სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ “ზურაბ ჩხიკვაძის” სასურსათო მაღაზიიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ათეულობით ქათამი ამოიღეს, რომელსაც დამახასიათებელი სუნი ჰქონდა და ორგანოლეპტიკურად გაფუჭებული იყო.
საგანტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქტი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა.
13.11.13