• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრო სოციალურ კამპანიას იწყებს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ  იუსტიციის სამინისტრო იწყებს სოციალურ კამპანიას − „იმოქმედე“.

კამპანიის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება; საზოგადოების, ძალადობის არცთუ იშვიათ შემთხვევებზე მშვიდი დამკვირვებლის, ან, სულაც, სანახაობის მოყვარულთა ამოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.

კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს; მათთვის იმ სიახლეების განმარტებას, რასაც ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. სპეციალურ სატრენინგო მოდულს იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეიმუშავებს, რომელიც 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და ყველა იმ სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრია, შეხვედრებს, ტრენინგსა და დისკუსიას გულისხმობს.

კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დამზადდა სამი ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილია #იმოქმედე. სატელევიზიო ეთერში კლიპები გაზაფხულზე განთავსდება.

კამპანის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსები, მათ შორის, ძალადობის თემაზე საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად. სხვა ღონისძიებებთან ერთად იქნება  გამოყენებული  ქუჩის ინსტალაციაც.

იუსტიციის სამინისტრო მიესალმება ყველა ინიციატივას, ვინც ჩაერთვება კამპანიაში; ვინც იმოქმედებს და მოუწოდებს სხვებს მოქმედებისკენ ძალადობის შესაჩერებლად.

სოციალური კამპანიის პრეზენტაციას პარლამენტარი ქალი დეპუტატები, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და გენდერულ საკითხებში, საერთაშორისო ორგანიზაციების − გაერო-ს ქალთა ფონდის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირის მისიის, ევროსაბჭოს, სპორტული სამყაროს და არასამთავრობო სექტორის − წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს მთავრობას გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა. ცვლილებათა მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული  აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.

 ინფორმაციისთვის:

საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.  დღეს მოქმედი რედაქცია არეგულირებს მხოლოდ ოჯახში ძალადობას. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ ნებისმიერ ადგილას გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. თუკი მოქმედი კანონმდებლობით ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, ასევე, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლ ქალზეც. ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.

ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. იმ პირების მიმართ, რომლებსაც, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კონფიდენციალობის ვალდებულება ეკისრებათ (ექიმები, მასწავლებლები, ადვოკატები), განისაზღვრება საგამონაკლისო შემთხვევა − აღნიშნულ პირებს ეს ვალდებულება არ შეზღუდავთ, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის თაობაზე, თუკი არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მასწავლებელი და მანდატური ვალდებულნი იქნებიან, სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირსაც მიაწოდონ ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებზე.  

ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ–საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების პერიოდში ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში მას იარაღი ჩამოერთმევა.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.

აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება იძულებითი სტერილიზაციაც. კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იძულებითი სტერილიზაციისათვის შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ქალთა წინადაცვეთის კრიმინალიზაციას (ქალთა გენიტალიების დამახინჯება). ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა მსგავსი შემთხვევები. ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსულის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ ქალთა უფლებები საქართველოში  ევროპული სტანდარტების თანახმად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა სტამბოლის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მიზნით იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან  დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ კონვენციის მოთხოვნების დაცვას.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

დღეიდან შეკვეთილში მდებარე პარკი „ციცინათელა“ მუშაობას განაახლებს

დღეიდან შეკვეთილში მდებარე პარკი „ციცინათელა“ მუშაობას განაახლებს

6 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება

10 years ago
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა

11 years ago
რუსმა ჯარისკაცებმა, 11 უკრაინელ ქალზე  სექსუალურად იძალადეს

რუსმა ჯარისკაცებმა, 11 უკრაინელ ქალზე სექსუალურად იძალადეს

4 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by