• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის დიდი სინაგოგა-საინტერესო ფაქტები ებრაელთა სალოცავზე

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
თბილისის დიდი სინაგოგა-საინტერესო ფაქტები ებრაელთა სალოცავზე
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“ აგრძელებს ტარდიციას გაგაცნოთ დედაქალაქში არსებული რელიგიური დატვირთვის მქონე გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები. ამჯერად თქვენს ყურადღებას თბილისის დიდ სინაგოგაზე შევაჩერებთ. მისი აგების ისტორიასა და არქიტექტურულ თავისებურებებზე The Tbilisi Times იუდეური თემის წარმომადგენელს – თბილისის სალოცავის მთავარ გაბაის მერაბ ჩანჩალაშვილს ესაუბრა. მისი რჩევით სინაგოგის ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მოსაპოველბლად ვიხელმძღვანელეთ, პროფესორ შოთა ბოსტანაშვილის ნაშრომით- „სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში“. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ებრაელთა სალოცავზე:

„სინაგოგა“, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს კრებას, შეკრებას კულტმსახურებისათვის. ებრაულად მას „ბეთ ჰაქნესეთ“-„სახლი საკრებულო“ ჰქვია.

ქართველი ებარელები სინაგოგის შენობას “ლოცვას“ უწოდებენ, რაც ზედმიწევნით ასახავს მის შინაარსს. ჩვენთან არსებული ებრაული სალოცავების ისტორია პირველი სინაგოგების თანადროულია და 26 საუკუნეს ითვლის.

„ახალციხელების ლოცვა“ –ასე უწოდებენ დღემდე ქართველი ებრაელები თბილისის დიდ სინაგოგას, რადგან ის ებრაელმა ახალციხელებმა ააგეს XX საუკუნის დასაწყისში, ძველი ქალაქის მთავარ არტერიაში, ე.წ „სომხური ბაზრის“ არელაში-დღევანდელი ლესელიძის ქუჩაზე. იგი იუდაიზმის ტრადიციის მიხედვით, იერუსალიმისკენ არის მიმართული.  როგორც იმ დროინდელი პრესა იუწყება ქართველ ებრაელებს სამლოცველოს დამთავრება ძალიან უჭირდათ, თუმცა დიდი გაჭირვების, საკუთარი ფინანსებითა და ერთობლივი შრომით შეძლეს დაესრულებინათ, სალოცავად კეთილმოეწყოთ იგი.

„მშენებლობა დაიწყო 1904 წელს, ხოლო 1911 წელს დამთავრდა. იმ დროს თბილისში უკვე იყო 6 სინაგოგა. მეშვიდე, თბილისის დიიდ  საინაგოგა ააშენეს ახალციხიდან ჩამოსახლებულმა ებრაელებმა. მშენებლობა მიმდინარეობდა შვიდი წელი. აქ პირველი ლოცვა ჩატარდა 1909 წელს, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მოხატული  და ავეჯით გაწყობილი.  1911 წლიდან ყოველდღიურად, შეფერხების გარეშე,  წესისამებრ, დღეში ორჯერ აღესრულება ლოცვა. საგულისხმოა, რომ თბილისში დღეისათვის მხოლოდ ორი სინაგოგა მოქმედებს,  დანარჩენი დაიხურა,“-აღნიშნა ბატონმა მერაბმა.

თბილისის ქართველ ებრაელთა სინაგოგა- „ახალციხელთა ლოცვა“ წარმოადგენს,  1020 კვ.კმ-ის საერთო ფართობის მქონე,  დიასპორის ებრაული საზოგადოებრივი ცხოვრების ტრადიციულ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის:

  1. “დიდი ლოცვა“ (მთავარი შენობა);
  2. „პატარა ლოცვა“;
  3. მაცის საცხობი;
  4. ფრინველისა და პირუტყვის საკლავი, დაკლული ფრინველის საპუტი;
  5. რიტუალური განბანვის ოთახი;
  6. სამეურნეო სათავსები (ქაშერი ღვინის დასა,ზადებლად და სხვადასხვა დანიშნულებისთვის);

ამავე კომპლექსში დამატებით შედიოდა 1976 წლამდე რაბინის, ყიმანუელ დავითაშვილის, საცხოვრებელი სახლი. 2000 წელს აქ გაიხსნა მემორიალური დაფა და დაარსდა ქართველ ებრაელთა სპეციფიური ტრადიციების გადამცემი სკოლა. ასევე, აქ შეგხვდებოდათ „თალმუნდ-თორა“- ებრაული სკოლა, რომელიც დღევადელი პატარა ლოცვის მეორე სართულზე იყო განთავსებული. გასული საუკუნის 50-იან წლებში შენობის მეორე სართული ჩამოინგრა. საბჭოთა პერიოდმა აიკრძალა ებრაული სკოლების არსებობა.

„დიდი ლოცვა“ იერუსალიმისკენ (სამხრეთისკენ) არის ორიენტირებული გრძივი ღერძით (შემოსასვლელიდან წმინდა კარადის მიმართულებით). იგი ორ სართულიანია, მეორე სართული ორ სინათლიანია.

შენობა გეგმაში სწორკუთხედია, მთავარი ფასადის სიმაღლე 18მ, უკანა ფასადის 13მ. ნაშენებია წითელი აგურით. შენობის პირველი სართული დაყოფილია ოთხ სტრუქტურულ ნაწილად. წინა სივრცე პოლს წარმოადგენს, მარჯვნივ სალოცავის კანტორაა, მარცხნივ სამმარშიანი კიბე, რომელიც მეორე სართულის სალოცავ დარბაზს უკავშირდება, დანარჩენ სამ სტრუქტურულ ნაწილს, ორი თაღოვანი კონსტრუქციით, სალოცავი დარბაზი აერთიანებს.

თაღებს შორის, დარბაზის ცენტრში აღმართულია თება, ხოლო შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს უკანა განივი კედლის ცენტრში განთავსებულია არონ-ჰაკოდეში. დარბაზის ფართია 205კვ.კმ. თება და არონ-ჰაკოდეში ორივე დარბაზი ხისაა, რთული პროფილებითა და ორნამეტებით დამუშავებული.  სკამების განივი განლაგება, როგორც ქვედა ისე ზედა სალოცავ დარბაზში ძირითადად აშკენაზურ ტრადიციას შეესაბამება, განლაგებულია განივად. მეორე სართულის სალოცავ დარბაზს სამ მხარეზე გარს უვლის ტრადიციული „ქალთა გალაერეა“-აზარა, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს გარედან.

„სინაგოგა  კოლონებით აშენებული შენობაა. ზოგადად ქალები და კაცები ცალცალკე ლოცულობენ ებრაული ტარდიციით, ამიტომ ქალები განსაზღვრულ დროს, ადიან მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში,  რომელსაც „ქალთა გალერია“ ჰქვია.

ადგილზე, რომელსაც ქრისტიანები საკურთხეველს ეძახიან დაბრძანებულია სეფერ თორები, რომელიც ბადრი პატრაკაციშვილმა შემოწირა სინაგოგას.  შიგნით არის კარადა, სადაც არის ჩვენი სალოცავი გრაგნილები, ირმისა და შვლის ტყავზე დაწერილი თორები.  ნებიმიერი ადამიანი მოდის და აქ ლოცულობს. ებრაელთათვის ძალიან დიდი პატივად ითვლება, როცა სეფერ თორას ჩუქნიან სინაგოგას, “-მერაბ ჩანჩალაშვილი.

ორივე დარბაზის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ნახატის თემატიკაა მცენარეული მოტივები, ორნამენტი და ორდერული ვარიაციები. სჭარბობს მოყავისფრო და მოოქტული ზედაპირები, ცისფერისა და წითელის ნარევით. ტექსტები გამოყენებულია კედლების მოხატულობასთან სინთეზში.

ხუროთმოძღვრული სტილების კლასიფიკაციით „დიდი ლოცვა“ რომანულ სტილს განეკუთვნება-მისთვის დამახასიათებელი შეულესავი აგურის წყობით და დეტალებით, ფასადის ტრაპეციული დაგვირგვინებით, რომელსაც მაგენდავითის ფერადი ვიტრაჟი ამშვენებს.

ბოლო პერიოდში სინაგოგას მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა, როგორც ნაგებობის გარემონტების ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობის თავალსაზრისით; მოეწყო რაბინების მემორიალი.

„სინაგოგის ეზოში, ხელმარცხნივ  დგას მემორიაული დაფა საქართველოში მოღვაწე ზოგიერთი რაბინის. მას რელიგიური დატვირთვა არ აქვს, ეს უბრალოდ გამოხატავს მათდამი პატივისცემას. ესეც ბადრი პატრაკაციშვილის დაფინანსებით გაკეთდა. ბევრი რაბინის  ქმედება გმირობის ტოლფასი იყო იმიტომ, რომ კომუნისტები ცდილობდნენ შეევიწროვებინათ ებრაული საზოგადოება. იჭერდნენ, ხოცავდნენ  მათ რელიგიური შეხედულებების გამო,“- აღნიშნა ბატონმა მერაბმა ჩვენთან საუბრისას.

დღეს, მხოლოდ თბილისის დიდ სინაგოგაში იკრიბება მლოცველთა მინიმალური რაოდენობა და ხდება სეფერ თორების გამობრძანება.

„დღეს თბილისში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს სინაგოგას, საქართველოში ჩამოსული ტურისტების დიდი ნაწილი, ისარელიდან  არიან და დღეში დაახლოებით  ხუთასი და ათასი კაცი სტუმრობს მას.“

სინაგოგა უმინშივნელოვანეს როლს ასრულებს ებრაელთა ცხოვრებში, აერთიანებს რა ღვთისმსახურებას, სკოლას- „ხედერ“ და სოზოგადოებრივ ცხოვრებას. მისი წყალობით შეინარჩუნეს ეროვნული სახე, რწმენა და მომავლის იმედი საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა და არა მარტო მათ, ზოგადად მსოფლიოს ებრაულმა საზოგადოებამ.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

Share9Tweet6

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

“პედაგოგთა მხოლოდ 20%-ს აქვს ჩაბარებული საგნის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა” – ზაზა გრიგალაშვილი

“პედაგოგთა მხოლოდ 20%-ს აქვს ჩაბარებული საგნის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა” – ზაზა გრიგალაშვილი

11 years ago

„ქუჩაშიც გამითენებია, ეზოებიც დამისუფთავებია, ჭურჭელიც დამირეცხავს“ – ირკლი თორელი – ქართველი ბოდიბილდერის ესპანური წარმატებები

12 years ago

“გავაგრძელებთ მაქსიმალურად პრაგმატულ, თუმცა თანმიმდევრულ და არაკომპრომისულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში”

11 years ago

თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღების მონიტორინგი განახორციელა

11 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by