• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიტევების დღე – რატომ ვითხოვთ შენდობას?

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
მიტევების დღე – რატომ ვითხოვთ შენდობას?
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

ყველიერის შვიდეული შენდობის, ანუ მიტევების კვირით სრულდება. ეს ერთადერთი დღეა წელიწადში, როცა მართლმადიდებლურ ეკლესიაში  განსაკუთრებული მსახურება ტარდება, იკითხება შენდობის ლოცვები და მორწმუნეები პატიებას გამოითხოვენ ერთმანეთისაგან.

ამ დღეს ეკლესიაში ხდება გახსენება ადამის განდევნისა სამოთხიდან, თუ როგორ დაკარგა მან  ამპარტავნებით უფლის წიაღი. გაუსინჯა რა ადამიანმა პირველად გემო ცოდვას, გამოსცადა ტანჯვა-ღმერთთან გაშორებისა, იმთავითვე გაჩნდა საჭიროება სინანულის, ღვაწლისა დაკარგული სამოთხის დასაბრუნებლად. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობდა „ამპარტავნება მანკიერებათა დედაა“. მიტევების დღე კი ერთგვარი ბრძოლაა საკუთარ თავში დათრგუნოს ადამიანმა ეს უდიდესი ცოდვა თავმდაბლობით, სინანულით მოყვასისა და უფლის წინაშე პატიების თხოვნით.

საკვირაო წირვაზე ასევე იკითხება ეპიზოდი მათეს სახარებიდან, რომელიც სრულებით ასახავს როგორც მიტევების მნიშვნელობას ასევე, თუ როგორ უნდა განვლოს მორწმუნემ დიდ მარხვის პერიოდი:

„თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.

ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.

და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ–პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.

რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.

არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.

 ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.“(მთ., VI, 14-21.)

„შევურიგდეთ, მივუტევოთ ურთიერთსა ყოველნი შეცოდებანი და ბრალნი. გარეშე ამის პირობისა უსარგებლო იქნება ლოცვა, მარხვა და ყოველი სულიერი შრომა. ვისაც გულში აქვს ვისმესთან მტერობა, შური, უკმაყოფილება, ის ნუ დაჰკარგავს ამაოდ დროებასა, ნუ შეუდგება მარხვასა და მომზადებასა, ვიდრე წინაპირველად არ შეურიგდება მოძულესა, არა აპატიებს ყოველთა მისთა შეცოდებათა. ყოველი კაცი უნდა გიყვარდეს. ყოველი კაცის ბედნიერება უნდა გსურდეს და გიხაროდეს, და ყოველი კაცის მწუხარება და უბედურება შენთვისაც სამწუხარო უნდა იყოს, და ესრეთ კეთილ-განწყობილმან, მშვიდობიანითა გულითა შეუდექი მარხვასა და ლოცვასა. გარეგანი მარხვა, ესე იგი საჭმლის და სასმლის გამოცვლა უნდა იყოს ხერხი, ანუ გზა ვნებათა და ცოდვათა მოკლებისა და მოსპობისა, და ესრედ ვინც ამპარტავანი არის სიმდაბლე შეიძინოს ამ დიდ-მარხვაში: ანგაარმა კაცმა, უანგარობა მოიგოს, ანჩხლმა და მაშფოთარმა სიმშვიდე, მემთვრალემ, მუცლის მონამ, ფხიზლობა, ზომიერება, ცრუ და უმართლომ გულწრფელობა და სიმართლე შეიყვაროს; თუ ვინმემ სხვისი რაიმე მიითვისა უმართლოდ, დაუბრუნოს. ეს იქნება ჭეშმარიტი მარხვა!“- ამბობს წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ერთ-ერთ ქადაგებაში.

მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს აღდგომისათვის. დღეს შენდობის თხოვნის ტრადიცია ეკლესიაში სულდება, როდესაც წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმსახური განურჩევლად იერარქიული საფეხურისა მრველისაგან ითხოვს პატიებას.

ილია მეორე- „დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ას გულისტკივილი არ მიეყენებინოს. წმ. პავლე მოციქული ამბობდა, რომ ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. მართლაც, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ მაინც სჩადის და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არა გაგვიკეთებია რა. მართალია, ძნელია შენდობა მისი, მაგრამ ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ამის სულიერი ძალა მოიპოვოს. რა თქმა უნდა, შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს. ნუ დაელოდებით სხვის მოსვლას თქვენთან პატიების სათხოვნელად. თქვენ თვითონ მიდით მათთან, თაყვანი ეცით და შენდობა ითხოვეთ. შეიძლება მათ არც შეგინდონ, მაგრამ მთავარი ხომ უფალია, რომელიც თქვენს ყოველ საქმეს ხედავს და რომელიც თქვენზე წყალობას მოიღებს.“

უმთავრესია გულით განიცდიდეს ადამიანი დანაშაულს მოყვასის წინაშე, ჰქონდეს გააზრებული საკუთარი ცოდვა, წრფელი სინდისით გამოითხოვოს მოწყალება და სიტყვები-“შემინდე, რაც გაწყენინე”, რომლითაც მიმართავენ მორწმენეები ერთმანეთს სხვების თავლის ასახვევათ, ფარისევლურად არ წაროთქვან. როგორც წმინდა მამები ამბობენ: „თუკი ვერ მივაღწიეთ იმ სულიერ მდგომარეობას, რომ ნათლად ვხედავდეთ ჩვენს ცოდვებს და სინანულით ვითხოვდეთ შენდობას, უმჯობესია, საერთოდ არ წარმოთქვან ჩვენმა ბაგეებმა: “მაპატიე”.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან, 27 თებერვლიდან იწყება აღდგომის მარხვა და 16 აპრილს  სრულდება.

სოფიკო ნინიკაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In