• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა უნდა ვიცოდეთ ნათლისღებასთან დაკავშირებით?!

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რა უნდა ვიცოდეთ ნათლისღებასთან დაკავშირებით?!
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე,  განწმინდა წყლის სტიქია და ადამიანებს ცოდვებისგან განწმენდის საშუალება მისცა.

„თბილისი თაიმსი“ დღესასწაუთან დაკავშრებულ საეკლესიო სწავლებასა და  ნათლისღების არსზე  წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარის მღვდელმსახურს  ბასილ მურმანიშვილს ესაუბრა, რომლემაც გვითხრა, რომ იოანე ნათლიმცემლის დროს  „ნათლისღება“  ხდებოდა  ცოდვათა აღიარებით.  მას შედმეგ კი  რაც იესო ქრისტემ  იორდანეში შესვლით წყლის სტიქია განწმინდა  და მასზე  ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა სულიწმინდით ნათლობას დაედო საფუძველი, მოკვვდა ძველი  ადამი და ადამიანებს თავიდან დაბადების საშუელბა მიეცათ. როგორც სახარებაშია ნათქვამი:  მან ნათელგცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (მთ. 3, 11).

მამა ბასილი: „ნათლისღების შესახებ ჩვენ ცნობები გვაქვს უშუალოდ სახარებიდა. როდესაც ქრისტე 30 წლის გახდა, მიდის იორდანეში მოსანათლად, ინათელბა საკუთარი ქმნილებისაგან, ადამიანისაგან, იოანე ნათლისმცემელისაგან და თავად იოანესაც უკვირს: „მე მეკუთვნის შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხუალ?“ (მთ. 3, 14). მაგრამ უფალი ეუბნება მას, მოდი დავმორჩილდეს რჯულს: “აცადე აწ, ასე შვენის რჯულს აღსრულება“.

მაცხოვარს არ სჭირდებოდა განწმენდა როგოც რიგით ადამიანს, რამეთუ ნათლისღება იყო კაცობრიობისათვის ცოდვებისგან განმწმენდელი. იგი დაემორჩილა კანონს და გვიჩვენა  უდიდესი თავმდაბლობის მაგალითი.

ნათლისღებით  ადამიანისათვის იხსნება  საეკლესიო ცხოვრების კარი, ეძლევა მას საშუალება მონაწილეობა მიიღოს საიდუმლოებებში. ამ ყოველივეს არსი კი არის სინანული, რითაც შეგვიძლია აღავადგინოთ ღვთის ხატება ჩვენში და მოხდეს  ადამიანის ხელახლა შობა.  „შეინანეთ რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი. (მათე4,17), წერია სახარებში.

თავდაპირველად ამ დღესასწაულის სახელწოდება იყო „განცხადება“, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ დღეს  კაცობრიობისთვის ცხადი გახდა – ძე ღვთისა მოვიდა თიოეული ამქვეყნად შობილი ადამიანის გადასარჩენად, „აჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი!“, ამბობს იოანე. ამდენად, ამ დღეს პირველად „განუცხადდა“ კაცობრიობას წმინდა სამება-მამა, ძე და სული წმინდა.“

ნათლისღების დღესასწაულისათვის მზადებას  მართლმადიდებლები 18 ინავარს იწყებენ, რისთვისაც ისინი   ერთდღიან მძიმე მარხვას იცავენ.  როგორც მამა ბასილმა გვითხრა ეს მარხვა ჩვეულებრივ ზეთით ხსნილია.

„ძველად ნათლისღების წინა დღეს დილით წირვა ტარდებოდა, საღამოს ლოცვა, იკურთხებოდა დიდი აიაზმა, ლიტურგიკულად დატვირთული დღე იყო და მორწმუნე ადამიანები ფაქტიურად ჭამისთვისაც ვერ იცლიდნენ ან ძლაინ მსუბუქად იკვებებოდნენ. ასევე, იმართებოდა საყოველთაო ნათლობები და როდესაც ადამიანი განსაკუთრებული მადლის მისაღებად ემზადებოდა, გარკვეული რიდისა და მადლიერების  გამო მარხულობდა. სწორედ ამის გამოა, რომ ეკლესიაში 18 იანვარი,  ნათლისღების წინა დღე ეკლესიის მიერ მარხვაა დაწესებული, “- მამა ბასილი.

„აიაზმა“ – ბერძნული სიტყვაა და „სიწმინდეს“ ნიშნავს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ნაკურთხი წყლის უხრწნელობა, დღემდე ხილულად აღესრულებულ სასწაულად ითვლება. დიდი აიაზმა წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება: ნათლისღებისა (19 იანვარი) და მის წინა დღეს, 18 იანვარს.  პირველად წყალი თავად უფალმა აკურთხა იორდანეში შთასვლით და ყოველივე ხრწნილებისგან განწმინდა იგი. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ, რაც სიმბოლურად განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში.

მამა ბასილი-„ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება, იგი სასწაულებრივ თვისებებს იძენს არ იხრწნება, არის სულიერი შესაწევნელი , ვნებებთან საბრძოლველი. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს შინ მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ სულიერი სძლიერის მოსაპოვებლად. განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.“

კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეს ლოცვა კურთხევით მორწმუნემ ნაკურთხი წყალი ყოველდღიურად უნდა მიიღოს  უზმოზე. ასევე, ვიცოთ, რომ იგი სუფთა და თავდახურულ ჭურჭელში უნდა იქნეს შენახული. გამოყენების შემდეგ თავღია არ უნდა დარჩეს.  არ შეიძლება იმ ჭურჭელზე ტუჩით შეხება, რომელშიც ნაკურთხი წყალი ასხია.

„სამწუხაროდ, ნათლისღების დღესასწაულზე ტაძარში მოსული ხალხის უმთავრესი მიზანი ხშირად მხოლოდ ნაკურთხი წყლის წაღებაა და ავიწყდებათ, რომ აქ უმთავრესი არის „უფალი“, რომლემაც წმინდა ჰყო ის. ამგვარი დამოკიდებულება დაუშვებელია, უმთავრესად უნდა ვიყოთ კარგი ქრისტიანები, რომ საკურნებლად, განსაწმენდელად გვექცეს წყალი იქნება ეს თუ სხვა სიწმინდე.  იგი რიდითა და კრძალვით უნდა მივიღოთ.

უნდა გვახსოვდეს, უპირველეს ყოვლისა არსი ნათლისღებისა და ყველა დღესასწაულისა არის ის, რომ ადამიანი უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან, დაინახოს  რა გააკეთა ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენი გადარჩენისათვის. ყოვლაწმინდა სამების მეორე ჰიფოსტაზი ძე ღმერთი განკაცდა იმიტომ, რომ ადამიანი შეეყვანა სასუფეველში.

ისეო ქრისტე, რომელიც  ტკივილ განუცდელი იყო, საკუთარ თავზე აიღო ეს განსაცდელი- საშინელი შეურაცხყოფით იქნა მოკლული ჯვარზე იმისთვის, რომ ადამიანი გაებედნიერებინა. ადამიანს კი მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება დაინახოს  ქრისტე, აღიაროს იგი თავის მხსნელად. იცხოვროს  თავმდაბლურად,  სიყვრულით ღვთისა და მოყვასისადმი.“

მართლმადიდებლური სწავლებით ნათლობა არის სულიერი შობა, რაც არის წინაპირობა ღვთის სასუფეველის მოპოვებისა.  მათეს სახრება მთავრდება უფალის სიტყვებით: „წარვედით, მოიმოწაფეთ ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა“. იესო ქრისტეს შედმეგ, უკვე  წმინდა მამებმა ჩამოაყალიბეს ნათლობის წესი, თუ როგრ უნდა ჩატარებულიყო ნათლობის მსაუხრება.

„ვერ შევა სასუფველეში სული თუ არ იშვება მეორედ ანუ თუ არ მონათლება!“, ამდენად ნათლობა ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. მონათლული ადამიანი იღებს სულიწმინდის მადლს, მიეტევება მანამდე ჩადენილი ყველა ცოდვა, მათ შორის პირველქმნილი ცოდვაც. ცხოვრებაში ერთხელ ეცხება მას მირონი და მსახურებისას წარმოითქმის  საოცარ სიტყვები: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა“,  ანუ სულიწმინიდ მიერ აღიბეჭდება დამიანი ნათლობის დროს, “-მამა ბასილი.

აღსანიშნავია, რომ უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 2008 წლის 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე საფუძველი ჩაეყარა საყოველთაო ნათლობის  ტრადიციას. პატრიარქი ყველა ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს. მას შემდეგ  46-ე ნათლობა ჩაატარა და დღესდღეობით ილია მეორეს უკვე 30 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ამ ინიციატივის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დემოგრაფიული სიტუაცია ქვეყანაში.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In