• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ალექსი პეტრიაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ალექსი პეტრიაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს შეხვდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (4)ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის ბუნდესტაგის წევრს კარინს ტრენზს შეხვდა.

როგორც “თბილისი თაიმსს” ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისა და მეორე ფაზის დროულად დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ალექსი პეტრიაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა 2015 წელს დაგეგმილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტამდე შეასრულოს ყველა ვალდებულება, რათა აღნიშნულ სამიტზე მიღებული იქნას გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ.
ამავდროულად, აღნიშნა სამიტზე ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაც, რაც იქნება ძლიერი გზავნილი, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით არ დასრულებულა. მხარეებმა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების აღსრულებაზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დაჩქარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებების დროულად აღსრულების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში უფრო დიდი და ჩქარი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. ალექსი პეტრიაშვილმა რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის მცდელობაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა გერმანიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ნატო-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ქმედებების უმკაცრესად დაგმობისაკენ და მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელებასა და გაძლიერებისკენ მოუწოდა. აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ტენდენცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის, არამედ, რეგიონისა და სრულიად ევროპის უსაფრთხოებას.

“ჩვენ გვქონდა დეტალურად საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე, გვქონდა საუბარი საქართველოს პერსპექტივებზე. გვაქვს იმედი, რომ გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს. ასევე, გვინდა, რომ ევროპული პერსპექტივაც მივიღოთ უახლოეს მომავალში და რაც მთავარია და ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსა და გერმანიას შორის კიდევ უფრო აქტიურად და ინტენსიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა და გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას, რეფორმირებას და მოდერნიზებას”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.

30.10.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით დადებით სიგნალებს ელოდება”

10 years ago
“ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი” – ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე

“ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი” – ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე

3 years ago

სამეცნიერო დაწესებულებების შეფასების ახალ კრიტერიუმებზე იმსჯელეს

10 years ago

ქართული სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმს უერთდება

8 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by