• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაიზრდება თუ არა ფასები?! – ადგილობრივი კომპანიების პროგნოზები

10 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რძის და ხორცპროდუქტები, ტკბილეული, კვერცხი, სასმელები და სხვა სახის პროდუქტი მაღაზიებში გაძვირდა. ფასების გაზრდა იგეგმება სხვა სახის პროდუქტებზეც.

ეს ცვლილება უკვე კარგად აისახა, ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მაღაზიაში უეცრად მომატებულ ფასებზე. წინა თვეებთან შედარებით, მაღაზიები ქართულ პროდუქციას მომატებული ფასებით იღებენ.  ახალი წლის შემდეგ “სანტეს” რძის ნაწარმში 10-20 თეთრით მეტის გადახდა უწევთ. 10-20 თეთრით მოიმატა “ბარამბოსა” და “ტკბილი ქვეყნის” ზოგიერთი პროდუქციის ფასმაც.  20-20 თეთრით მოიმატა ყავა “ჩერის” სხვადასხვა სახეობამ. მაიონეზი “სლობოდა” კი, რომელიც 1,60 ლარი ღირდა, მის მაღაზიაში ახლა 1,90 ლარად იყიდება. ასე რომ, გარდა ექსპორტირებული პროდუქციისა, როგორც ვხედავთ, ფასებმა მოიმატა  ქართულ პროდუქტზეც.  „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა სხვადასხვა  ქართულ კომპანიას იმის გასარკვევად, უახლოეს თვეებში არის თუ არა მოსალოდნელი პროდუქტზე ფასების კვლავ მატება.

 კომპანია „ბარამბოსა“  და „ტკბილ ქვეყანაში“აცხადებენ, რომ ფასების ზრდა, ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია დოლართან მიმართებით.

„გაძვირება გამოიწვია რეალურად ლარის კურსის ვარდნამ. მოგეხსენებათ, ჩვენ 80%-მდე  სხვადასხვა ნედლეულის იმპორტირებას ვახორციელებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ლარის კურსი არაა მყარი დოლართნ მიმართებით და ჩვენ ნედლეულს ვყიდულობთ დოლარში, სწორედ ამის გამო ჩვენი პროდუქტის ფასი გაიზარდა. თუ ლარის კურსი შენარჩუნდება, უახლოეს მომავალში არ იგეგმება  „ბარამბოს“ პროდუქციაზე ფასების ზრდა. ხოლო თუ კიდევ გაგრძელდება ლარის გაუფასურება, შესაბამისად ჩვენ ვერ გავექცევით ფასების გაზრდას. დოლარის კურსიდანაა გამოწვეული ის ცვლილება, რაც ამჯამად ჩვენი პროდუქციის ფასებზე აისახა.“ – აცხადებენ „ბარამბოში“

რაც შეეხება კომპანია  „ტკბილი ქვეყანას“ არც მათ აქვთ წინასწარი ინფორმცია მოიმატებს თუ არა ფასები უახლოეს მომავალში. თუმცა აცხადებენ, რომ თუ ლარის კურსი შეინარჩუნებს დღევანდელ ნიშნულს, არ უნდა ველოდოთ ფასების ცვლილებას.

„ამის შესახებ წინასწარი პროგნოზი თითქმის შეუძლებელია. რადგან, ეს დამოკიდებულია დოლარის კურსზე. თუ იქნება სტაბილურად  ლარის კურსი, ფასები აღარ მოიმატებს.“

როგორც ცნობილი „სანტე“ პროდუქციას ქართული რძისგან ამზადებს, ასე რომ მათ არ სჭირდებათ ნედლეულის იმპორტი. საინტერსოა, რამ გამოიწვია კომპანიის ფასების ზრდა.  კომპანია „სანტემ“, „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ არ სურთ განცხადების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით.

კომპანიების პასუხების მიუხედავად დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა მოსახლეობაში. არასამთავრობო ორგანიზაცია OXFAM-ის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არ აქვს. ამასთან, ოჯახების დიდი რაოდენობა საკვებ პროდუქტს დროდადრო კრედიტით ყიდულობს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი 575 ლარს შეადგენს და თითქმის ნახევარი ყოველ თვე საკვებზე იხარჯება (საშუალოდ საკვებზე იხარჯება 270 ლარი თვეში).

გარდა ამისა, დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებ პროდუქტებზე თავისი შემოსავლის 65%-ს ხარჯავენ (შემოსავალი – 219 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი – 142 ლარი), ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები შემოსავლის მხოლოდ 35%-ს ხარჯავენ საკვებ პროდუქტებზე (შემოსავალი – 1421 ლარი, საკვებ პროდუქტებზე ხარჯი – 492 ლარი).

„თბილისი თაიმსმა“ გამოიკითხა რამდენიმე ადამიანი იმასთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა მათ საკმარისი თანხა სურსათის შესაძენად.

ნინო (71 წლის, პენსიონერი) – „ ფასების მომატებასთან ერთად, ცხოვრება გაცილებთ უარესი გახდა, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ. პენსია ასოთხმოცი ლარი მაქვს და ეს ფული როგორ უნდა მეყოს საჭმელშიც, საკვებშიც და გადასახადებშიც. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დღეს, საყოფაცხოვრებო, ყველაზე საჭირო საკვების ყიდვისთვისაც აღარ მრჩება ფული.“

თამარი (49 წლის, პედაგოგი) – „ჩემი ყოველი დილა იწყება იმაზე ფიქრით, თუ რა პროდუქტი ვიყიდო, რომ ფული ყველაფრისთვის გავანაწილო. დღეს ყველას ძალიან უჭირს, მწვანილის ფასებმაც კი მოიმატა. ძალიან ბევრ რაღაცაზე გვიწევს უარის თქმა, ისეთ საჭირო საკვებზე, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთლობისთვის.“

ანა (24 წლის) -„ ეს საკითხი ძალიან მაწუხებს. ფასებს ვეღარ ვეწევი, ისეთი სისწრაფით იზრდება.  პატარა ბავშვები მყავს და მათ ხომ მაინც უნდა ვუყიდო საჭირო პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია მათი ორგანიზმისთვის. თვეში ერთხელ ძლივს ვახერხებთ ხორცის ყიდვას, ტკბილეულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.“

დღევანდელი რეალობა ასეთია. საკვებზე გაზრდილი ფასები, საზოგადოების დიდ ნაწილზე უარყოფითად აისახა. მათ სამარისი თანხა არ რჩებათ საყოფაცხოვრებო პროდუქტის შესაძენად. ცხოვრების პირობების გაუარესების მიზეზად კი ერთადერთი მიზეზი სახელდება-ლარის გაუფასურება.

მარიამ ლეკიაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

რიგით მეოთხე საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC–Tbilisi იწყება

10 years ago
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

4 months ago
მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

ცესკოს წინასწარი შედეგები: 7 საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების, 2-ში კი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

10 years ago
მწვანე ნარგავების დაზიანება 5 ათასი ლარით დაისჯება – კახა კალაძე  

მწვანე ნარგავების დაზიანება 5 ათასი ლარით დაისჯება – კახა კალაძე  

4 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by