პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ რომელიმე თანამდებობის პირი არაეფქტურია და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.
ღარიბაშვილმა მათ შეახსენა, რომ პირველ რიგში, ისინი ხალხის და პოლიტიკური ძალის წინაშე არიან პასუხისმგებელნი.
„ზოგადად, რაც მესმის, არის ის, რომ გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებელნი არიან. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან, იმიტომ, რომ მათ ჩვენი პოლიტიკური ძალის და პირველ რიგში ხალხის მიმართ, ვინც ეს გამგებლები აირჩია, პასუხისმგებლობა აიღეს. ასე რომ, ვერც ერთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება აუცილებლად მოხდება. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დავტოვოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.