• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ამაღლება- იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული!

10 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
ამაღლება- იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული!
25
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამაღლებადასრულდა იესოს  მიწიერი ცხოვრება. უფალი ზეცად ამაღლდა!  გუშინ, მწუხრის ლოცვაზე ამ წელს უკანასკნელად იგალობა მართლმადიდებელმა მრევლა „ქრისტე აღდგა მკვდრეთით“.

სახარებისეული  სწავლებით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე  ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ასწავლიდა ღმერთის, ადამიანისა და სასუფევლის  შესახებ; განუცხადებდა დაფარულს, განაძლიერებდა და განსწავლიდა მათ, რადგან  შესძლებოდათ წმინდა წერილის საიდუმლოთა შეცნობა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებულ  მოწაფეებს მაცხოვარი უკანასკნელად გამოეცხადა. უფალმა მათ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა ნუგეშისმცემელს და უბრძანა, სულიწმიდის გარდამოსვლამდე არ დაეტოვებინათ იერუსალიმი. იესომ მოწაფეები ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე წაიყვანა, ხელები ცისკენ აღაპყრო, აკურთხა შეკრებილნი და ამაღლდა ზეცად.

„სახარებაში წერია, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფენი და ლოცვის დროს ამალდა ზეცად. მას შესცქეროდნენ მოციქულები და სხვანიც და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც. სახარებაში წერია, რომ ამ გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“ ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს, – უფალი ჩვენთანაა! მაცხოვარი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, – მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“- აღნიშნავს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთ ქადაგებაში.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11). მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, შეერთო უხორცოთა დასს და  მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება.

უფლის ამაღლება ზეცად ქრისტოლოგიური დოგმატი ანუ საღვთო ჭეშმარიტებაა, რომელიც გადმოცემული და დადგინებულია “მრწამსში”  ნიკეა-კონსტანტინოპოლის წმინდა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე: “და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ“. წმიდა მამათა სწავლების თანახმად, როდესაც ვამბობთ, დაჯდა “მარჯვენით მამისა”, არ ვგულისხმობთ მამა ღმერთის მარჯვენა მხარეს სივრცობრივი აზრით, რადგან დაუსაბამო და უსაზღვრო უფალს სივრცობრივი ფორმა და განზომილება არ გააჩნია. მამა ღმერთის მარჯვენა მხარეში მოვიაზრებთ იმ თანაბარ ძალას, დიდებასა და ღირსებას, რომელშიც უფალი იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი, როგორც ერთარსი მამისა, იმყოფებოდა და იმყოფება მარადიულად.

ილია მეორე- “გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთან; ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხუ ლობთ: „ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“. ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადია, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანი. სიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომას, ხოლო მწუხარების დროს – სასოწარკვეთილებას.”

შეგახსენებთ, რომ ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის. მართლმადიდებლური ეკლესია მას აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. ამაღლებიდან სულთმოფენობამდე  დასაწყისი ლოვების კითხვა იწყება  „წმინდა ღმერთოდან“, ხოლო მას შემდეგ ჩვეულებრივ; „ღირს არსის“ ნაცვლად იკითება- „ადიდე სული ჩემი ქვეყანით…“

სტატია მომზადებულია orthodoxy.ge მასალებზე დაყრდნობით.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share10Tweet6

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
ახალი ამბები

„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

07/14/2026
„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ
ახალი ამბები

„დავიღუპე ხალხო… ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს, დედას რომ მოეხვია სიმწრით… გადმოხტი და გაიქეცი, რატომ?“ – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

07/14/2026

საინტერესო

სასამართლო “Liberty Bank”–ის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს

12 years ago
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ადმინისტრაციული შენობა იწვის

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ადმინისტრაციული შენობა იწვის

3 years ago
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის 98%-იანი ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის 98%-იანი ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა

11 years ago
იაპონიის მთავრობამ საქართველოს 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო

იაპონიის მთავრობამ საქართველოს 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო

12 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by