21 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის წინ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავი გაიხსნება.
ამის შესახებ მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა.
“21 ივნისს გაიხსნება მისი ვარსკვლავი. ეს ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებდა. ამაზე ყველა შეთანმხებული ვიყავით, თუმცა სამწუხაროდ, მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მოგვცა საშუალება, თავად ბატონი გიგა დასწრებოდა ამ ვარსკვლავის გახსნას, ამიტომ მისი გარდაცვალებისდან სწორედ მე-9 დღეს გაიხსნება ვარსკვლავი”, – განაცხადა ქაცარავამ
18.06.13