• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან დავითაშვილი: „მევენახეს მოყვანილი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება! – რა ცვლილებები დაიგეგმა „რთველი – 2014“ – ში?

12 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
ლევან დავითაშვილი: „მევენახეს მოყვანილი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება! – რა ცვლილებები დაიგეგმა „რთველი – 2014“ – ში?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10614070_825720284125916_1990401333_nსაქართველოში  „რთველი – 2014“ –ისთვის ემზადებიან. მზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყო,როდესაც ქვეყნის მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარების მიზნით,საგამოფენო ცენტრში „ექსპო – ჯორჯია“  საამუშაო შეხვედრა გამართეს. 20 აგვისტოდან კი გურჯაანში საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა და რთველის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთხელ ამოქმედდა. სოფლის მერნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%–ით მეტ მოსავალს ელოდებიან

„თბილისი თაიმსს“ რთველი – 2014 –ის ცვლილებებზე, სახელმწიფო პროგრამებსა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი ესაუბრა.

  • როგორ ფიქრობთ რამდენად მზად არის მთავრობა და მოსახლეობა რთველისთვის და რა ცვლილებები იგეგმება „რთველი 2014“ –  ში?

მთავრობა რთველს აბსოლუტურად მომზადებული ხვდება – ყველა წინამოსამზადებელი სამუშაო უკვე ჩატარებულია, მთავრობის განკარგულებით უკვე გაწერილია ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა განხორციელდეს რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად. ძირითადი ცვლილება ეხება სუბსიდირების შემცირებას, რაც გამომდინარეობს ყურძენზე მოთხოვნის გაზრდით და რომ ინდუსტრია განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის და ამიტომ ნაკლებადაა სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საჭიროება. შარშანდელი რთველი იყო წარმატებული და აქედან გამომდინარე ძირეული ცვლილებები არ იგეგმება 2014 წლის რთველის სეზონზე.

  • რა მოლოდინები აქვს სამინისტროს ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით და როგორ ფიქროთ, შარშანდელ რთველთან შედარებით იქნება თუ არა მოსავლის მატება?

ჩვენი პროგნოზებით, წლევანდელი მოსავალი იქნება დაახლოებით შარშანდელი მოსავლის  რაოდენობის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ რაიონში გვალვის გამო შემცირებული იქნება მოსავალი,  ზოგან კი   გაზრდილი. ასეთი რაიონების რაოდენობა კი ცოტაა. ამიტომ წინასწარი მონაცემებით მოსავალი იქნება საკმაოდ დიდი და ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 100 ათას ტონამდე ყურძენი. ამას ემატება ყურძნის ის რაოდენობა, რომელიც იწურება ოჯახებში.

  • სამინისტრომ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ განაცხადა,რომ მევენახეებისათვის შეიქმნებოდა რთველის ისეთი პირობები, რაც მათ სტიმულს მისცემდა დამატებით ფართობებეზე ვენახების გაშენების საშუალებას, ხომ არ განგვიმარტავდით რა პირობებზეა საუბარი?

საუბარია იმაზე, რომ მევენახეს მოყვანილი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება. შარშანდელი რთველის დროს მათი ინტერესები მაქსიმალურად იყო დაცული, მათ ყურძენი საკმაოდ ხელსაყრელ ფასად ჩააბარეს, ყურძენი შეზღუდვებისა და ხელისშეშლის გარეშე დააბინავეს, სუბსიდიის მისაღებად არ ჭირდებოდათ ბანკებზე დამატებით მიმართვა, ეს უკვე წელს გადადის ტენდენციაში და თუ ინვესტორი ამ ტენდენციას ხედავს, ბუნებრივია, ის ამ დარგში მიმართავს ინვესტიციას.

ამასთან, ის ადამიანები, ვინც დაინტერესებულნი არიან, რომ დააბანდონ ფული ამ სფეროში და გააშენონ დამატებითი ვენახები, ხედავენ, რომ კონიუქტურა არის ძალიან დადებითი. რთველის პროცესის მაღალი დონის ორგანიზებულობა, სუბსიდირების მექანიზმი, რომელოიც ხელს უწყობს ღვინის კომპანიების მხრიდან მოთხოვნის ზრდას, იაფი კრედიტის სისტემა, ექსპორტის წახალისება – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს ინვესტორის მხრიდან ვენახების გაშენების დაინტერესებას. ჩვენი ინტერესია, რომ ვენახები გაშენდეს არა მარტო კახეთში, არამედ ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში გურიაში და ყველა იმ მევენახეობის ზონაში, რომელსაც ისტორიულად ძალიან დიდი ტრადიციები ჰქონდა მევენახეობის განვითარების კუთხით, რაც დაეხმარება ქართული ღვინის მრავალფეროვნების წარმოჩნას.

  • იგეგმება თუ არა ცვლილებები ღვინის სუბსიდირების პროგრამაში?

სუბსდირება წელს, შარშანდელთან შედარებით შემცირდა – რქაწითელზე და მწვანეზე ის შეადგენს 35 თეთრს და საფერავზე – 15 თეთრს, რაც განპირობებლია მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე.

  • როგორ გამოიყურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების  პირველი ხუთეული ქვეყანა და სად ხდება ყველაზე მეტი რაოდენობის ყურძნის ექსპორტირება?

ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, ანუ ჩვენი სამეზობლო ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ჰქონდა ტრადიციული კულტურულ-ეკონომიკური კავშირები, თუმცა პირველ ხუთეულში ჩნდება ჩინეთი, რომელიც ჩვენთვის ითვლება  პერსპექტიულ, ძალინ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებად. ასევე აშშ-ს ბაზარი, რომელზეც ჩვენ დიდი აქცენტი გვექნება მომავალ წლებში. ანუ ეს ქვეყნებია რომლებიც ქმნიან ახალ ალტერნატივებს ქართული ღვინის გასღების მხრივ.

  • როგორც ვიცით ქალაქ გურჯაანში, 20 აგვისტოდან „რთველი 2014“ – ის შტაბი ამუშავდება, რა ფუნქცია ექნება შტაბს?

საკოორდინაციო შტაბის ფუნქცია რთველის ორგანიზებულად ჩატარება იქნება. სახელმწიფო არანაირად არ ჩაერევა ფასის ფორმირებაში, არ იქნება იძულების მექნიზმები, რომ ვინმემ ჩაიბაროს ის ყურძენი რაც მას არ ჭირდება – კერძო კომპანიები თავიანთ არჩევანში იქნებიან აბსოლუტურად დამოუკიდებელნი. შტაბის ფუნქცია იქნება, რომ ეფექტურად შესრულდეს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული მექანიზმები. კერძოდ,  მოხდეს ნაკადების კოორდინაცია, მოხდეს რეგისტრაცია ყველა ჩაბარებული კილოგრამის, რაც მნიშვნელოვანია როგორც სუბსიდიის თანხის განკარგვის, ისე ღვინის ხარისხის კონტროლის კუთხით.

  • მევენახეებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხსაც რომ შევეხოთ, როგორც ვიცით უახლოეს პერიოდში კახეთის რეგიონში კომპანია „დელტას“ მიერ წარმოებული სეტყვისს საწინააღმდეგო სისტემის გამოცდა მოხდება, წარმატებული შედეგის შემთხვევაში როგორ მოხდება გამოცდილი სისტემის დანერგვა?

ჩვენი ინფორმაციით, მომავალი წლის მარტიდან, ეს სისტემა საცდელ რეჟიმში უკვე მზად უნდა იყოს და ამჟამად მიდის რადარის შეძენა. რადარის დამონტაჟების შემდეგ, მოხდება საცეცხლე წერტილების მომზადება. პროექტის მიხედვით, სისტემა ჩანს ძალიან ეფექტური და ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე, რაც შეამცირებს სეტყვის რისკს და აქედან გამომდინარე, მევენახეობა კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება მევენახეებისთვის. ამასთან, სახელმწიფო იწყებს სადაზღვევო პროგრამას – ანუ სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას, რაც არის ალბათ ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომ მოხდეს სადაზღვო ურთუიერთობების წახალისება და მევენახეთა ინტერესების დაცვის კუთხით დამატებითი მექანიზმების დანერგვა.

21.08.14

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშემ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშემ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

11 years ago

პროკურატურამ მიხელ სააკაშვილს და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინა

12 years ago
საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ვივლი საქართველოს მასშტაბით – მურუსიძე

საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ვივლი საქართველოს მასშტაბით – მურუსიძე

3 years ago
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

11 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by