• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდებათ

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 12 ავტომანქანა დაუბრუნდებათ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდებათ.

დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წელს მოქალაქე გურამ ჩიქოვანმა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების გზით, შეიძინა  სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კანონიერად დაირეგისტრირა სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ახლობლებს ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადაუფორმა.

მოგვიანებით ხსენებული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ამის გამო, ხელვაჩაურის გამგეობამ, ხელოვნურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიმნიჭებელი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე და ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. თუმცა, სასამართლომ გამგეობის აღნიშნული უკანონო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ, რაც ხელვაჩაურის გამგეობას დაზარალებულებისთვის ქონების ჩამორთმევის ყველა გზა ამოეწურა, 2010 წლის აგვისტოში, გურამ ჩიქოვანი დაიბარეს საქართველოს პროკურატურაში, სადაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამართალდამცავებისგან შეექმნებოდა პრობლემები.

დაზარალებულმა გურამ ჩიქოვანმა პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა მიწის ნაკვეთების დათმობის შესახებ მესაკუთრეებს – ფრიდონ ქიქავას და ლიანა ინწკირველს გადასცა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ ქონება სახელმწიფოს სახელზე გადაეფორმებინათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებდა გამოძიებას აკაკიმოისწრაფიშვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე, რისთვისაც მას დაუსწრებლადწარედგინა ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

2010  წლის ივლისში,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ცალკეულმათანამდებობის პირებმა, ბრალდებულ აკაკი მოისწრაფიშვილის მამას ჯანგულ მოისწრაფიშვილს  მის შვილთან აკაკიმოისწრაფიშვილთან  საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვეს და შეასყიდინეს 22150 აშშ დოლარად ღირებული „ჰიუნდაი ტუქსონის” მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩუქების გზით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. მხოლოდ ამის შემდეგ აკაკი მოისწრაფიშვილთან გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე.

მოქალაქე ანრი გოგიტიძე 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საბაჟო წესების დარღვევით საქონლის გადაადგილებისთვის, რისთვისაც  მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. აღნიშნული საქმის სააპელაციო წესით განხილვის დაწყებისას, ანრი გოგიტიძის ოჯახს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეუთვალეს, რომ თუ ანრი გოგიტიძეს სურდა საპატიმროს დატოვება, მას უნდა გადაეხადა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმა 500 000 ლარი და საგამოძიებო სამსახურისთვის შეეძინა და საჩუქრად გადაეცა საცხოვრებელი ბინა.

ანრი გოგიტიძის ოჯახი იძულებული გახდა დათანხმებოდა აღნიშნულ პირობას, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გარდა, 2011 წლის მაისში შეიძინეს ქ.ბათუმში ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჩუქების წესით გადააფორმეს სახელმწიფოს სახელზე, რის შემდეგაც ანრი გოგიტიძემ დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით,ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილიქონება: ფრიდონ ქიქავას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 1403 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ლიანა ინწკირველს  ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში მდებარე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე ჯანგულ მოისწრაფიშვილს ა/მანქანა ,,ჰიუნდაი ტუქსონი“ და მოქალაქე ანრი გოგიტიძეს ქ.ბათუმში მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა. ხსენებული დაბრუნებული ქონების ღირებულება 1 000 000 ლარს აღემატება.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთანთანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციულიუფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 50 ფაქტი, მხილებულია 34 საჯარო მოხელე,  დაზარალებულად ცნობილია 91 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 20 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

“თბილისობა 2013-ისთვის” გიგანტური საწნახელის მოწყობა იგეგმება

13 years ago
Meta-ს გუნდს კიდევ ერთი ქართველი, ლუკა მუშკუდიანი შეუერთდება

Meta-ს გუნდს კიდევ ერთი ქართველი, ლუკა მუშკუდიანი შეუერთდება

4 years ago

15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 50 ლარი ეღირება

10 years ago
23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართელოს რეგიონებში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ი იწყება

23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართელოს რეგიონებში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ი იწყება

8 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by