• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძარი მსოფლიოში ერთადერთია

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მეტეხის აღმართზე, გალერეით მტკვრის მხარეს,  გალავნიანი ტაძარი დგას. ძველი თბილისის ეს არქიტექტურული ნაგებობა უნიკალური და გამორჩეულია იმით, რომ წმინდა  დავით მეფის, წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის სახელს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცხოვრებით,  მოღვაწეობით  დავითი ღირსი გახდა მაცხოვრის გენეალოგიაში ღირსეული ადგილი დაეკავებინა, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში დიდი აღიარება და სიყვარული მოეპოვებინა, მსოფლიოში არსად, ისრაელში, საკუთარ სამშობლოშიც, კი მის სახელზე ტაძარი არ აშენებულა. გარკვეულწილად მიზეზი ამისა, როგორც მღვდელმონაზონმა  მამა მიქაელ ბრეგვაძემ გვითხრა ბიბლიაში გადმოცემულ ამბავს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც  უფალმა დავითს ტაძრის აშენების ნება არ მისცა:

დავით მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა უფლისათვის მოძრავი კარვის ნაცვლად აეგო ტაძარი, რისთვისაც მთელი ცხორება ემზადებოდა(1ნეშტთ22). ის აგროვებდა განძს, საკურთხევლისათვის ოქროს, ვერცხლს, სპილენძს, აპროექტებდა სამომავლო ტაძრის ნახაზებს და ა.შ. თუმცა ღმერთმა დავითის სურვილს უარით უპასუხა, არ მისცა უფლება მისი დიდების ტაძარი აეშენებინა, რადგან მას მტერთან ერთად, მართალი და ერთგული ადამიანების სისხლიც ჰქონდა დაღვრილი: „რამეთუ სისხლი მრავალი დასთხიე წინაშე ჩემსა ქუეყანასა ზედა“(1ნეშტ.22.5), მაგრამ აღუთქვა: „როცა დრო მოგივა და შენს მამა -პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს და მეფობას განვუმტკიცებ. ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე განვამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ. მე მამა ვიქნები მისთვის ის კი ძე იქნება ჩემთვის.” (2 მფ. VII, 12 13). დავითიც დამორჩილდა ღვთის ნებას, თუმცა არ მიუტოვებია ზრუნვა სამომავლოდ ტაძარზე. დაპყრობილი მიწებიდან წამოღებულ ნადავლს იგი უფლის ტაძრის ასაშენებლად ინახავდა, შედგენილი ჰქონდა მონახაზი, გეგმა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ღვთის სახლი. როგორც ბიბლიიდან ვიცით, ეს ყველაფერი საბოლოოდ მან თავის შვილს, სოლომონს გადასცა: „და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს სახე-გეგმა ტაძრისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სალხინებელისა. ასევე ყველაფრის სახე-გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა: უფლის სახლის ეზოებისა, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისა, მღვდელთა და ლევიანთა დასებისა, უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმისა, უფლის სახლის სამსახურისთვის საჭირო ყველა ჭურჭლისა.., და სახე-გეგმა ფრთებ გადაშლილი ეტლისა მის ქერობინთასა და, რომლებიც ჩრდილავდა უფლის აღთქმის კიდობანს. – აჰა,  ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან შთამაგონა ამ სახე-გეგმის ყოველი წვრილმანი.“(1ნეშტთ 28:11-189).  

რადგან უფალმა დავითს ტაძარი არ ააშენებინა, დავით მეფის სახელზე ტაძარი არ აგებულა. გასათვალისწინებელია რომ, ფაქტიურად, ცნობილი სოლომონის ტაძარი  დავითის მიერაა დაპროექტებული,  ხოლო  განმახორციელებელი არის სოლომონი, ამიტომაც სხვისი ხელით აშენებული დავით მეფსალმუნის სახელს მიძღვნილი ტაძარი არ შეიძლება ჩაითვალოს შეცდომად, არამედ მადლიერებად ამ დიდი პიროვნების მიმართ და იმ ყველაფრის მიმართ, რაც მას გაუკეთებია კაცობრიობისათვის.

მისმა უწმინდესობამ, სრულიად სქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ  ასეთი პიროვნების სახელობის ეკლესია უნდა ყოფილიყო საქართველოში მაინც,  სწორედ მისი კურთხევით გადაწყდა ტაძრის დავით მეფსალმუნის სახელზე აგება,“- აღნიშნა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას მამა მიქაელმა.

ამდენად, თბილისში მდებარე დავით მეფსალმუნის სახელობის ეკლესია ჯერჯერობით ერთადერთია მსოფლიოში. თავად აგების ისტორია საკმაოდ ტრაგიკულ ამბავს გადმოგვცემს. იგი ბატონი ბიგი ჩხოლარიას ოჯახის სახსრებით აშენდა, გარდაცვლილი შვილის, 8 წლის გიორგის  სულის საოხად.

1996 წელს ყრმა გიორგი იპოდრომზე ტრაგიკულად დაიღუპა. როდესაც იგი საავადმყოფოში იწვა მშობლებმა გადაწყვიტეს მის სახელზე ტაძარი აეშენებინათ, რის გამოც  მეუფე დანიელთან მივიდნენ რჩევის საკითხავად. მეუფემ პატრიარქს გააცნო მათი სურვილი. უწმინდესმა კი გადაწყვიტა ოჯახს დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძარი აეშენებინა. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ მამა თეოდორე ამბროლაძე და ბატონი ბიგი ჩხოლორაია. მიუხედავად იმისა რომ ბატონ ბიგის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი ჰქონდა, შვილის გარდაცვალების შემდეგ მალევე მამაც დაეღუპა, რომლის იმედიც ჰქონდა ტაძრის აგების საქმეში, მათ ყველაფერი გააკეთეს ტაძრის ასაშენებლად, მით უმეტეს რომ გრძნობდნენ  პატრიარქის მხარდაჭერას. საბოლოოდ  ღვთის შეწევნით მალევე  ეკლესიაც აშენდა.

ტაძრის პროექტის ავტორია არქიტექტორი რევაზ ჯანაშიაა. 1997 წლის 6 მაისს ჩაისხა საძირკველი, რომელიც  მამა თეოდორემ  და მამა ტარიელ სიკინჭელაშვილმა აკურთხა. მშენებლობა 4 წელიწადში, 2001 წლის 6 მაისს დასრულდა.

დავით მეფსალმუნის ეკლესია 2001 წლის 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს  იკურთხა და პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. პირველი წინამძღვარი, მამა მიქაელ ყაზიშვილი იყო. 2001-2011 წლებში იღუმენი ანტონი(მაკარი) კიტეიშვილი მსახურობდა, ხოლო მისი  გარდაცვალების შემდეგ მამა ლაზარე დაახლოებით ორი კვირით ხელმძღვანელობდა ტაძარს. დღეს ტაძრის წინამძღვარი გახლავთ არქიმანდრიტი ანდრია სილაგაძე. აქვე მსახურობს მღვდელმონაზონი მამა მიქაელ ბრეგვაძეც.

ეკლესია ძველი ქართული არქიტექტურული სტილითაა აგებული. ესაა მიდგმულ-აბსიდიანი ბაზილიკა. გადმოცემის მიხედვით ამ ადგილზე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია იდგა.  უძველესი ტაძრის ნაშთები საძირკვლის გაჭრისასაც აღმოაჩინეს. ტაძრის მშენებლობას გარკვეული წინააღმდეგობებიც შეხვდა, რადგან აქ ერთ-ერთ ბიზნესმენს რესტორნის აშენება სურდა.

წმინდა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია ძეგვის ბუნებრივი ფლეთილი ქვითა და ძველი ქართული აგურით აშენდა. ნაგებობა გადახურულია ასევე ძველი ქართული კრამიტით. ტაძარს ქუჩის მხარეს აქვს სამრეკლო, ხოლო მის ქვეშ ცენტრალური შესასვლელია. მოპირკეთებულია ნიჩბისისა და ბოდბის ქვით, გამოყენებულია ბოლნისისა და ჭოგნარის ქვაც.  ტაძრის მხატვრობა ლაშა კინწურაშვილს ეკუთვნის. ბადრი პატარკაცისშვილის მიერ შემოწირული თანხიდან 14 ათასი დოლარი დასჭირდა ეკლესიის მოხატვასა და სამრეკლოსა  დასრულებას.

მამა მიქაელმა ტაძრისთვის დამახასიათებელი ფრესკების შესახებაც გვიამბო:

„აღმოსავლეთ კედელზე გამოხატულია ღვთისმშობლის-პლატიტერას ფრესკა. ჩრდილოეთ მხარეს არის გამოსახული დავითის როკვა. ფრესკა დავით წინასწარმეტყველის მეფობის იმ ეპიზოდს ასახავს, როცა მეფემ იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ახალი სკინია მოაწყო და მოსეს ძველი კარვიდან დიდი ზეიმით გადაიტანა მასში სჯულის კიდობანი.  ამით აღფრთოვანებული მეფე ცეკვითა და სიმღერით ადიდებს უფალს წყალობისათვის. ამავე კედელზე გამოსახულნი არიან ქართველ ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ თავს გაერთიანებული ისრაელის მეფე დავითის შთამომავლებად მიიჩნევენ: წმინდა მეფე თამარი, დემეტრე და აშოტი.

სამხრეთ კედელზე  დავითის კურთხევის სცენაა გამოსახული, მსგავსი ფრესკა სხვა ტაძრებში არ გვხდება.  განსაკუთერულია  ასევე, იესეს ძირი, რომელიც დასავლეთ კედელზე გვხვდება. ამავე კედლის ქვედა ნაწილში ყრმა გიორგი ჩხოლარიას გამოსახულებაა- სტიქარით შემოსილი ანთებული სანთლით ხელში, მუხლმოდრეკით მლოცველი.“

ეკლესია მამათა მონასტრად იკურთხა მამა მაკარის დროს. მისივე მსახურობის პერიოდში  ტაძარში ახალგაზრდებს ასწავლიდნენ ქართულ საკრავებზე დაკვრას: გიტარას, ფანდურს, სიმღერას. ჩამოყალიბდა ანსამბლი, შეიძინეს სხავდასხვა ინსტრუმენტები, ბოლოს მათ კონცერტიც კი გაუმართავთ რაჭაში. აქვე, მრევლისაგან, ისწავლებოდა  ინგლისური, რუსული, ქართული და მათემატიკა, რა თქმა უნდა  სრულიად უსასყიდლოდ.

მამა მიქაელი დავით მეფსალმუნის ღვაწლისა და მისი გამორჩეულობის შესახებაც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ  იგი „ერთადერთი მეფეა, რომელიც სწორად ჩაწვდა მიწიური მეფობის არსს“:

„სამუელ მსაჯულმა ისრაელის მეორე მეფედ იესეს შვილი, ტომით იუდეველი,  დავითი გამოარჩია, რომელიც ერთადერთია, ვინც ღვთის ერში  დაშვებული მეფობის არსი სწორად გაიგო. ისრაელის პირველმა მეფემ საულმა სცადა მეფობა წარმართულ ფასეულობებზე დაეყვანა, მან დაიწყო მღვდელმთავრის მაგივრად მსხვერპლის შეწირვა და აღარაფრად აგდებდა სამღვდელო კურთხევას,  დახმარებისათვის მკითხავებში დადიოდა, აღარ უსმენდა სჯულის წესებს და დევნიდა სამღვდელოებას და ა.შ.

როგორც კი დავითი  გამეფდა, ის იწყებს მისი წინამორბედის საულის მიერ ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას, – დევნილი  მღვდლების შემოკრებას. აღადგენს საკურთხეველს  და აწესებს ყოველდღიურ მსახურებას. ის წერს სადიდებელ და მადლიერების ფსალმუნებს; განსაცდელში მყოფთათვის, შემეცნებით საგალობლებს, მესიანისტურ, საწინასწარმეტყველო და სამეფო ლოცვა–გალობებს. დავითი, მოსწრებულია რა მსაჯულთა ეპოქის მოძღვრებას,  ერთადერთი მეფეა, რომელიც სწორად ჩაწვდა მიწიური მეფობის არსს, რასაც ის გადმოსცემს მის მიერ ნაანდერძებ ფსალმუნებშიც, რათა მომავალმა მეფეებმა არ გაიმეორონ საულის მიერი შეცდომები და ერთადერთ მარადიულ ხელმწიფედ არა საკუთარი სისხლი და შთამომავლობა, არამედ უფალი და ღმერთი აღიარონ, მისი სჯული ყველა სამეფო წესზე მაღლა დააყენონ:

  • „მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.“ (ფს 3)
  • „უფალი მეფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე „(ფს37)
  • „ვინ არს ესე, მეფე დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს დიდების მეფე.“ (ფს10)
  • „შენ თავადი ხარ მეფე ჩემი და ღმერთიც ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი.“ (ფს5)
  • „რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და დიადი მეფე მთელი ქვეყნიერების.“ (ფს3)
  • „საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.“ (ფს 4)
  • „აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.“(ფს1)
  • „რამეთუ უფლის არს მეფობა და იგი მეფობს ყოველთა ზედა წარმართთა.“ (ფს29)
  • „მეფობს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე.“ (ფს10)
  • „მეფობა შენი მეფობა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფობა შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.“ (ფს13)

დავითმა აღიარა, რომ მეფობა იესო ქრისტეს ეკუთვნის. ამ შეგნებით შეამზადა მთელი კაცობრიობა მაცხოვრისადმი და მისი ზეციური სასუფევლისადმი. გაბრიელ მთავარანგელოზი, როდესაც ეცხადება ღვთისმშობელ მარიამს და ამცნობს, რომ ის მესიას შობდა, ვისთვისაც ამზადებდა საყდარს დავითი: „ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს,მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის საყდარს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“(ლუკა 1.32)

ამდენად, ასეთი შეგნების მეფე, საღვთო გაგებისა თუ ესქატოლოგირი შემეცნებისა , დედამიწას არ ჰყოლია.“

დავით მეფსალმუნის ხსენების დღე მოძრავია და მართლმადიდებლური ეკლესია შობის შედგომ კვირას აღნიშნავს.  საპატრიარქოს თაოსნობით, ტაძრის მიმდებარე ქუჩებს, დავით მეფსალმუნისა და სოლომონ ბრძენის სახელები უწოდეს.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In