• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას ნიშნავს „ეკუმენიზმი“?

9 years ago
in რელიგია
A A
46
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გლობალიზაციის პროცესმა, მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებმა- რელიგიური, კუტურული, ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გართიანების მცდელობამ,  თავისებური ასახვა ჰპოვა ქრისტიანულ ეკლესიათა ცხოვრებაზე. ის  რაც წარმოუდგენელი იყო ადრე, დღეს უკვე ნორმად იქცა: ქრისტიანები, იუდეველები, მუსლიმანები, ბუდისტები და სხვანი  ერთად ლოცულობენ – “საყოველთაო მშვიდობისათვის”, მონაწილეობენ რელიგიათა შორის დიალოგებში და აცხადებენ, რომ ყველას, განსაკუთრებით მონოთეისტურ რელიგიებს “საერთო ღმერთი” ჰყავთ. ალბათ, არ იქნება ხმამაღალი თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანული ცნობიერების მთავარ საკითხად დღეს „ეკუმენიზმი“ იქცა.

ტერმინი „ეკუმენიზმი“ ახალი არ არის. მასზე სულ უფრო ბევრს ქადაგებენ,  საუბრობენ ეკუმენისტურ გაერთიანებებზე, ეკუმენისტურ ღვთისმეტყველებაზე და ა.შ. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ესაა ქრისტიანული ერთიანობისაკენ მიმართული მოძრაობა.

სახელწოდება წარმოდგება ბერძნული ზმნისგან „oieko“ („ვცხოვრობ“). აქედან – „ოიკუმენე“, რაც, სიტყვა–სიტყვით, დასახლებას, ბინადრობას ნიშნავს. გადატანითი შინაარსით კი – დედამიწის ადამიანებით დასახლებულ ნაწილს, ე.ი. კაცობრიობას, ცივილიზებულ მსოფლიოს. შესაბამისად, ოიკუმენური, ანუ ეკუმენური მოძრაობა გულისხმობს მსოფლიო მოძრაობას. მისი უმთავრესი მიზანი ქრისტეს მორწმუნეთა გაერთიანება, ე.წ. „მსოფლიო ეკლესიის“ შექმნაა.

„უმჯობესია დავივიწყოთ თავად გამოთქმა „ეკლესიათა შეერთება“, რადგან იგი არც სწორია და არც გულრწფელობის გამომხატველი. ეკლესიათა გათიშვა არ მომხდარა- მოხდა ქრისტიანული კაცობრიობის დაყოფა. და საკითხი ეხება არა ეკლესიათა შეერთებას, არამედ დასავლეთისა და აღოსავლეთის ქრისტიანთა გაერთიანებას, ქრისტიანთა გაერთიანებას დასავლეთში. აქედან გვმართებს დაწყება- ქრისტიანთა სულიერი შეერთებით.“-ეს პროფესორ ნიკოლოზ ბერდიაევის მოსაზრებაა ეკუმენიზმის არსზე. იმისთვის რომ კარგად გვესმოდეს ამ მოძრაობის მნიშვნელობა, შეგვექმნას ჩვენეული ხედვა უმჯობესია ისტორიას გადავხედო.

თანამედროვე ეკუმენური მოძრაობა ჩაისახა პროტესტანტული ეკლესიის წიაღში XIX-XX საუკუნების მიჯნაზე. ტერმინი „ეკუმენიზმი“  მოიფიქრა და ხმარებაში შეიტანა ჯონ მოტმა (1865-1955) „საერთაშორისო მისიონერთა საბჭოს“ კონფერენციაზე, რომელიც 1910 წელს მისივე თავჯდმარეობით შედგა ედინბურგში (შოტლანდიაში). კონფერენციამ განიხილა რწმენისა და საეკლესიო მოწყობის საკითხები და იდეალად გამოაცხადა ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება დოგმატური და კანონიკური განსხვავებების ხელშეუხებლად, რაც ნიშნავს ქრისტიანული კონფესიების თანაარსებობას საერთო პრინციპებისა თუ თეორიული წანამძღვარების საფუძველზე. ეს მოძრობა თანდათან გაფართოვდა და გაძლიერდა, შეიძინა მომხრეები პროტესტანტული სამყაროს გარეთაც და შესაძლებელი გახდა საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზაციის, ანუ ეკუმენური მოძრაობის ბირთვის შექმნა –  „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ სახით. ეს გახლავთ ყველაზე დიდი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაცია, რომელიც დააარსდა 1948 წელს ამსტერდამში.

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არის თანამეგობრობა ეკლესიათა, რომლებიც აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს ღმერთად და მაცხოვრად საღვთო წერილის მიხედვით, იღვწის, რათა აღასრულოს მოწოდება ერთი ღმერთის – მამის, ძისა და წმიდა სულის – განსადიდებლად,“- ვკითხულობთ 1961 წელს მათ მიერ მიღებული კონსტიტუციის პრეამბულაში.

მსოფლიო საბჭოს ფუნქციაა: ხელი შეუწყოს რელიგიურ დენომინაციებს შორის არსებული ბარიერების დაძლევას, კონტაქტებს, თანამშრომლობას საერთო მიზნების მისაღწევად, სწავლაგანათლებას, ქველმოქმედებას, მოსახლეობის ევანგელიზაციას, ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მორწმუნეების უფლებათა დაცვას, საყოველთაო მშვიდობას, თანასწორობას.  

ამჟამად  საბჭოში შედის თითქმის ყველა მართლმადიდებელი, ლუთერული, რეფორმატორული, პრესვიტერიანული, კონგრეგაციონალისტური, ანგლიკანური, ბაპტისტური, მეთოდისტური, ძველკათოლიკური ეკლესიები, კვაკერები. 2008 წლის მონაცემების მიხედვით, აერთიანებს 200 ქვეყნის 500-მდე სხვადასხვა ქრისტიანულ რელიგიურ გაერთიანებას.

რომის კათოლიკური ეკლესია წევრობაზე ჯერჯერობით თავს იკავებს. იგი მხოლოდ მეთვალყურეებს გზავნის სხდომებზე სიტყვის უფლებით. წამყვანი როლი აქ პროტესტანტულ მიმდინაროებებს უკავიათ.  მთავარი ოფისი  ჟენევაში შვეიცარიაში მდებარეობს.

1997 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ევროპის ეკლესიათა კონფერენციის წევრობა შეწყვიტა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რათა თავიდან აერიდებინა შიდასაეკლესიო განხეთქილება. საქართველოში არსებული სხვა ეკლესიები: კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერული, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ბაპტისტური მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ ეკუმენურ შეხედულებებს, მონაწილეობენ ერთობლივ ლოცვაში.

ამგვარად, ეკუმენიზმი, სულ ცოტა, სამ მიმართულებას ითვალისწინებს:

  1. ქრისტიანული კონფენსიების გაერთიანებას;
  2. არაქრისტიანული რელიგიების ინტეგრაციულ პროცესებსა;
  3. ქრისტიანული ეკონუმენური ორგანიზაციების არაქრისტიანულ ორგანიზაციებთან შეთანხმებულ მოქმედებებს.

უკანასკნელთა შორის გამოირჩევა ბუდისტების მსოფლიო საძმო, მსოფლიო ისლამური კონგრესი, ალ–ახზარესთან (ქაიროში) არსებული ისლამური კვლევების ცენტრი და სხვა.

ქრისტიანული ეკუმენური დიალოგის გვერდით უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებს, ე.წ. პანეკუმენური მოძრაობა, რომელიც ქრისტიანული ეკლესიებისა და დიდი მსოფლიო რელიგიების: ისლამის, ბუდიზმის, იუდაიზმისა და ინდუიზმის მრავალმხრივი დიალოგის გაღრმავებას უწყობს ხელს. დღესდღეობით, მსოფლიოში რამდენიმე პანეკუმენური ფორუმი მოქმედებს. საერთორელიგიური ეკუმენიზმის მრწამსის თანახმად, ადამიანთა ცხონება უნდა მოხდეს სხვადასხვა გზით, მათი რწმენის შესაბამისად, რადგან მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტება მეტ-ნაკლებად ყველა რელიგიაშია და ცხონება ყველგან არის შესაძლებელი.

ეკუმენიზმთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხში რელიგიური მიმდინარეობები ერთნაირ პოზიციაზე არიან, თუმცა ზოგიერთზე ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად მამა ანდრია კურაევი ნაშრომში „ეკუმენიზმის გამოწვევა“ აღნიშნავს: „ეკუმენიზმი იწვევს მართლმადიდებლობას და ჩვენ ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ, რომ მართლმადიდებლობა არა მომაკვდავი რელიგია, არამედ ქრისტეს ეკლესიაა, ჭეშმარიტების დამცველი.“

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე „ტაბულასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „იესო არასოდეს ლაპარაკობს ქრისტიანთა ორგანიზაციულ მოწყობაზე, არ საუბრობს კანონებზე, შინაგანაწესზე, ის მხოლოდ ღმერთისა და მოყვასის სიყვარულზე საუბრობს. ეკუმენური ერთობა არის მრავალფეროვნების ზეიმი და არა ერთ ფერამდე დაყვანის მცდელობა.“  

აქვე, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აღნიშნავს: „ეკუმენიზმი საქართველოში ორნაირად ესმით: ერთი, რომ ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ იმ ეკლესიაში, რომელსაც ვეკუთვნი „მე”. მეორე აზრით, უნდა შეიქმნას ერთი, ახალი ეკლესია – ყველას სინთეზი. ორივე შეხედულება მცდარია. ადამიანებს შეგვიძლია, გავხლიჩოთ ეკლესია ხილულ ელემენტებში, მაგრამ არა მის სიღრმისეულ ერთობაში, რაც სულიწმიდას წარმოადგენს. ქრისტეს ერთიანი ეკლესია არ გაყოფილა და არც არასოდეს გაიყოფა. ესაა ჩვენი რწმენა: “მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”. დოქტრინალური განსხვავებებისთვის გვერდის ავლა არ შეგვიძლია, მათი გადაჭრა მოთმინებით გვმართებს.“

და ბოლოს, გთავაზობთ ნაწყვეტს მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი სატატიიდან სადაც ეკუმენური მოძრაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს:

„ეკუმენურ მოძრაობაში ძალიან დიდხანს და ბევრი ვიმუშავე და მისადმი ორმხრივი დამოკიდებულება მაქვს. ერთის მხრივ ეკუმენურ მოძრაობას აქვს მეტად დადებითი მხარეები. მან საშუალება მისცა ქრისტიანებს – ანუ იმ ხალხს, რომელთაც გულწრფელად, სერიოზულად სწამთ ქრისტესი და ხშირად მთელი სულით, მთელი თავდაჯერებით ცხოვრობენ ქრისტიანულად – შეხვედროდნენ ერთმანეთს, აღმოეჩინათ ყველაფერი საერთო, რაც მათ შორისაა, აღმოეჩინათ ყველა სხვაობაც, რაც მათ ჰყოფს და მიუხედავად ამისა დაეწყოთ ერთმანეთის არა კიცხვა, არამედ პატივისცემა, გამოცდილების გაზიარება, ამასთანავე არა მხოლოდ უარყოფითი, არა მხოლოდ პოლემიკური, არამედ იმის გააზრებით, რომ ქრისტიანთა ყოველ ჯგუფს, გამოყოფილს ასწლეულების წინათ, უფიქრია და გადაუტანია ესა თუ ის პრობლემა სხვაზე მეტად. ამ ურთიერთობამ გაამდიდრა ყველა აღმსარებლობა, რომელნიც იყვნენ გახსნილნი სიყვარულისა და პატივისცემისათვის. უარყოფითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეთა უმრავლესობა, რომელიც ეკუთვნის პროტესტანტულ სამყაროს, ფიქრობს ეკლესიის ერთობის აღდგენას მინიმალურ ბაზაზე, მაშინ როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიას მინიმალურ ბაზაზე საუბარიც კი არ შეუძლია, არ შეუძლია ისაუბროს მხოლოდ სახარების ინტეგრირებულ მიღებაზე. “

მასალა მომზადებულია ინტერნეტ რესურსებსა და პუბლიკაციურ ნაშრომებზე დაყრდნობით: www.nplg.gov.ge ; karibche.ambebi.ge ; www.tabula.ge ; xareba.net;  „მართლამდიდებლური ეკლესია და ეკუმენიზმი“, კვირიონი 2000.; ნიკოლოზ არსენიევი-„ქრისტიანულ ეკლესიათა სწრაფვა ერთიანობისკენ და თანამედროვე მშვიდობის პრობლემა“; church.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share18Tweet12

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე
ახალი ამბები

დიუშენის სინდრომის საკითხზე პატრიარქი შიო III მშობლებს შეხვდა – რა გადაწყდა გამართულ შეხვედრაზე

05/19/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026

საინტერესო

იძულებითი ნიშნობის მსხვერპლი – მამა 17 წლის გოგოს ნათესავზე დაქორწინებას აიძულებდა

იძულებითი ნიშნობის მსხვერპლი – მამა 17 წლის გოგოს ნათესავზე დაქორწინებას აიძულებდა

2 years ago
ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

10 years ago
საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება

საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი იქმნება

11 years ago
ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოფარიკავეთა ნაკრებს წარმატება მიულოცა

ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოფარიკავეთა ნაკრებს წარმატება მიულოცა

10 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by