„თბილისი თაიმსი“ აგრძელებს ტარდიციას გაგაცნოთ დედაქალაქში არსებული რელიგიური დატვირთვის მქონე გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები. ამჯერად თქვენს ყურადღებას თბილისის დიდ სინაგოგაზე შევაჩერებთ. მისი აგების ისტორიასა და არქიტექტურულ თავისებურებებზე The Tbilisi Times იუდეური თემის წარმომადგენელს – თბილისის სალოცავის მთავარ გაბაის მერაბ ჩანჩალაშვილს ესაუბრა. მისი რჩევით სინაგოგის ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მოსაპოველბლად ვიხელმძღვანელეთ, პროფესორ შოთა ბოსტანაშვილის ნაშრომით- „სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში“. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ებრაელთა სალოცავზე:
„სინაგოგა“, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს კრებას, შეკრებას კულტმსახურებისათვის. ებრაულად მას „ბეთ ჰაქნესეთ“-„სახლი საკრებულო“ ჰქვია.
ქართველი ებარელები სინაგოგის შენობას “ლოცვას“ უწოდებენ, რაც ზედმიწევნით ასახავს მის შინაარსს. ჩვენთან არსებული ებრაული სალოცავების ისტორია პირველი სინაგოგების თანადროულია და 26 საუკუნეს ითვლის.
„ახალციხელების ლოცვა“ –ასე უწოდებენ დღემდე ქართველი ებრაელები თბილისის დიდ სინაგოგას, რადგან ის ებრაელმა ახალციხელებმა ააგეს XX საუკუნის დასაწყისში, ძველი ქალაქის მთავარ არტერიაში, ე.წ „სომხური ბაზრის“ არელაში-დღევანდელი ლესელიძის ქუჩაზე. იგი იუდაიზმის ტრადიციის მიხედვით, იერუსალიმისკენ არის მიმართული. როგორც იმ დროინდელი პრესა იუწყება ქართველ ებრაელებს სამლოცველოს დამთავრება ძალიან უჭირდათ, თუმცა დიდი გაჭირვების, საკუთარი ფინანსებითა და ერთობლივი შრომით შეძლეს დაესრულებინათ, სალოცავად კეთილმოეწყოთ იგი.
„მშენებლობა დაიწყო 1904 წელს, ხოლო 1911 წელს დამთავრდა. იმ დროს თბილისში უკვე იყო 6 სინაგოგა. მეშვიდე, თბილისის დიიდ საინაგოგა ააშენეს ახალციხიდან ჩამოსახლებულმა ებრაელებმა. მშენებლობა მიმდინარეობდა შვიდი წელი. აქ პირველი ლოცვა ჩატარდა 1909 წელს, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მოხატული და ავეჯით გაწყობილი. 1911 წლიდან ყოველდღიურად, შეფერხების გარეშე, წესისამებრ, დღეში ორჯერ აღესრულება ლოცვა. საგულისხმოა, რომ თბილისში დღეისათვის მხოლოდ ორი სინაგოგა მოქმედებს, დანარჩენი დაიხურა,“-აღნიშნა ბატონმა მერაბმა.
თბილისის ქართველ ებრაელთა სინაგოგა- „ახალციხელთა ლოცვა“ წარმოადგენს, 1020 კვ.კმ-ის საერთო ფართობის მქონე, დიასპორის ებრაული საზოგადოებრივი ცხოვრების ტრადიციულ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის:
- “დიდი ლოცვა“ (მთავარი შენობა);
- „პატარა ლოცვა“;
- მაცის საცხობი;
- ფრინველისა და პირუტყვის საკლავი, დაკლული ფრინველის საპუტი;
- რიტუალური განბანვის ოთახი;
- სამეურნეო სათავსები (ქაშერი ღვინის დასა,ზადებლად და სხვადასხვა დანიშნულებისთვის);
ამავე კომპლექსში დამატებით შედიოდა 1976 წლამდე რაბინის, ყიმანუელ დავითაშვილის, საცხოვრებელი სახლი. 2000 წელს აქ გაიხსნა მემორიალური დაფა და დაარსდა ქართველ ებრაელთა სპეციფიური ტრადიციების გადამცემი სკოლა. ასევე, აქ შეგხვდებოდათ „თალმუნდ-თორა“- ებრაული სკოლა, რომელიც დღევადელი პატარა ლოცვის მეორე სართულზე იყო განთავსებული. გასული საუკუნის 50-იან წლებში შენობის მეორე სართული ჩამოინგრა. საბჭოთა პერიოდმა აიკრძალა ებრაული სკოლების არსებობა.
„დიდი ლოცვა“ იერუსალიმისკენ (სამხრეთისკენ) არის ორიენტირებული გრძივი ღერძით (შემოსასვლელიდან წმინდა კარადის მიმართულებით). იგი ორ სართულიანია, მეორე სართული ორ სინათლიანია.
შენობა გეგმაში სწორკუთხედია, მთავარი ფასადის სიმაღლე 18მ, უკანა ფასადის 13მ. ნაშენებია წითელი აგურით. შენობის პირველი სართული დაყოფილია ოთხ სტრუქტურულ ნაწილად. წინა სივრცე პოლს წარმოადგენს, მარჯვნივ სალოცავის კანტორაა, მარცხნივ სამმარშიანი კიბე, რომელიც მეორე სართულის სალოცავ დარბაზს უკავშირდება, დანარჩენ სამ სტრუქტურულ ნაწილს, ორი თაღოვანი კონსტრუქციით, სალოცავი დარბაზი აერთიანებს.
თაღებს შორის, დარბაზის ცენტრში აღმართულია თება, ხოლო შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს უკანა განივი კედლის ცენტრში განთავსებულია არონ-ჰაკოდეში. დარბაზის ფართია 205კვ.კმ. თება და არონ-ჰაკოდეში ორივე დარბაზი ხისაა, რთული პროფილებითა და ორნამეტებით დამუშავებული. სკამების განივი განლაგება, როგორც ქვედა ისე ზედა სალოცავ დარბაზში ძირითადად აშკენაზურ ტრადიციას შეესაბამება, განლაგებულია განივად. მეორე სართულის სალოცავ დარბაზს სამ მხარეზე გარს უვლის ტრადიციული „ქალთა გალაერეა“-აზარა, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს გარედან.
„სინაგოგა კოლონებით აშენებული შენობაა. ზოგადად ქალები და კაცები ცალცალკე ლოცულობენ ებრაული ტარდიციით, ამიტომ ქალები განსაზღვრულ დროს, ადიან მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში, რომელსაც „ქალთა გალერია“ ჰქვია.
ადგილზე, რომელსაც ქრისტიანები საკურთხეველს ეძახიან დაბრძანებულია სეფერ თორები, რომელიც ბადრი პატრაკაციშვილმა შემოწირა სინაგოგას. შიგნით არის კარადა, სადაც არის ჩვენი სალოცავი გრაგნილები, ირმისა და შვლის ტყავზე დაწერილი თორები. ნებიმიერი ადამიანი მოდის და აქ ლოცულობს. ებრაელთათვის ძალიან დიდი პატივად ითვლება, როცა სეფერ თორას ჩუქნიან სინაგოგას, “-მერაბ ჩანჩალაშვილი.
ორივე დარბაზის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ნახატის თემატიკაა მცენარეული მოტივები, ორნამენტი და ორდერული ვარიაციები. სჭარბობს მოყავისფრო და მოოქტული ზედაპირები, ცისფერისა და წითელის ნარევით. ტექსტები გამოყენებულია კედლების მოხატულობასთან სინთეზში.
ხუროთმოძღვრული სტილების კლასიფიკაციით „დიდი ლოცვა“ რომანულ სტილს განეკუთვნება-მისთვის დამახასიათებელი შეულესავი აგურის წყობით და დეტალებით, ფასადის ტრაპეციული დაგვირგვინებით, რომელსაც მაგენდავითის ფერადი ვიტრაჟი ამშვენებს.
ბოლო პერიოდში სინაგოგას მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა, როგორც ნაგებობის გარემონტების ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობის თავალსაზრისით; მოეწყო რაბინების მემორიალი.
„სინაგოგის ეზოში, ხელმარცხნივ დგას მემორიაული დაფა საქართველოში მოღვაწე ზოგიერთი რაბინის. მას რელიგიური დატვირთვა არ აქვს, ეს უბრალოდ გამოხატავს მათდამი პატივისცემას. ესეც ბადრი პატრაკაციშვილის დაფინანსებით გაკეთდა. ბევრი რაბინის ქმედება გმირობის ტოლფასი იყო იმიტომ, რომ კომუნისტები ცდილობდნენ შეევიწროვებინათ ებრაული საზოგადოება. იჭერდნენ, ხოცავდნენ მათ რელიგიური შეხედულებების გამო,“- აღნიშნა ბატონმა მერაბმა ჩვენთან საუბრისას.
დღეს, მხოლოდ თბილისის დიდ სინაგოგაში იკრიბება მლოცველთა მინიმალური რაოდენობა და ხდება სეფერ თორების გამობრძანება.
„დღეს თბილისში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს სინაგოგას, საქართველოში ჩამოსული ტურისტების დიდი ნაწილი, ისარელიდან არიან და დღეში დაახლოებით ხუთასი და ათასი კაცი სტუმრობს მას.“
სინაგოგა უმინშივნელოვანეს როლს ასრულებს ებრაელთა ცხოვრებში, აერთიანებს რა ღვთისმსახურებას, სკოლას- „ხედერ“ და სოზოგადოებრივ ცხოვრებას. მისი წყალობით შეინარჩუნეს ეროვნული სახე, რწმენა და მომავლის იმედი საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა და არა მარტო მათ, ზოგადად მსოფლიოს ებრაულმა საზოგადოებამ.
სოფიკო ნინიკაშვილი









