• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სულისათვის მებრძოლნი“- როგორ ინარჩუნებენ დუხობორები საკუთარ რწმენას?

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დუხობორები კავკასიაში 1839-1845 წლებში ჩამოასახლეს. მათ ჯავახეთში რვა სოფელი დააარსეს, რომლებსაც სამშობლოდან წამოღებული სახელები დაარქვეს: ტამბოვკა, ბოგდანოვკა (ახლანდელი ნინოწმინდა, რომელსაც თვითონ იერუსალიმსაც უწოდებდნენ), გორელოვკა, სპასოვკა, ორლოვკა, ეფრემოვკა, ტროიცოვკა, ანუ კალინოვკა (ახლანდელი სამება), როდიონოვკა. ახალმოსახლეებმა თავთავიანთ სოფლებში კომუნები ჩამოაყალიბეს: ჰქონდათ საერთო ბეღლები და სასადილოები, მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მესაქონლეობასა და მევახშეობას.

საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა  ობოლთა სახლი ააგეს. ცალკეულ ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. თანდათანობით კლასობრივი დიფერენციაციის გაღრმავებას მათ დაშლა და XIX საუკუნის დასასრულს ერთი ნაწილის, მეტწილად ღარიბთა ემიგრაცია მოჰყვა. 1895 წელს 2000-მდე დუხაბორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დუხაბორები ამ ფაქტის გამო დასაჯა, სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. ამჟამად დაახლოებით 200 ოჯახი სოფელ გორელოვკაში ცხოვრობს, სადაც მათი ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს.

რელიგიური დენომინაციის  სახელწოდება წარმოსდგება სიტყვისგან “დუხობორეც”, რაც “სულისთვის მებრძოლს” ნიშნავს.

დუხობორები თავიანთ ისტორიას 1666 წლიდან,  რუსეთის დიდი საეკლესიო  განხეთქილებით იწყებენ. ამ დროს რუსეთში ნამდვილი სამოქალაქო ომი იმის თაობაზეც გაჩაღდა, ბიბლიის რომელი რედაქცია უნდა დაესტამბათ: ძველი თუ ნიკონის კომისიისაგან ჩასწორებული? მორწმუნეთა ნაწილმა ყურადღება იმ ჭეშმარიტებაზე გადაიტანა, რომ ცხონების წყარო არის არა ბიბლიის ტექსტი, არამედ შინაარსი. სწორედ ეს პოზიცია განავითარეს დუხობორების მამათმთავრებმა და ბიბლიის ტექსტზე უარის თქმა თავიანთი კონფესიის ქვაკუთხედად აქციეს.

უძველესი დოკუმენტი, რომელიც პირველ დუხობორებს – „სულიერ ქრისტიანებს“ – ახსენებს, 1750 წელს განეკუთვნება. მკვლევრებიც აღნიშნული კონფესიის ისტორიას ამ წლიდან იწყებენ.

მათი მოძღვრება ზოგადქრისტიანული თეოლოგიისაგან შესამჩნევად განსხვავდება, რადგან უარყოფენ საიდუმლოებებს, მარხვებს, რიტუალებს და რელიგიის სხვა გარეგნულ ატრიბუტებს, სამღვდელოებასა და მისი იერარქიული სისტემას, ხატებს, ჯვრების თაყვანისცემას, წმინდა მამების ავტორიტეტს და, რაც ყველაზე არსებითია ბიბლიას.

დაფუძნებულია იმ ცოცხალ, ზეპირ გადმოცემებზე, რომლებიც წინაპრებმა მომავალ თაობას უანდერძეს და  შემონახულია დუხობორთა მეხსიერებაში. სწორედ ეს მეხსიერებაა საღვთო წიგნი, ე.წ. ცხოვრების წიგნი, რომელიც აღბეჭდილია არა ქაღალდზე, არამედ მორწმუნე დუხობორების გულსა და გონებაში.  იგი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ჩაიწერა და  „ცხოვრების წიგნი“  ეწოდა.

დუხობორები თავისებურად განმარტავენ ღმერთსაც. ისინი არ ცნობენ ყოვლადწმინდა სამებას და აცხადებენ, რომ ღმერთი მსოფლიო სიყვარული, სიბრძნე და მარადიული სიკეთეა. მათი აზრით, იესო ქრისტე ძე ღვთისა კი არ არის, არამედ უბრალო ადამიანი, რომელშიც შემდგომ ჩასახლდა ღვთის გონება. მიაჩნიათ, რომ ღმერთი დღესაც “სახლდება” მართლმორწმუნე, რჩეულ ადამიანებში.  მათთვის ყოველი ქალი “ღვთისმშობელია”. ამიტომ დუხობორი მამაკაცი ვალდებულია, თავის დაკვრით მიესალმოს ქალს, რითაც სიმბოლურად ღვთისმშობლის მიმართ “პატივისცემას” გამოხატავს.

თავდაპირველად დუხობორებს სწამდათ, რომ სული სხეულის გარდაცვალების შემდეგ ახალ სხეულში გადადის და ხელახლა იბადება. ამჟამად ეს შეხედულება ასეა შეცვლილი: სული შეერწყმის კოსმოსს.

დუხობორები პირველცოდვას მემკვიდრეობით ცოდვად არ მიიჩნევენ. მათი აზრით, თითოეული ცოდავს და ინანიებს ინდივიდუალურად. ისინი თავის წინამძღოლს „ღვთის შვილად“, სულაც „ღმერთად“ თვლიან და მას „ქრისტეს“ ეძახიან.

დუხობორები ყოველ კვირა დილასა და დღესასწაულებზე იკრიბებიან სამლოცველო სახლში ჰყვებიან ფსალმუნებს, ასრულებენ საკრალურ სიმღერებს, დადიან „მოგილოჩკაზე“, სადაც მათი წინამძღოლები და წინამორბედები განისვენებენ.  გარდა ფსალმუნებისა, სხვა სიმღერებიც სრულდება, რაც მხოლოდ დუხობორებისთვისაა განკუთვნილი. რაც შეეხება „ფსალმუნებს“, ეს არაა დავით წინასწარმეტყველის ცნობილი კანონიკური ტექსტი, ამ ფსალმუნებში გამოყენებულია ნაწყვეტები დავითნიდანაც და საღვთო წერილის სხვა წიგნებიდანაც, აგრეთვე – ლოცვანებიდან და მართლმადიდებელი ეკლესიის ძლისპირებიდან. ბევრი სტროფი, ანდა მთელი სიმღერა და საგალობელი მათი ორიგინალური შემოქმედებაა, რასაც ისინი, ზოგადად, დავითის ფსალმუნებს უწოდებენ. ამ ფსალმუნებიდან ზოგიერთი ადგილი დღეს უკვე ბუნდოვანია, მაგრამ, დუხობორთა თქმით, მთავარია ეს ადგილები ისე წარმოითქვას, როგორც ამას მათი მამები წარმოთქვამდნენ, სწამთ, რომ ამ წარმონათქვამებში სიბრძნეა ჩაქსოვილი.

დუხობორების აზრით, კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარეობს ბრძოლა სულიერსა (აბელის მიმდევრები) და ხორციელს (კაენის მიმდევრები) შორის. უკანასკნელს განეკუთვნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, უსამართლო მსაჯულები, მდიდრები.  საკუთარ თავს მიიჩნევენ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი არ იცავენ არავითარ წეს-ჩვეულებას, გარდა ქორწინებისა.

1895 წელს მათ უარი განაცხადეს ჯარში სამსახურზე და დაწვეს საბრძოლო იარაღი, როგორც ძალმომრეობის სიმბოლო. ამის გამო ხელისუფლებამ ბევრი დუხობორი დააპატიმრა.

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დუხობორთა უმრავლესობა რუსეთში გადასახლდა, მათი მიტოვებული სახლების დიდი ნაწილი კი ადგილობრივმა სომხებმა დაიკავეს (ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს, რაც დანარჩენ დუხობორთა შეშფოთებას იწვევს). გორელოვკაში მცხოვრობენი უკიდურეს გაჭირვებაში არიან, რთულ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, საკუთარი სახსრებით უვლიან სალოცავ სალხს და ინარჩუნებენ დუხობორების ცხოვრებისა და აზროვნების წესს.

მომზადებულია ინტერნეტ რესურსების გამოყენებით: youtube.com, nplg.gov.ge , karibche. ambebi.ge.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი: „არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის“

13 years ago
“ასპრია ფიტნესში” 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა | არსებული ინფორმაციით, ისინი შინჯიკაშვილის მოადგილეს ეძებენ

“ასპრია ფიტნესში” 100-მდე ნიღბიანი შეიჭრა | არსებული ინფორმაციით, ისინი შინჯიკაშვილის მოადგილეს ეძებენ

2 years ago
პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა

პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა

11 months ago

გამოიწვევს თუ არა ნედლეულზე ფასის ზრდა ნაყინის გაძვირებას?

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by