• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, როგორც ეკლესიის რეფორმატორი

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, როგორც ეკლესიის რეფორმატორი
37
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი სწორედ 8 თებერვალს, ძველი სტილით 24 იანვარს გარდაიცვალა და მისი ანდერძის თანახმად გელათის სამხრეთ შესასვლელში დაკრძალეს. სასაფლაო წარმოადგენს ცალკე ნაგებობას (მცირე ეკლესიას), რომელიც მონასტრის ჭიშკარიც ყოფილა, საფლავის ქვას იმგვარი მდებარეობა აქვს, რომ ჭიშკარში შემსვლელი უთუოდ მასზე გადაივლის. ხალხური გადმოცემით, ასეთი ადგილი თითქოს განგებ აირჩია დავითმა თავმდაბლობის გამოსახატავად. ქვაზე ამოკვეთილია ფსალმუნის სიტყვები: “ქრისტე, ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, (რამეთუ მთნავს ესე), ამასა დავემკვიდრო მე.” მართალია დღეს დავით მეფის წმიდა ნაწილები აღარ განისვენებს საფლავში,  მეთხუთმეტე საუკუნეში ისინი აღმოიყვანეს და გადააბრძანეს ტაძარის საკურთხეველში. ახლა კი მისი წმინდა ძვლების ადგილსამყოფელი უცნობია. თუმცა მომლოცველები დღესაც ასრულებენ წმ. დავით მეფის სურვილს: „ყველა ქართველს ფეხი დაედგა მისი საფლავისათვის“.

მეფე დავით  უაღრესად განვითარებული ადამიანი იყო, როგორც გონებრივად, ასევე სულიერად.  „აღმაშენებლად“, „კეთილმსახურად“ წოდებული, ქვეყნის გამაერთიანებლი,  “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“-ტიტულის მატარებელი დიდი თავმდაბლობით გამოირჩეოდა- საკუთარი თავი „უსწავლელ“, „მხედრობათა შინა აღზრდილ“კაცად მიაჩნდა, თუმცა, მემატიანის ცნობით, დავითი ღრმად განსწავლული, შეუდარებელი მჭევრმეტყველი და ღრმად მორწმუნე ყოფილა.

ლაშქრობაშიც კი დავითი წმიდა წიგნებს დაატარებდა. ცნობილია ფაქტი, როდესაც „სამოციქულოს“ კითხვას ისე გაუტაცნია, რომ მხლებელთ ჩამოსცილებია და გადაჰყრია თურქთა რაზმს, რომელსაც მარტო გამკლავებია.  ერთხელ კი  მისთვის ნასროლი ისრისაგან  მთავარანგელოზის ხატს გადაურჩენია, რომელიც  გულზე ეკიდა.

იგი მოძღვრის კურთხევის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. სხვადასხვა დროს მისი მოძღვრები იყვნენ მამა ევსტრატი, მამა იოანე და მამა არსენი. დავითი აღზარდა მეუფე ჭყონდიდელმა.

საქართველოს მეფე დავით IV (1089-1125 წწ.) ბაგრატიონთა დინასტიიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი იყო, რომელმაც  მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. არმიასა და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა, ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. საეკლესიო რეფორმის წყალობით შეძლო შეენარჩუნებინა ქართული ეკლესიისთვის  სულიერება და ზნეობრიობა.

მისი მეფობისას, გაძლიერების გზაზე მყოფ ხელისუფლებას ეკლესიის მხარდამჭერა სჭირდებოდა, მაგრამ იქ ფეხმოკიდებული იყო ის არისტოკრატია, რომელმაც X-XI ს.ს-ში საეკლესიო თანამდებობები მემკვიდრეობით დაისაკუთრა. სამღვდელოება კეთილსინდისიერად საეკლესიო საქმეებსაც ვერ ასრულებდნენ: მათგან  მოედინებოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, ხოლო „წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს,“– წერს ისტორიკოსი.  ნიავდებოდა საეკლესიო ქონება, პრობლემური საკითხი იყო მცირეწლოვანთა ქორწინება, ირღვეოდა ხელდასხმისა და მრავალი ქრისტიანული წესი.

ამისი აღმოფხურა და საეკლესიო საქმეთა მოწესრიგება დაისახა მთავარ მიზნად დავითმა და  მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების შესაბამისად შეიმუშავეს საზოგადო განჩინება, რომლის შესრულება სავალდებულო იყო ყევლასათვის. ეს გახლდათ დავით აღმაშენებლის დაკვეთით არსენ იყალთოელის მიერ ბერძნულიდან ქართულზე გადმოღებული ბიზანტიური საეკლესიო კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, 14-ტიტლოვანი „ნომოკანონი“, რომელიც საქართველოში „დიდი სჯულისკანონის“ სახელითაა ცნობილი.

თარგმანმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მშინდელი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამართლებრივ დარეგულირებაზე.  ვინაიდან საეკლესიო კრებათა კანონები ქართულად უკვე არსებობდა, ეკლესიაში გამეფებული უწესოების აღმოსაფხვრელად 1103 წელს მეფის ინიციატივით შედგა რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო კრება, რომლის „ძეგლისწერა“ ანუ საეკლესიო ცხოვრების შინაგანაწესი ხაზს უსვამს ქართული ქრისტიანობის შეუბღალაობას, სიწმინდეს, იმას, რომ კრების მოწვევის მიზეზი და მიზანი სარწმუნოებრივი გადახრა და დოგმატური საკითხების „ძიებანი“ არ ყოფილა, არამედ „სხუათა საეკლესიოთა და სამღუდელოთა და საქრისტეანოთა ძიებათათვის“ ანუ იმ დარღვევების აღმოფხვრა, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი. რეფორმამ განკვეთა უღირსი ეპისკოპოსნი და წარმოაჩინა ღირსეულები.

კრებაზე მიღებულ იქნა შემდეგი დადგენილებები:

  • ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებდა უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;
  • ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა.
  • ძეგლისწერა კრძალავდა ხელდასხმას ქრთამით, ძღვენით;
  • კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შერჩეულიყვნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები იქნებოდნენ საქრისტიანო წესებში, უანგაროდ მოემსახურებოდნენ ეკლესიის საქმეს;
  • იკრძალებოდა ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;
  • იკრძალებოდა მართლმადიდებლისა და წარმართის შეუღლება;
  • ძეგლისწერაში დასახელებული იყო ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი;
  • განსაკუთრებული იყო სასჯელი სოდომური ცოდვისათვის, რადგან სოდომური ცოდვა ღვთისა და ბუნების საწინააღმდეგო მოვლენად ითვლებოდა და სხვანი.

კრების მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის ერთგული მოხელე გიორგი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამიერიდან დიდი ფეოდალები მღვდელმთავრების სახით ძლიერ მოკავშირეებს კარგავდნენ. რეფორმას მხარს უჭერდნენ მოსახლეობის ფართო ფენები.

„მსოფლიოში არ ყოფილა ისეთი მეფე, ადამიანიც კი, რომ ეთქვას: „გულზე დამადგით ფეხი ყოველმან“. ეს მხოლოდ დავით აღმაშენებელს შეეძლო ეთქვა. მისი „გალობანი სინანულისანი“ უდიდეს სულიერ სამყაროს გამოხატავს. ძალიან ხშირად გვეკითხებიან: რა ცოდვა ჰქონდა მეფე დავითს, ასე რომ ინანიებს? საოცარი ის არის, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლდება სულიერად, მით უფრო განიცდის ცოდვებს. წმიდა მეფე განსაკუთრებულად განიცდიდა საკუთარ ცოდვებს და მას ღვთის წინაშე აღიარებდა; ის გრძნობდა, რომ იყო მამა და პატრონი ერისა და მთელი ერის სახელით აღიარებდა ცოდვებს ღვთის წინაშე. ამიტომაც, „უფალმან აღამაღლა რჩეული ერისაგან თვისისა“. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ სისხლი და ხორცი ვართ დავით აღმაშენებლისა, ჩვენში იგივე გენებია, რაც იყო მასში, ჩვენს დიდებულ წინაპარში, მაგრამ ის ნიჭი, ის სულიერება, ის რწმენა, ის სიყვარული, ის თავმდაბლობა, ის სიწმინდე, რომელსაც ვხედავთ მასში, დღეს სრულად არ არის გამოვლენილი ჩვენს ერში და მე დარწმუნებული ვარ, იგი გამოვლინდება,“- ბრძანებს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაში.

სოფიკო ნინიკაშვილი

Share15Tweet9

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
ახალი ამბები

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

საინტერესო

“სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს, აღარ ვაპირებ ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას – თამთა ინაშვილი

“სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს, აღარ ვაპირებ ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას – თამთა ინაშვილი

5 years ago

გამარტივებული შესყიდვებისა და ტენდერების ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა

12 years ago
“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი

გია ხუხაშვილი: „IRI“–ის ნდობის რეიტინგი იმავე პროცენტით ამომრჩეველთა მხარდაჭერას არ ნიშნავს

10 years ago
კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით-ნათია თურნავა

ნათია თურნავა – ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა

7 years ago

ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026

მძიმე ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში - ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო...

მეტის ნახვაDetails
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026
  • „ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by