• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დიდი გაქცევის თეორია

10 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, მკითხველის ბლოგი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დავიღალე, თანაც როგორ დავიღალე. კიბეზე ამოსვლისას ქოშინი, მომატებულ წონასთან ერთად, მომატებული დარდის სიმპტომი უნდა იყოს. მტკივა, თანაც როგორ მტკივა. ვგრძნობ, როგორ ცდილობს სიბრძნის კბილი კანი ამოჭრას და ამოვიდეს. ამასობაში სარკეში ჩემს თავთან დიპლომატიურ დიალოგს ვმართავ:

– დღეს უნდა მოხდეს რაღაც დიდი, – ვეუბნები.

– იჯექით, ქალბატონო,  არ ასწიოთ მძიმე უკანალი და თავისით მოხდება ყველაფერი, -მპასუხობს მკვახედ. მე რომ არ ვიყო, ვეჩხუბებოდი.

– აბა, თქვენ რას მირჩევთ ბრძენთა-ბრძენო, წიგნებნაკითხო და თავად განკითხულო?

– თეორია უნდა შექმნა, თეორია.

პასუხად გახლეჩილი ბროწეულიდან კვასკვასა მარცვლებს ვიპარავ და თავს ვირთობ.

– ახლა მაინც შეეშვი ჭამას და დაწერე-მეთქი თეორია, – მიტევს ქალბატონი.

– რომელი მკვლევარი და მეცნიერ-მუშაკი მე მნახე, კარგი რა, შემარგე ეს ბროწეული.

–  არ გახსოვს, როგორი კარგი გამოცდილება გაქვს ამ სფეროში? ეს შენ არ იყავი ,,თოვლის ბაბუის არარსებობის თეორია“ რომ შეიმუშავე, მასზე გაბრაზების საფუძველზე? არასოდეს გხვდებოდა იმ სასაჩუქრე პარკში რამე რბილი სათამაშო, სულ სამი მანდარინი, სამი ცალი, სამი…  რა ვქნათ, არ გქონდა ლაღი ბავშვობა. მერე ,,კარგი ბიჭების არარსებობის თეორია“ იყო, შეყვარებულზე იმედგაცრუებულმა რომ დაწერე, მერე ,,წარმატებით არგათხოვების თეორიაც“, ხომ?

– არა, მანამდე ,,მარტოობის თეორია“ იყო, მამა რომ წავიდა, მაშინ დამეწერა.

– ა, გამახსენდა. მერე არ გრცხვენია ამხელა გოგოს?! კიდევ დაწერე რამე.

სარკეში კარგად დავათვალიერე ჩემი თავი, მართლა რამხელა ვარ, ამის დედაც… არდადეგებმა იცის.

– და გადამალული შოკოლადების ჭამამაც, – ამაგდო სინდისზე.

არ ვიმჩნევ. იატაკზე თაბახის ფურცლებს ვყრი, ხელში ვიღებ უხერხულად წვრილ კალამს, რომელშიც ბროწეულის მარცვლებისფერი მელანი ასხია და წერას ვიწყებ.

გვერდი პირველი –  სათაური: ,,დიდი გაქცევის თეორია“

,,ერთ დღესაც, როდესაც მორიგ გვანცად გავიღვიძებ, მე მოვიცვამ ქურთუკს და ბაჭიებმოხატული ქუდით გავიქცევი. გავიქცევი უკანმოუხედავად და ეს გაქცევა იქნება დიდი. გავიქცევი ქალაქში, რომელსაც დედაჩემის სახელი ერქმევა, (ასე უფრო მშობლიური გახდება ის.) ქუჩებს კი – ჩემი საყვარელი მომღერლების.  ჰიპოთეტურად, ეს მოსახერხებელია. მაგალითად, ბობ მარლის სახელობის ქუჩაზე იქნება ქალთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ,,No woman, No cry“, რომელშიც მოვლენ ახალი წლის, და საერთოდ, ყველა  დღესასწაულის სუფრის მზადებისგან ქანცგაწყვეტილი ქალები. კიდევ ის გოგონები, რომლებსაც მშობლები ძალით ათხოვებენ. ისინიც, ვისაც ღამე აღვიძებს დედიკოს მეგობარი ბიძია და პიანინოზე დაკვრას სთხოვს. იმედია, სხვა ქალაქებში ბოზებად შერაცხული გოგონებიც მოვლენ, რადგან ამ ქალაქში გოგონას პირველ სექსუალურ აქტს ოფიციალურად ერქმევა არა ,,ქალიშვილობის დაკარგვა“, არამედ ,,ქალობის შეძენა“.

ელვის პრესლის ქუჩაზე იქნება კინოთეატრი სახელწოდებით ,,Love me tender, Love me sweet“, რომელშიც ყველა თაობის შეყვარებული წყვილი ივლის. ამ კინოთეატრში, ჩვეულებრივ, საშინელებათა ფილმად ჩაითვლება ,,გია ჯაჯანიძის შოუ“ და ,,პროფილზე“ სიმწრის ცრემლებით იტირებენ. მაყურებელი იხილავს მიხეილ ცაგარელის  კომედიური ჟანრის გადაცემას ,,ვარკსკვლავები გვიყვებიან“. ყველა ბევრს იცინებს და არავის მოუვა თავში აზრად, მართლა იყიდოს გრანდიოზული მაიმუნი და საახალწლო სუფრა, ბანანების რაოდენობის გათვალისწინებით, ამაზონის ჯუნგლებს არ დაამსგავსოს.

ჯო კოკერის ქუჩაზე კი გაიხსნება სუპერმარკეტი – ,,My father’s son”, რომელშიც ფულიანი და თანამდებობიანი მამების შვილების გარდა, ყველა შეიძენს სასურველ ნივთს. აქვე კონფლიქტის კერის არსებობაა გასათვალისწინებელი. შეიძლება სუპერმარკეტს შემოუტიონ და დაგვადანაშაულონ დისკრიმინაციაში, მაგრამ ის ფაქტი მამშვიდებს, რომ ფულიანი მამიკოს შვილები და თავად მამიკოებიც, მდაბიოებს არც კი ეკამათებიან.

მე ქურთუკმოცმული და ბაჭიებმოხატული ქუდით  ვივლი ამ ქალაქში და არ შემეშინდება ჩემი მომავალი პროფესიის, რადგან ამ ქალაქში ჟურნალისტური საქმიანობა არ ემგავსება საჰარას უდაბნოში არტეზიული ჭის გათხრას. ამ ქალაქში გამვლელებს მისალმებისას არ ექნებათ ,,ცე კავშირის“ ყველივით უგემური ღიმილი. ეს იქნება ქალაქი, სადაც ამბები მოხდენამდე არ იქნება ცნობილი.

მერე, ასე მარტივად შემოსილი, შევხვდები ბიჭს. (სასიყვარულო ორკუთხედის გარეშე არ შეიძლება) შევხვდები, გავიცნობ და არ შემეშინდება, რომ მას ჩემ გარდა თაკო, თიკო, ლანკა და ნანჩო  ეყოლება ,,ზაპასში“.  მივალთ უბრალო კაფეში, მივესალმები მას რატომღაც ფრანგულად: ,,Bonjour, mon ami”, მერე მაგიდის ქვეშ შემოვაწყობთ ფეხებს. ჯერ ჩვენს ფეხსაცმელებს შეუყვარდებათ ერთმანეთი, მერე – ჩვენ და როცა წავა, მე გავიფიქრებ, რატომღაც ინგლისურად: ,,yeah, sometimes God is really good designer“.

მე გავიქცევი ამ ქალაქში.

მე გავიქცევი.

ესაა გაქცევის თეორია.“

დავწერე. იმ ღამეს ღრუბლებმა ნაფაზი დაარტყეს და მოთოვა. ჩემ თავთან აღარ ვლაპარაკობდი, არც დიპლომატიურად, არც ისე. თაბახის ფურცლებს თაროზე ვაწყობდი, მტვერგადაწმენდილ წიგნებს შორის. ვაწყობდი ფურცლებს და გაქცევის გეგმას ერთად. დაწოლისას ვიგრძენი, როგორ ამოჭრა სიბრძნის კბილმა კანი. მეშველა.

აღარ მტკივა.

ჰოდა, გავიქცევი.

გვანცა დევიძე

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

როგორია ფსიქოლოგის თვალით დანახული მარიხუანას დეკრიმინალიზაცია?!

როგორია ფსიქოლოგის თვალით დანახული მარიხუანას დეკრიმინალიზაცია?!

9 years ago
მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა

მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა

5 years ago

Airloy: ახალი სუპერმასალა

11 years ago
თბილისი – რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

თბილისი – რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

10 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by