• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

IDFI – საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება, სამართალი
A A
IDFI – საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები და რომლებიც მიანიშნებენ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე. ბოლო წლებში, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, თუმცა, მათ ან არ მოჰყოლია შედეგი ან არ მოხდა საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის მიმართ. ეს ფაქტები მოიცავენ როგორც შესაძლო კორუფციის, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამოხელეო დანაშაულის სხვა შემთხვევებს:

– სამ მილიონ ლარამდე თანხის მითვისების საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გარდა, ყოფილი პრემიერმინისტრის ახლო ნათესავები ფიგურირებენ;

– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება;

– ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, რასაც აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოყვა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ფარცხალაძის მიერ;

– საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში არსებული შესაძლო დარღვევები, სადაც საეჭვო პროექტებთან და შესყიდვებთან მიმართებაში მინისტრების სახელები ფიგურირებს;

 

– ზუგდიდი ყოფილი მერის, ლაშა გოგიას საქმე სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელდა და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა;

– საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა, სადაც მინისტრის მოადგილე და მისი ძმის საკუთრებაში არსებული კომპანია ფიგურირებს;

– ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შემცველ ეპიზოდებში მონაწილეობენ სპორტის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი.

ბოლო პერიოდში, ასევე, მრავლად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა რანგის მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. მაგალითისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 62 შემთხვევაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 41 საქმეზე მიეცა 61 პირი. ანგარიშიდან იკვეთება, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების დიდი ნაწილი ადგილობრივ თვითმმარველობის ორგანოებში იყვნენ დასაქმებული და არ იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს. ანგარიშის მიხედვით, გამოძიება არ წარმართულა ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ.

საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ იმ საქმეებს, სადაც დასკვნის მიხედვით იკვეთებოდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

ანტიკორუფციული გარემოს შესაფასებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ შესაძლო შემთხვევების შეფასება, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში და ინდექსებში არსებულ მონაცემებზე რეაგირება.

2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური მმართველობის განახლებული ინდიკატორები (World Governance Indicators), სადაც მოცემულია 2017 წლის განმავლობაში 200 ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მიერ განვლილი პროგრესი. ამ ინდექსის და საქართველოს მიერ განვლილი პროგრესის შესახებ IDFI ადრეც წერდა. 2017 წლის მონაცემებით, საქართველომ წინა წელთან შედარებით აჩვენა გაუმჯობესება ინდექსის 2 კომპონენტში – ეფექტური მმართველობა და კორუფციის კონტროლი, ხოლო გაუარესება 3 კომპონენტში: გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება (-0.99), პოლიტიკური სტაბილურობის და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა (-1.43) და კანონის უზენაესობა (-1.92).

მიუხედავად ამ ინდექსის ზოგადი მნიშვნელობისა, ინდექსი ფოკუსირებულია წვრილმან მექრთამეობაზე და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ კორუფციაზე, და ვერ ასახავს მაღალი დონის კორუფციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. საქართველოში ე.წ. „ელიტური კორუფციის“ როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევის არსებობას ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) .

კერძოდ, მაღალი დონის კორუფციის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტშიც, სადაც ხაზგასმულია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები. რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია სწორედ ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საჭიროებაზე.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, IDFI-მ 2017 წელს მოამზადა პოლიტიკის ნარკვევი, რომელიც დეტალურად ასაბუთებს საქართველოში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობას.

კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია საქართველოში სხვადასხვა საჯარო უწყებაზეა გადანაწილებული, რომელთა უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები ხშირად არ არის მკაფიოდ გამიჯნული. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არცერთი უწყების მთავარ საქმიანობას არ წარმოადგენს. საქართველოში კორუფციული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის ფუნქციები ძირითადად გადანაწილებულია შემდეგ უწყებებს შორის:

– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტო;

– საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (კორუფციულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო);

– ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გარდა ამისა, პროკურატურა უფლებამოსილია გამოიძიოს ყველა სახის კორუფციული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის მიერაა ჩადენილი ან უსაფრთხოების სამსახურმა ან ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა. ამ სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ის ახორციელებს, როგორც ზოგადად საბიუჯეტო სახსრების მონიტორინგს, ისე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების მონიტორინგს.

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რასაც საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, სახელმძღვანელოები, თუ რეკომენდაციები აწესებენ. სწორედ ასეთი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.

საქართველოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. მაგალითად, სუს-ის სტრუქტურაში ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა შეუთავსებელია უწყების საქმიანობის საიდუმლო ბუნებასთან და ქმნის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევის რისკს.

IDFI-ის მიერ შემოთავაზებულ სისტემაში, დამოუკიდებელ ანტიკორუფციული სამსახურს უნდა მიეკუთვნოს შემდეგი კომპეტენციების შესრულება:

– კორუფციის პრევენცია;

– კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;

– ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება;

– თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი;

– მამხილებელთა დაცვა;

– პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;

– კორუფციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვა.

არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში. 2018-2020 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმისათვის IDFI-ის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი რეკომენდაცია იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, თუმცა, საქართველოს მთავრობამ არ გაიზიარა ეს რეკომენდაცია იმ მიზეზით, რომ არსებული ანტიკორუფციული სისტემა კარგად მუშაობს.

შეთავაზებული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს OGP-ის თავმჯდომარეობის წელს, რადგან სწორედ ამ პერიოდში სასურველი იყო ქვეყანას პარტნიორობის წინაშე წარედგინა ისეთი ამბიციური და ტრანსფორმაციული ვალდებულება, რომელიც ხაზს გაუსვამდა საქართველოს მისწრაფებას, რეალურად ყოფილიყო რეგიონული ლიდერი ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით.

როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს ჯერ კიდევ 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026

საინტერესო

„ერთი დანახვით მივხვდი რამხელა პრობლემა ჰქონდა, გარდა გარეგნულისა, თუნდაც ის რომ პირს ვერ გააღებდა… ასე დაიწყო ეს ზღაპარი და დამთავრდა ზღაპარივით“ – სტამბოლის კლინიკაში მომუშავე ქართველი ექიმი

„ერთი დანახვით მივხვდი რამხელა პრობლემა ჰქონდა, გარდა გარეგნულისა, თუნდაც ის რომ პირს ვერ გააღებდა… ასე დაიწყო ეს ზღაპარი და დამთავრდა ზღაპარივით“ – სტამბოლის კლინიკაში მომუშავე ქართველი ექიმი

1 year ago
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას  37 სოფელი დაემატება

მთავრობა ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმას იწყებს

9 years ago
“სარჩელების ჩანაცვლებები ქურდულად, შეპარებით, მალულად არ უნდა ხდებოდეს” – მამუკა მდინარაძე

„ „რუსთავი 2“– მა ბევრი რამ შეძლო, კრიტიკასაც აქვს კეთილშობილური მიზნები“ – მამუკა მდინარაძე

10 years ago
სოციალურ მუშაკებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოლაპარაკება დაიწყო

სოციალურ მუშაკებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მოლაპარაკება დაიწყო

8 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by