• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2017 დაიწყო

10 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge

განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

კონკურსის ჟიურის წევრებს „საბას“ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ღვაწლმოსილი ლიტერატორები  – პროფესორი ზურაბ კიკნაძე, პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. მათ მიერ შერჩეული წლევანდელი ჟიურის ვინაობა,  ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წლევანდელი წელი პრემია „საბასთვის“ საიუბილეოა: წელს „საბა“ მეთხუთმეტედ ტარდება. 2003 წლიდან 2016 წლამდე „საბამ“ გასცა 128 პრიზი, 112 სხვადასხვა ავტორზე; ჯამურად გაცემულია საპრემიო თანხა  –500 ათასი ლარი;  „საბას“ ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ამ ხნის მანძილზე 55-მა სხვადასხვა ლიტერატორმა იმუშავა, განიხილა 2.300-ზე მეტი  წიგნი; სამჯერ გაიზარდა საკონკურსო წიგნების რაოდენობა, გასამმაგდა ჯამური საპრემიო თანხა და კონკურსს დაემატა 3 ახალი ნომინაცია – ასეთია „საბას“ განვლილი 14 წლის შედეგების სტატისტიკა.

გასული წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს  „საბა“ წელსაც 11 ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
  10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი
  11. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წელსაც, გასული საკონკურსო წლის მსგავსად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ. კერძოდ, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“. ჟიურის რჩეულთან ერთად, მკითხველთა ფავორიტიც დაჯილდოვდება საბას პრიზითა და ფულადი პრემიით. საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. ხმის მიცემა 2 თვე გაგრძელდება „საბას“ ვებგვერდზე და ფბ გვერდზე.

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარს შეადგენს.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: “შეიძლება მე ვისურვო, რომ პარლამენტში უფრო მეტი ეკონომისტი იყოს”

12 years ago

“სანამ ერთმანეთს თვლით დავაფასებთ, – წინსვლა გაგვიჭირდება” – გიორგი მიქანაძე

12 years ago
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ

12 years ago
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

1 year ago

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას საშიში პარაზიტის შესახებ აფრთხილებს, რომელიც უმ ან არასათანადოდ დამუშავებულ თევზში შესაძლოა აღმოჩნდეს. „რადგან ეს...

მეტის ნახვაDetails
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by