• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამთავრობო დაწესებულებების ურთიერთობის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამთავრობო დაწესებულებების ურთიერთობის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს მოუწოდებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად განახორციელონ.

აღნიშნულ განცხადებას „თბილისი თაიმსი“ სრულად გთავაზობთ:

“საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით წარიმართოს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესის წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად სხვა სახელმწიფო დაწესებულებების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ყველა საქმიანობა – ამომრჩეველთა სიების ფორმირება, ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერ გამოყენებასთან ბრძოლა, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა თუ სხვა, ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მოქმედებით უნდა განხორციელდეს.

აქედან გამომდინარე, მნიშნელოვნად მიგვაჩნია გარკვეული განმარტება გავაკეთოთ ბოლო დროს გაკეთებული რიგი განცხადებების შესახებ:
1. ამომრჩეველთა სია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4 სექტემბრის პრესკონფერენციაზე გაიჟღერა მოსაზრებამ ამომრჩეველთა არსებულ სიებში მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობის შესახებ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადებები არ უწყობს ხელს საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და არჩევნების ნორმალურად წარმართვას. ამავე დროს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო სიები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.
ამომრჩეველთა სიების ფორმირება ხდება სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების – იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხდება ამ მონაცემების გაერთიანება და საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგულარულად ხორციელდება ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი დაინტერესებული მხარეების მიერ.
2010 წელს 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ 100-100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო და უშუალოდ განახორციელა ამომრჩეველთა სიების გადამოწმება.
2012 წელს შეიქმნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია, რომელმაც “კარდაკარის” პროგრამა განახორციელა და რომლის მიერ მოწოდებული სიებით იხელმძღვანელა საარჩევნო ადმინისტრაციამ 2012 წლის 1- ლი ოქტომბრის არჩევნებზე. კომისიის მუშაობაში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტია და სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ძალებით უახლოეს მომავალში, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დასრულებისთანავე, ვაპირებთ განვახორციელოთ “კარდაკარის” პროგრამა, რომლის დროსაც ამომრჩევლებს სპეციალური საინფორმაციო ბარათები დაურიგდებათ და შესაძლებლობა ექნებათ უშუალო და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სიების დაზუსტების პროცესში. ეს არის ცესკოსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა სიებში ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას.
ამასთან, ცესკო-ში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ მოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსია და ნებისმიერი მეთოდით განახორციელონ მისი გადამოწმება.
აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ პოლიტიკოსებმა, მედიამ და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ მტკიცებულებების გარეშე ამომრჩეველთა სიებში არსებითი ხასიათის ნაკლოვანებებზე საუბრისაგან. ეს ამკვიდრებს უსამართლობის განცდას და ეჭვის ქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის სანდოობას.
2. განათლების სისტემა და ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 3 სექტემბერს გააკეთა განცხადება, სადაც განათლების სისტემის მუშაკებისთვის საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვები განმარტა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდელობას პრევენციული ღონისძიებები განახორციელონ ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენების წინააღმდეგ. სასურველია, ეს მცდელობები გარკვეულ კოორდინაციაში იყოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზემოხსენებული განცხადების ის ნაწილი, რომლითაც, საუბნო საარჩევნო კომისიებში საქმიანობა თითქოსდა აკრძალულია საჯარო მოხელეებისათვის, არასწორად იქნა გაგებული პედაგოგთა ნაწილის მიერ და ზოგიერთმა მათგანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობაზე გამოცხადებული კონკურსიდან. ამ ფაქტმა შეიძლება გარკვეული სიძნელეები შექმნას საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს.
ასეთი სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით მოვუწოდებთ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად განახორციელონ”,- ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

05.09.13

Tags: საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამთავრობო დაწესებულებების ურთიერთობის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს
ShareTweet

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

საინტერესო

როგორ აისახება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები

როგორ აისახება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები

4 years ago
„აფბა”: “თელასის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა თბილისში დენზე გრაფიკებს გამორიცხავს”

„აფბა“ ივანიშვილის ანგარიშის ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილს დადებითად აფასებს

10 years ago

ალექსი პეტრიაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

12 years ago
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს

ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს

7 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by