• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტარიელ ნაკაიძე: „მუსლიმებს არ გვეძლევა საშუალება ავირჩიოთ წინამძღვრები“

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების მიერ შექმნილი „ქართველ მუსლიმთა კავშირი“  ოფიციალურად 2008 წელს დარეგისტრირდა, როგორც რელიგიურ-კულტურული ორგანიზაცია. მისი მიზანია საზოგადოებისათვის ისლამის სწორი ინტერპრეტაციით მიწოდება, მუსლიმთა ცნობიერების ამაღლება და მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ზრუნვა. ეს ორგანიზაცია  სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით კი ბაპტისტურ-ევანგელურ ეკლესიასთან, იეზიდ თემთან, ისლამის შიიტურ მიმდინარეობის წარმომადგენლებთან, თანამშრომლობს.

ე.წ. მოხეს საკითხი, მუსლიმი თემის წინაშე ჩადენილი რელიგიური სიძულვილით მოტივრებული დანაშაულების არასათანადო გამოძიება, პრობლემები, რომელსაც მუსლიმი ახალგაზრდები აწყდებიან სასწავლო დაწესებულებებში თუ საზოგადოებაში, ეს მცირედი ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზეც „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

როდის შეიქმნა „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, რა იყო მისი დაფუძნების მიზეზი და რა საქმიანობას ეწევა ის?

-„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მუსლიმებმა დაარსეს 2001 წელს.მან არარეგისტრირებული ორგანიზაციის სახით დაიწყო ფუნქციონირება. 2008 წლის ოქტომბერში გაიარა ოფიციალური რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის სტატუსით, როგორც რელიგიურ-კულტურული ორგანიზაცია. მისი მიზანია  საქართველოში მცხოვრები მუსლიმების ცნობიერების ამაღლება და განათლებაზე ხელის შეწყობა, ასევე ისლამის სწორი ინტერპრეტაცია საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისადმი. მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ახორციელებს რელიგიური საქმიანობებს.

რა ტიპის ორგანიზაციაა? აერთიანებს თუ არა საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს, როგორც სუნიტებს, ისე შიიტებს, თუ ერთ-ერთი მათგანის ინტერესებს იცავს?

-„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ რელიგიური ორგანიზაციაა და ფარავს მთელ საქართველოს. ატარებს ღონისძიებებს და იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის უმცირესობათა რელიგიურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

რა სახის თანამშრომლობა აქვს  ქართველ მუსლიმთა კავშირს სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან? ატარებთ თუ არა ერთობლივ ღონისძიებებს, მუშაობთ თუ არა ერთობლივად?

– ზოგადად მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს წარმომადგენლობითი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც „საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ ერქმევა. რომლის მთავარი ფუნქცია იქნება მუსლიმი მრევლის ინტერესების დაცვა და მათი წარმოდგენა სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო არენაზე. თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ეს სამმართველო მაქსიმალურ კონტროლს და ჩარევას განიცდის სახელმწიფოს მხრიდან. სამმართველო თითქმის რელიგიის საკითხთა სააგენტოს ფილიალად იქცა. მუსლიმებს არ გვეძლევა საშუალება ავირჩიოთ წინამძღვრები. ხშირად სამმართველოს წარმომადგენლებს სახელმწიფოს ზეწოლის შედეგად უწევს განახორციელოს მუსლიმი მრევლის ნების საწინააღმდეგო ქმედებები. ეს კარგად გამოჩნდა „მოხეს მეჩეთის კომისიის“ გადაწყვეტილების მიღების დროსაც.  აქედან გამომდინარე, ხშირად მუსლიმი მრევლის კრიტიკის საგანიც ხდება. ჩვენი საქმიანობა პრაქტიკულად ემსახურება მუსლიმთა სამმართველოს რეალურად ჩამოყალიბებას. რაც ფაქტიურად თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაცაა.

რის ხარჯზე არსებობს „ქართველ მუსლიმთა კავშირი“?

– ქართველ მუსლიმთა კავშირი, შეუპოვარი, მებრძოლი, საქართველოს დემოკრატიაში წვლილის შეტანის მსურველი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მუსლიმთა თანადგომის ხარჯზე არსებობს.

ბატონო ტარიელ, როგორ შეაფასებდით 2016 წელს რელიგიის თავისუფლების კუთხით? რამდენად დაცული იყო მუსლიმთა უფლებები ჩვენს ქვეყნაში? ატარებდა თუ არა სახელმწიფო, რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ქმედით ნაბიჯებს იმ პრობლემათა მოსაგვარებლად თუ დასასტაბილურებლად, რომელიც  დგას მუსლიმთა წინაშე?

– მუსლიმების წინაშე არსებული პრობლემები არა თუ დასტაბილურდა 2016 წელს, არამედ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო და კრიტიკულ სტადიაში გადავიდა. ამის დასტურია მარტის თვეში ადიგენში განვითარებული მოვლენები.  მოგეხსენებათ, ადიგენში მუსლიმმა თემმა სასაფლაოსათვის მიწის გამოყოფა თხოვა სახელმწიფოს, ვინაიდან რელიგიური თვალსაზრისით გაუმართლებელია მუსლიმები და ქრისტიანები (ან ნებისმიერი სხვა რელიგიური მრწამსის პირი) ერთ სასაფლაოზე განისვენებდნენ. ჩვენდა გასაკვირად სახელმწიფომ პოზიტიურად გადაჭრა ეს საკითხი, თუმცა  მუსლიმებისათვის მიწის გამოყოფის წინააღმდეგ ამჯერად ადგილობრივი ქრისტიანები გამოვიდნენ, რომლებიც თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ იყვნენ წახალისებული. ამ საკითხის განხილვას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა. გამოძიება დაიწყო, თუმცა არასწორი კვალიფიკაციით და რაც მთავარია, ამ საქმეზე დღესაც არ არის გადაწყვეტილება მიღებული.

მეორე საკითხი, რომელიც 2016 წელს კიდევ უფრო გამწვავდა არის მოხის მეჩეთის საკითხი. მეჩეთის თემით პროვოცირება წარმატებით მოახერხა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და დღეს შედეგად გვაქვს  მოხეში ორ ნაწილად, მუსლიმებად და ქრისტიანებად, დაყოფილი სოფელი, სადაც სიტუაციის დაძაბვა ნებისმიერ წუთს არის მოსალოდნელი.

2016 წელ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ შეაგროვა 12000-ზე მეტი ხელმოწერა ახალი მეჩეთისათვის მშენებლობის მოთხოვნით და გადაუგზავნა იგი სახელისუფლებო ორგანოებს, ასევე გამართა რამდენიმე მშიდობიანი დემონსტრაცია აჭარის მთავრობის წინ. მუსლიმთა მოთხოვნებს არც ცენტრალური და არც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან სათანადო გამოხმაურება არ მოჰყოლია, შესაბამისად, სახელმწიფოს გულგრილობისა და უგულველყოფის პოლიტიკამ მუსლიმების მიმართ, წელს დეკლარირებული ხასიათი მიიღო.

სახელმწიფოს აქვს იმის ბერკეტი და მექანიზმები, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლება რეალიზებული  და სათანადოდ  დაცული იყოს, თუმცა არ გააჩნია პოლიტიკური ნება. სწორედ ეს იწვევს რელიგიური ხასიათის კონფლიქტებსა და უთანხმოებებს, რომლებიც ასევე პოლიტიკური ნების გამო არ იწურება და არ სრულდება.

უკვე წლებია მოუგვარებელია  მოხეს საკითხი. ე.წ. მოხეს კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, როგორც სასულიერო, ისე სოფელში მცხოვრებნი ერთ პოზიციაზე შეჯერდნენ, რომელიც მისაღებია მუსლიმთა სამმართველოსათვის, თუმცა თქვენი და ადგილობრი მუსლიმთათვის მიუღებელი. თქვენი აზრით რა განმუხტავს ვითარებას იმ ფონზე, რომ არც ერთი მხარე სადავო შენობაზე პოზიციას არ თმობს ?

– ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საინტერესო ის კი არ არის რაზე შეთანხმდა ე.წ „მოხის კომისია“ ან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ვინაიდან, მოგეხსენებათ ორივე ორგანო სახელმწიფოსგან არის კონტროლირებული და შესაბამისად არა უმცირესობის, არამედ უმრავლსეობის ინტერესებს ლობირებს. რაც შეეხება, მოხელ მუსლიმებს, მათ არავინ ეკითხებათ თუ როგორ წარმოუდგენიათ პრობლემის გადაჭრის გზა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოხეში ერთადერთ პრობლემად მხოლოდ სალოცავი სივრცის უკმარისობაში ხედავს, მაშინ როცა კონფლიქტის ფონზე კარგად გამოჩნდა არანაკლებ სიღრმისეული და მასშტაბური პრობლემა – სრული გაუცხოება მუსლიმებსა და სახელმწიფოს შორის, მუსლიმების მეორეხარისხოვნად აღქმა საკუთარ სახელმწიფოში, უიმედობა და უნდობლობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ.

მაშინ როცა „მოხის კომისია“ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით არის დაკავებული, დღეს მოხელი მუსლიმები თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ლოცულობენ საკულტო შენობის წინ და აფიქსირებენ მათ შეურყეველ პოზიციას, რომ მეჩეთი ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე ისტორიულ მემკვიდრეს უნდა დაუბრუნდეს.

სოფელ მოხეში ვითარება ხელოვნურადაა დაძაბული, შენობა ნამდვილად მუსლიმური მეჩეთია და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულთან. შენობის არქიტექტურა და რელიგიური ატრიბუტიკა ცალსახად მის მუსლიმურ წარმომავლობას მიანიშნებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამბედაობა ეს აღიაროს და გადასცეს მუსლიმ თემს.

გარდა მოხეს საკითხისა, რა გამოწვევების წინაშე დღეს დგას მუსლიმი თემი?

– მუსლიმი თემის წინაშე ჩადენილი რელიგიური სიძულვილით მოტივრებული დანაშაულები სათანადოდ არ არის გამოძიებული, რაც დაუცველობის განცდას ქმნის თემში. მოგეხსენებათ, მუსლიმების წინაშე ჩადენილი დანაშაულების არასწორად კვალიფიცირება (რელიგიის მოტივისგან დაცლა) და გამოძიების გაჭიანურება ახალისებს რელიგიურ სიძულვილს და ამ მოტივით ჩადენილ ქმედებებს.

მუსლიმ მოსწავლეებს პრობემები ექმნებათ სკოლაში, ისინი ხდებიან ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის მსხვერპლნი ბაღებშიც. მუსლიმებს პრობლემები ექმნება საზღვრის კვეთისას, რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას,  მიუხედავად იმისა, რომ  არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს.  თავსაფრიანი ქალები არიან არაპირდაპირი დისკრიმინაციის მსხვერპლნი სამუშაო ადგილას და ქუჩაშიც კი, შესაბამისად, მათ ჩამოუყალიბდათ სკეპტიკური განცდა დასაქმებასთან დაკავშირებით. აჭარაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, საჯარო სამსახურში მუსლიმებს არ ჰყავთ თავიანთი ინტერესების დამცველები და ლობისტები.

ბატონო ტარიელ, რამდენიმე დღის წინ რელიგიის სააგენტოს გაუქმებას ითხოვდით. რა გახდა თქვენი ამ განცხადების მიზეზი?

– რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო თავისი საქმიანობით გახდა მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ხელისუფლების სახელით საუბრობს და შექმნა ბარიერი ხელისუფლებისათვის რეალური ინფორმაციის მიწოდების მხრივ, რაც,ხშირად, მათ მიერ არასწორი გადაწყვეტილების საფუძველიც ხდება. მაგალითად, ბათუმში, 2014 წელს, მუსლიმი წინამძღვრების მიმართ ძალადობრივად განხორციელებული ქმედება, თითქოს მუსლიმი წინამძღვრები თავიანთი სურვილით ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების ალტერნატივად ითხოვენ რეზიდენციის შენობას და ე.წ. მედრესეს. რის  საფუძველზეც ხელისუფლებამ მართლაც გადასცა ეს შენობები სამმართველოს. თუმცა, 2016 წელს ჩატარებულმა მასშტაბურმა ხელმოწერებმა ცხადყო, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის  აშენების მოთხოვნა გრძელდება. სააგენტო კი ამ ქმედებით შეეცადა  მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნა. ბევრი სხვა მაგალითებიც არსებობს: მოხეს კომისიის  შექმნა, სასაფლაოების გადაცემის საკითხი ადიგენის რაიონში და ა.შ. ყველგან ჩანს სააგენტოსა და მისი ხელმძღვანელის ნეგატიური როლი, რომელიც უფრო მეტად ძაბავს მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ,  აღნიშნული ორგანო არათუ კეთილის მომტანია ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ მისი ქმედებები არა სახელმწიფოებრივია, არადემოკრატიულია, რაც უფრო მეტად აშორებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფოსაგან.

რა სახის თანამშრომლობა გაქვთ სხვა რელიგიურ დენომინაციებთან ? ატარებთ თუ არა ერთობლივ ღონისძიებებს და რამდენად ნაყოფიერად შეაფასებდით ამ მხრივ ქართველ მუსლიმთა კავშირის საქმიანობას?

– ქართველ მუსლიმთა კავშირი წევრია სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსი. ორგანიზაცია ურთიერთობს და თანამშრომლობს ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით კი ბაპტისტურ-ევანგელურ ეკლესიასთან, იეზიდ თემთან, ისლამის შიიტური მიმდინარეობის ორგანიზაციებთან, მართლმადიდებლებთან. ერთობლივად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, აწყობს საზაფხულო, საბავშვო ბანაკებს, ერთობლივ ტრენინგებს ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

და ბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ტოლერანტული გარემო ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესდეს?

– ვფიქრობ, ტოლერანტული გარემოს ხელისშემწყობი, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა იყოს და ყველანაირად ცდილობდეს სხვადსხვა ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათ წახალისებასა და გაძლიერებას, ვინაიდან, ეს დადებითი ეფექტის მომტანია, როგორც სახელწიფოსათვის და მისი ყველა მოქალაქისთვის, ასევე  ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით.  დემოკრატიული ინსტიტუტებისა და იმიჯის გაძლიერება წინ წაწევს სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში, კონკრეტულად კი ევროინტეგრაციის პროცესში.

ვინაიდან სახელმწიფოს პრიორიტეტი უმცირესობებზე ზრუნვას არ წარმოადგენს და ტოლერანტობასაც, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ღირებულებას მხოლოდ ვერბალურ დონეზე აღიარებს, სრული პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე გადადის. სწორედ მოქალაქეებმა, სხვადასხვა ჩაგრულმა ჯგუფებმა აქტივიზმისა და სოლიდარობის დახმარებით უნდა დავანახოთ ქვეყანას, რომ უმცირესობა შეიძლება ციფრობრივად უმრავლესობა იყოს და მათი ლეგიტიმაციის საფუძველიც ეჭქვეშ დადგეს.

ყველამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების გავრცელება. ამ კუთხით „ქართველ მუსლიმთა კავშირი“  აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდების განათლების საკითხში, ვინაიდან მტკიცედ გვწამს, რომ განათლება ძალაუფლებაა და განათლებულ ადამიანს ვერაფერი და ვერავინ დააჩოქებს.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share2Tweet2

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საინტერესო

თუ ვინმეს ჰგონია, რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება – კალაძე

თუ ვინმეს ჰგონია, რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება – კალაძე

4 years ago

ღვინის საერთაშორისო კონკურსში ,,ვინექსპო ბორდო 2017“ საქართველო მონაწილეობს

9 years ago
“ხოსე მანუელ ბაროზომ მითხრა, როგორც კი შენი მთავრობა დაგაპატიმრებს, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლირებადი მთავრობაო”

“ხოსე მანუელ ბაროზომ მითხრა, როგორც კი შენი მთავრობა დაგაპატიმრებს, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლირებადი მთავრობაო”

13 years ago

გაეროს მორიგი რეზოლუცია

13 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by