საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში კიდევ ერთი ფრაქცია – „ქართული ოცნება – მწვანეები“ იქმნება, რომელსაც გიორგი გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს.
ფრაქციაში ერთიანდებიან უმრავლესობის მაჟორიტარები – ზაზა გაბუნია, ირაკლი აბუსერიძე, დიმიტრი მხეიძე და სამველ მამუკიანი.
ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ გუშინ ცნობად მიიღო.














