• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არის თუ არა მოსალოდნელი პურზე ფასის მატება?! – მწარმოებლების პროგნოზები

9 years ago
in საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორია ხორბლის იმპორტი დღეს საქართველოში, ვინ არის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, რაზეა დამიკიდებული წისქვილკომბინატების მუშაობა, რა როლს თამაშობს ვალუტის კურსი ხორბლისა დაფქვილის ფასების რეგულირების პროცესში და  რა პროცენტული მაჩვენებლითაა წარმოდგენილი ქართული ხორბალი წარმოების პროცესში?  როგორ შეიცვლება ბაზრაზე პურის ფასი–საკითხი, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს და ყველას გვაინტერესებს.

The Tbilisi Times შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის მარაგთან დაკავშირებით და იგეგმება თუ არა ფქვილზე ფასების ზრდა. კითხვებზე პასუხის მისაღებად გთავაზობთ  საქართველოს წისქვილკომბინატების ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინტერვიუს.

ვინ არის ხორბლის უპირველესი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის და როგორი ფასების ცვლილების ტენდენცია?

– ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოში არის რუსეთი, რომლისგანაც ვიღებთ 90–95%. ადგილობრივი ბაზრიდან წელს შევიძინეთ 20 000 ტონა სასურსათო ხორბალი, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხორბლის დიდი რაოდენობა არ არის,  რაც მოჰყავთ, თითქმის, მთლიანად ვიყენებთ. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ხორბალი ველოდით 220 000 ტონას, მაგრამ სასურსათო აღმოჩნდა მხოლოდ  20 000 –დან  – 25 000 ტონამდე.

წელს ძალიან მაღალი მოსავალი იყო მსოფლიოში, შესაბამისად, რუსეთშიც დიდი რაოდენობით ხორბალი მოვიდა. იმპორტირებული ხორბლის ფასზე შესაბამისი პარამეტრებით სწორდება ქართული ხორბის ფასი (მოიაზრება სასურსათო III და IV კლასის ხორბალი) ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე კლასის რუსულსა და ქართულ ხორბალში ვიხდით ერთსა და იმავე ფასს. ეს თანხა გასულ წელს იყო მაღალი 1კილოგრამ მრცვლეულში წისქვილკომბინატები იხდიდნენ 50–დან 55 თეთრამდე, წელს– 40–42 თეთრი.

 გასულ წელთან შედარებით რატომ განხორციელდა წელს ხორბლის  ნაკლები იმპორტი?

– წისქვილკომბინატებს თავიანთი გარდამავალი მარაგები აქვთ (ადგილზე არსებული ხორბალი,გემით წამოსული ხორბალი და ახალი კონტრაქტი) როდესაც ხორბლის ფასი იკლებს, როგორც წელს, მოლოდინი არის, რომ შემდეგი შესყიდვა უფრო დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი, შესაბამისად წისქვილკომბინატები ცდილობდნენ, რომ შეეძინათ ხორბლის ის რაოდენობა, რაც მუშაობის პროცესის გასაგრძელებლად იქნებოდა საკმარისი, რადგან არსებობდა ალბათობა, რომ შემდეგ ეტაპზე ნაკლებ ფასად მოხდებოდა იმპორტი. შარშან, როდესაც ფასს ახასიათებდა მზარდი ტენდენცია, შედარებით მეტი რაოდენობის ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რათა გაძვირებულ ხორბალს „დახვედროდა“ შედარებით იაფად შეძენილი მარაგი. წელს ფასის ტენდენციებიდან გამომდინარე–ნაკლები.  შესაბამისად შარშან მარაგი იყო ბევრი მთელი წლის სამყოფად გათვილი, წელს– ცოტა.

როგორია ხორბლის ფასი ამჟამად და რა როლს თამაშობს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში თანხის რეგულირების პროცესში?

– ვალუტის კურსმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფასების რეგულირების თვალსაზრისით,რადგან ხორბალი შემოდის დოლარის კურსით. მაგალითად თუ შარშან ფოთში 200 დოლარად შემოვიდა ხორბალი და გადავიხადეთ 460 ლარი(დოლარის კურსით2,3) წელს იმავე 200 დოლარად შემოტანილ ხორბალში 540 ლარის გადახდა მოგვიწია(დოლარის კურსით 2,7). როდესაც ეს ხორბალი დავფქვით და გავყიდეთ ფქვილი ლარებში, დაგვიბრუნდა შესაბამისად ლარში, მაგრამ დოლარის კურსი დაგვხვდა მაღალი და უკვე გაძვირებულად მოგვიხდა შესყიდვა. დოლარის კურსის ზრდამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ მეტის გადახდა მოგვიხდა იმპორტირებულ ხორბალში. შესაბამისად ვალუტის ცვლილება პირდაპირ აისახება ფქვილის ფასზე და ზოგადად ბაზრზე.  ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხორბლის ფასი დასტაბილურებულია.

რა ღირს  ერთი ტომარა ფქვილი და როგორ აისახება მისი ცვლილება პურის ფასზე?

  • ფქვილის ფასზე გავლენას ახდენს ორი საკითხი:
  • ხორბლის მოსავალი
  • ვალუტის კურსი

2015 წელს აგვისტოს თვეში 1 ტომარა (პირვალი ხარისხი) ფქვილის ფასი იყო 45 ლარი, რადგან მოსავალი იყო შედარებით დაბალი.

2016 წელს აგვისტო–სექტემბერში 1 ტომარა ფქვილის ფასი იყო 32 ლარი, რადგან ხორბლის მოსავალი გაიზარდა.

მაგრამ ლარის კურსის ვარდნის გამო  32 ლარიდან 1 ტომარა ფქვილის ფასი გაიზარდა 37 ლარამდე.

დღესდღეობით ფასი მერყეობს 37–40 ლარამდე. კრიტიკული ზღვარი, რომელმაც შესაძლოა პურზე ფასის მატება გამოიწვიოს არის 45 ლარი. ჩემთვის, როგორც ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლისთვის, რთული სათქმელია გაიზრდება თუ არა პურის ფასი მიუხედავად იმისა, რომ ფქვილს თავისი კრიტიკული ზღვარისთვის არ მიუღწევია, რადგან, პურის მწარმოებლებს გარდა ფქვილისა ბევრი კომპონენტი აქვთ გასათვალისწინებელი, მაგალითად: ელექტროენერგიისა და გაზის ფასი,  გასათვალისწინებელია ზეთისა და საფუარის საფასური, აქციზის ფასი საწვავზე, ტრანსპორტირებისთვის და ა.შ.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამჟამად პურის მწარმოებლებისათვის და იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში პურზე ფასების ზრდა. გთავაზობთ ქართულ ბაზარზე არსებული 3 კომპანიის კომენტარს.

იფქლი:

“პურის ფასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით არანაირი ცვლილება არ იგეგმება, თუმცა მთლიანად დამოკიდებულნი ვართ დოლარის კურსზე, ვინაიდან ქართული წისქვილკომბინატებისგან ვყიდულობთ იმპორტირებულ ხორბალს.თუ ლარი განაგრძობს დოლართან მიმართებაში გამყარეაბს და ეს მოხდება ახლო მომავალში, მოგვიწევს საფასო პოლიტიკის გადახედვა, თუმცა ამ ეტაპზე პურის ფასის ცვლილება არ იგეგმება არც მატება და არც კლება.”

მარგი:

“პურის ფასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება,  ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ არსებული საფასური და არ მოხდეს ფასების გაზრდა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენც, როგორც სხვა კომპანიები, დამოკიდებულები ვართ ვალუტის კურსზე.”

თემქის საწარმო:

“ჩვენი საწარმოს წილი ბაზარზე საერთო სურათს ვერ ქმნის, რადგან არსებულ კომპანიებთან შედარებით ნაკლები პროცენტულობით ვართ წარმოდგენილი. საკითხს პოზიტიურად ვუყურებ და ვვარაუდობ, რომ მარტის თვისთვის ფქვილის ფასი დაიკლებს, შესაბამისად უკეთესი მდგომარეობა იქნება პურის ფასთან დაკავშირებითაც. დიდმა კომპანიებმა შედარებით ნაკლები კლასიფიკაციის ფქვილისგანაც რომ გამოაცხონ პური, გაეყიდებათ, მე არ გამეყიდება და მომხმარებელსაც დავკარგავ.წისქვილკომბინატები ფქვილის ფასებს ხშირად ცვლიან, მაგრამ მე ვცდილობ ამ ყველაფერს ისე გავუძლო, რომ ხარისხი შევინარჩუნო. პურის ფასის ზრდას არ ვგეგმავ, თუ ბაზარზე ყველა კომპანიამ არ მოამატა საფასური. პური ძალიან ფაქიზი თემაა საზოგადოება არცერთი პროდუქტის გაძვირებას იმდენად მტკივნეულად არ განიცდის, როგორც პურზე ფასების ზრდას.”

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება

12 years ago
“2900-მდე აბიტურიენტი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში” – მაია მიმინოშვილი

რა სიახლეებია 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

9 years ago
ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის ვაჟია

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის ვაჟია

3 years ago
Kavkaz Jazz ფესტივალი იწყება

Kavkaz Jazz ფესტივალი იწყება

8 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by