შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სგპ “სარფის” კონტროლის ზონაში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით , თურქეთის რესპუბლიკიდან თურქეთის მოქალაქე შაჰინ მ.შემოვიდა, რომელსაც საბაჟო დათვალიერებისას ცეცხლსასროლი იარაღი მარკით: SARSILMAZ T1102-11R01398, ერთი მჭიდითა და 25 ვაზნით აღმოაჩნდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციას გადაეცა.
03.09.13