართ, მაგალითად: საზოგადოების მიმართ პატივისცემის გამოჩენა და ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა, საინფორმაციო ღირებულების მნიშვნელობა და ა.შ. სტატუსების გამოყენების დროს კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება ისინი სათაურებში კონტექსტიდან ამოგლეჯილია და არსებითად ცვლის შინაარსს. შესაბამისად, ისინი  უკვე აღარ ემთხვევა ერთმანეთს.

„გადადით ლინკზე და შოკში ჩავარდებით“– ამ ტიპის ტენდენციაზე ბევრს საუბრობენ. ამგვარი სათაური სწორედ გათვლილია, რომ მკითხველი საკუთარ ვებ–გვერდზე გადაიყვანოს და „ვიზიტორების“ რაოდენობა გაზარდოს. ჩემთვის გაუგებარია წინასწარ რატომ განიმსაზღვრავს მედია როგორი განცდა დამეუფლება კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად. ცხადია, ამ ტიპის მედიას თავად არ აქვს პრეტენზია სოლიდურობასა და ეთიკურ სტანდარტებზე.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების განწყობა არ შემისწავლია, გამიჭირდება, გიპასუხოთ როგორ აღიქვამს აუდიტორია ამგვარ სათაურებს.

მაშინ, როდესაც „კიჩურ“ სათაურებზე საზოგადოება ბევრს ხალისობს, თითქოს, შეუმჩნეველი რჩება, რამდენად მწვავე პრობლემას წარმოადგენს ზოგადად სათაურები მედიაში. ხშირად ისინი არის სუიციდის მაპროვოცირებელი ან ჰომოფობიის წამახალისებელია, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მედიის წარმომადგენელს საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის ხელშეწყობაში?

– მნიშვნელობა არ აქვს ეთიკური ნორმები როგორ ირღვევა, ტექსტით, სათაურით თუ დართული ფოტოთი. ქარტიას აქვს სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ რედაქციის მიერ ნებისმიერი ფორმით გავრცელებულ ინფორმაციაზე თანაბრად

ვრცელდება ეთიკური პრინციპების დაცვის ვალდებულება. როდესაც მედიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცედდება რომელიმე ადამიანის ან ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის შემცველი ინფორმაცია, შეიძლება იქნეს განხილული, როგორც ჟურნალისტური პროდუქტი და მედია ამაზე პასუხისმგებლობას იღებს.

სათაური არის ტექსტის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად თუ პარლამენტის რომელიმე წევრი თავის განცხადებაში  ქსენოფობიურ გამონათქვამს იყენებს, შემდეგ მედია სათაურში ამ ფრაზას გამოიტანს და არ იტყვის, რომ ეს არის ქსენოფობია, ხელს შეუწყობს მის ტირაჟირებას. შესაძლოა  სათაური იმდენად გაზიარდეს, რომ არავინ წაიკითხოს ტექსტი, რომელშიც მედია ემიჯნება ამ მოსაზრებას. შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციაა,  სათაურშივე აღნიშნო, რომ ეს არის ქსენოფობიური გამონათქვამი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განიხილება მედიაში არსებული დარღვევები, თუ შეგიძლიათ მითხრათ, რამდენად ხშირად შემოდის ქარტიის ოფისში საჩივარი მედიასათაურებთან დაკავშირებით? რა მექანიზმით ხდება შემდგომ საჩივრის დაკმაყოფილება?

– თუ სათაურშია გატანილი, რომ კონკრეტულ პირს ლამაზი შუბა აცვია და მიგვაჩნია, რომ ეს ხარისხიანი მედიაპროდუქტისთვის შეუფერებელია, არ ნიშნავს იმას, რომ ეთიკურ სტანდარტებს არღვევს, მაგრამ თუ მედია დისკრიმინაცის წახალისებას ან სუიციდის რომანტიზებას ახდენს, მაშინ დარღვევა დადგინდება. ცალკე სათაურის გამო კი არ დადასტურდება დარღვევა, არამედ ტექსტიც ამგვარი იქნება, ვინაიდან ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია. სათაური ტექსტის ნაწილია, თუმცა თუ ძირითად ტექსტში შინაარსი არადისკრიმინაციულია და ეთიკურ სტანდარტებთან წინააღმდეგობაშია მხოლოდ სათაური, მაინც დადგინდება დარღვევა. რაც შეეხება, საჩივარს, ეთიკის ქარტიაში მხოლოდ სათაურთან დაკავშირებული შემთხვევა  ჯერ არ შემოსულა.

ნანიკა მაღლაკელიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“
ახალი ამბები

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026
ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
ახალი ამბები

ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05/19/2026

საინტერესო

ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

4 weeks ago
მთავრობის ადმინისტრაციას საერთაშორისო ექსპერტი ედ მელკერტი უწევს კონსულტაციებს

მთავრობის ადმინისტრაციას საერთაშორისო ექსპერტი ედ მელკერტი უწევს კონსულტაციებს

12 years ago

ლევან იზორია: „ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ“

10 years ago
ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად

2 weeks ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by