„თბილისი თაიმსი“ კიდევ ერთი ახალი ქართული მცირე ზომის საწარმოს შესახებ მოგიყვებათ.
სოციალურ ქსელში გამოჩენილი ჰეშთეგი #ჩაიცვიქართული #ატარექართული ქართულ საწარმო „ატას“ უკავშირდება. ახლადდაარსებული კომპანიის შემქმნელები ნონა გოგაძე და მისი მეგობრები არიან.
„ატა“ აწარმოებს ზამთრის ქურთუკებს ბავშვებისთვის, დიდებისათვის და ინვენტარს გუდაურისათვის. საფასო კატეგორია საკმაოდ დაბალი, 30 – 60 ლარია, როგორც ბავშვების, ისე დიდების ქურთუკების შემთხვევაში”, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ნონა გოგაძის ქალიშვილი, თეონა ბაღდავაძე.
პროდუქციის დასამზადებლად “ატა” ჩინეთსა და თურქეთიდან ჩამოტანილ ნედლეულს იყენებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, უახლოეს პერიოდში მანქანა-დანადგარების დამატებას აპირებენ, ეს სიახლე კი მინიმუმამდე დაიყვანს პროდუქციის დამზადებისთვის საჭირო დეტალების იმპორტს. პროდუქციის წარმოების საჭირო სტანდარტები 100%-ით არის დაცული, ტანსაცმელი წყალგაუმტარია და ჯანმრთელი (ჰაერგამტარი).
მომხმარებლებმა პროდუქციის შეძენა 2016 წლის დეკემბრის თვიდან დაიწყეს, ხოლო 11 იანვრიდან, წარმოდგენილი იქნა სათხილამურო აღჭურვილობაც: შარვლები და ქურთუკები 3 დან 15 წლამდე ბავშვებისთვის და ასევე შარვლები დიდებისთვის.
კომპანია „ატა“ მომხმარებლებს სამომვლად ბევრ სიახლეს შესთავაზებს. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით გაახარებს ონლაინ შოპინგის მოყვარეულებს. როგორც ჩვენთან საუბრისას თეონა ბაღდავაძემ თქვა:
„მოგეხსენებათ, კომპანიას რამდენიმე კვირაა, რაც კარფურის ქსელში შეაქვს პროდუქცია, ხოლო ამ კვირიდან WWW.WISHLIST.GE ზე განთავსდება „ატას“ ნაწარმი. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ტექსტილის წარმოებას, რომელიც კარფურის ქსელში გაიყიდება“.
ნათია კეკენაძე







