• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წარუმატებლობის დაძლევა შესაძლებელია თუ შეცდომის დაშვების არ შეგვეშინდება – ფსიქოლოგი ნინო თოფურია

9 years ago
in საზოგადოება
A A
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დაბნეულობა ხელს გვიშლის წარმატებულ საქმიანობაში? – ფსიქოლოგის რეკომენდაციები
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამბობენ, წარმატება და წარუმატებლობა ერთმანეთთან ახლოს მდგომი ცნებებიაო. წარმატების მიღწევის მეთოდებზე ბევრს საუბრობენ, განიხილავენ და მსჯელობენ. ხშირად იმასაც აღნიშნავენ, რომ მას საკუთარი ფორმულაც აქვს. თუმცა ხშირად ცხოვრებაში ისე ხდება, რომ უიღბლოდ გატარებული დღეები ერთმანეთს აეწყობა და ხალისსაც გვიკარგინებს. საინტერესოა რა წინაპირობები იწვევს წარუმატებლობას და რა გადაკვეთის წერტილები აქვს მას წარმატებასთან. „თბილისი თაიმსმა“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფსიქოლოგ ნინო თოფურიას მიმართა  და შეეცადა გაერკვია როგორ შეიძლება დავძლიოთ წარუმატებლობა, რამდენად გვაკარგინებს მოტივაციას წინასწარ დაგეგმილი და მოყოლილი ამბები და რა გავლენა აქვს განწყობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

არსებობს თუ არა წარუმატებლობის განმსაზღვრელი წინაპირობები და თუ შეგიძლიათ, რომ დეტალურად მესაუბროთ რა გარემოებები უწყობს ხელს წარუმატებლობას ადამიანის ცხოვრებაში?

– დავიწყოთ იქედან, რომ ცნებები წარმატება და წარუმატებლობა სუბიექტურია. ის, რაც ერთისთვის წარმატებაა, სხვისთვის შესაძლოა წარუმატებლობასთან ასოცირდებოდეს და პირიქით. ამიტომ ყველა ჩვენგანს ამ ორი ცნების საკუთარი პირადი შეფასება აქვს.

რა არის წარმატება და წარუმატებლობა? ადამიანთა უმრავლესობა შესაძლოა თვლიდეს, რომ წარმატება ეს არის მუდმივი გამარჯვება ყველანაირი დამარცხების გარეშე, ხოლო წარუმატებლობა მუდმივი მარცხია, გამარჯვებების გარეშე. ერთი სიტყვით, ჩვენ ამ ორ მდგომარეობას ვაფასებთ მხოლოდ საბოლოო შედეგის გათვალისწინებით და მთლიანი სურათის უგულვებელყოფით, რაც რა თქმა უნდა არასწორი მიდგომაა. წარმატებაც და წარუმატებლობაც მთელი რიგი წინსმწრები მოვლენებითა და წინაპირობებით ხასიათდება.

  • თვითრწმენის ნაკლებობა– თუ ადამიანს არ სჯერა, რომ ესა თუ ის საქმე გამოუვა და მას არ აქვს საამისო რესურსები, საქმე რა თქმა უნდა თავიდანვე განწირულია მარცხისკენ.
  • შეცდომის დაშვების შიში– ეს შიში ბავშვობიდან მოდის. თუ სოციალიზაციის აგენტები – მშობლები და მასწავლებლები, ბავშვს კიცხავენ ყოველი შეცდომის შემდგომ, ამით ხდება დასწავლა, რომ შეცდომა ცუდია, არასწორია და ეს ჩემი ბრალია. ასაკის მატებასთან ერთად ეს დასწავლილი შეხედულება იზრდება და იძენს მეტად გართულებულ ფორმას, რაც ხელს უშლის ადამიანს საკუთარი რესურსების გამოვლენასა და კუთვნილი წარმატების მიღწევაში.
  • მზაობის არქონა– როდესაც ადამიანი არ არის შინაგანად მზად, გადადგას ნაბიჯი, შეცვალოს სიტუაცია თუნდაც უკეთესობისკენ. ამ შემთხვევაში შესაძლოა ადამიანი იყოს კომფორტის ზონაში და არ სურდეს მისი დატოვება. ის აკეთებს საქმეს, მაგრამ საქმე არ გამოდის, რატომ? იმიტომ, რომ ეს მას შინაგანად არ სურს და საქმის წარმატებით დასრულებას ქვეცნობიერად ბლოკავს.
  • შინაგანი მოტივაციის არ ქონა– სირთულე მდგომარეობს იმაში, განსაზღვრო რაღაც ნამდვილად შენ გსურს თუ ეს სურვილი სხვებმა მოგახვიეს თავს და რეალურად შენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამის განხორციელება. წარმატება გრძნობს ვის სურს მისი მიღება და სწორედ მასთან მიდის. ასევეა წარუმატებლობაც.

ერთ-ერთი მიზეზია ასევე ბუნდოვანი მიზანი და არასწორად ფორმულირებული გეგმა. საჭიროა ტვინს მივცეთ სწორი და კონკრეტული მითითება და ისიც ასეთსავე ორგანიზებულ ქმედებას დაგვიბრუნებს საპასუხოდ და პირიქით, თუ ტვინს მივაწვდით ქაოტურ ინსტრუქციას, ის დაიბნევა და შედეგი იქნება ისეთივე გაურკვეველი, როგორიც იყო შეკვეთა.

როგორი ადამიანები არიან მიდრეკილები წარუმატებლობის ფენომენის მიმართ(პესიმისტი, ოპტიმისტი, რეალისტი) და რამდენად მნიშვნელოვანია განწყობა მიზნის მიღწევის გზაზე?

– შევთანხმდეთ იმაზე, რომ შეცდომას უკლებლივ ყველანი ვუშვებთ და ეს ნორმალურია. ერთადერთი რაც ამ კუთხით განგვასხვავებს არის შეცდომის დაშვებისადმი ჩვენივე დამოკიდებულება, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური. და სწორედ ამის მიხედვით შეგვიძლია დავყოთ ადამიანები ოპტიმისტებად, პესიმისტებად და რეალისტებად.

ოპტიმისტი წარუმატებლობას ხედავს, როგორც ახალ და საინტერესო გამოცდილებას; პესიმისტი კიდევ უფრო ნეგატიური რწმენით განეწყობა მომავლის მიმართ; ხოლო რეალისტი აანალიზებს არსებულ ფაქტებს და მიიღებს მათ ისეთად, როგორიცაა არსებულ მდგომარეობაში.

განწყობას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წამყვანი როლი ენიჭება მიზნის მიღწევის პროცესში, ვინაიდან სწორედ ის ქმნის შესაბამის მოტივაციას და ქმედებისადმი საჭირო მზაობას, რომ ადამიანმა განახორციელოს გარკვეული ქცევა და მიაღწიოს დასახულ მიზანს, დაიკმაყოფილოს არსებული მოთხოვნილება. ნეგატიური განწყობა იწვევს ნეგატიურ მოლოდინებს და ადამიანის ქცევაც ასევე პასუხობს გარემოს, რაც შესაბამისად ქმნის ნეგატიურ მანკიერ წრეს და ჩვენ ვიზიდავთ უსიამოვნო მოვლენებსა და წარუმატებლობებს. ნეგატიური განწყობა შესაძლოა მოიცავდეს დაბალ თვითშეფასებას, დაბალ თვითრწმენას, დაბალ მოლოდინებს, პესიმიზმს, შფოთვას. პოზიტიური განწყობა იწვევს მთლიანი ორგანიზმის სტიმულაციას და ადამიანიც ენერგიული, მოტივირებულია აკეთოს მეტი, ეფექტურად და მომავლის იმედით. მისი მოლოდინი გაჯერებულია ენერგიული, ხარისხიანი და ჯანსაღი ქმედებებით, რაც რა თქმა უნდა იწვევს ასეთსავე შედეგს და ადამიანის ცხოვრებაში ხდება პოზიტიურ მოვლენათა მთელი ჯაჭვი. პოზიტიური განწყობა თავის მხრივ მოიცავს მაღალ თვითშეფასებას, შინაგან მოტივაციას, ჯანსაღ მოლოდინს, რწმენას, რომ ყველაფერი გამოვა და მზაობას,  რომ ეს ნამდვილად მოხდება.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას უიღბლობასთან აკავშირებენ და ამბობენ, რომ რაც უნდა გააკეთონ, არაფერი გამოსდით. როგორ უნდა მოიქცეს პიროვნება, თუ მის ცხოვრებაში წარუმატებელი ფაქტები ერთმანეთის თანმიმდევრულად ხდება?

– ჩვენ გარშემო ხდება ის, რაც ჩვენს შიგნითაა. ეს პოზიტიური მიგნებაა, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრების კონტროლი.

აქ საკვანძოა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და არა განტევების ვაცის ძიება. სავარაუდოდ, გსმენიათ როტერის კონტროლის ლოკუსის შესახებ, რომელიც მოიაზრებს ადამიანის მოლოდინს, საკუთარი წარმატება-წარუმატებლობა მიაწეროს შინაგან თუ გარეგან ფაქტორებს. შინაგანი ანუ ინტერნალური ლოკუსის მქონე ადამიანები მიზეზებს მუდამ საკუთარ თავში ეძებენ და შესაბამისად თვლიან, რომ შეუძლიათ თავადვე აკონტროლონ ცხოვრება. ხოლო გარეგანი ლოკუსის მქონენი ანუ ექსტერნალები საკუთარ წარმატებას თუ მარცხს მიაწერენ გარეგან ფაქტორებს. შესაბამისად, ინტერნალები თავიანთ ქცევებსა და შეხედულებებზე იღებენ პასუხისმგებლობას, ხოლო ექსტერნალები პირიქით, ცდილობენ პასუხისმგებლობის არიდებით, სხვას დააკისრონ ის.

ამიტომ, თუ ადამიანს სურს გაწყდეს მის ცხოვრებაში მიმდინარე წარუმატებელი მოვლენების ჯაჭვი, პირველ რიგში, უნდა დაფიქრდეს რატომ ხდება ეს მოვლენები და რითი გვანან ისინი ერთმანეთს. ჩვენ იქამდე გვემართება ერთი და იგივე მარცხები სხვადასხვა სახით, სანამ ამ მარცხის მიზეზს არ ჩავწვდებით და მას გამოცდილებად არ გარდავქმნით.

არსებობს, მოსაზრება, რომ თუ ჩვენს სამომავლო გეგმებზე ხმამაღლა ვისაუბრებთ, მათი განხორციელების ალბათობა მცირდება. აქვს თუ არა ამ მოსაზრებას ფსიქოლოგიური საფუძველი და რამდენად შეესაბამება ის რეალობას?

– დიახ, ეს მეცნიერულად დადასტურებული გახლავთ და მას საკმაოდ ლოგიკური საფუძველიც უდევს. რაც მეტად ხშირად ვყვებით იმ გეგმების შესახებ, რომლის რეალიზებაც ჯერ არ მომხდარა, მით მეტად ვზრდით ამ გეგმების წარუმატებლობის შანსს. განუხორციელებელ გეგმაზე ხშირი საუბარი იწვევს ადამიანის თვითიდენტიფიცირების დაკმაყოფილებას. ტვინი კმაყოფილდება იმით, რასაც თქვენ ამბობთ, ვინაიდან თვლის, რომ ის უკვე შესრულებულია და ეკარგება მოტივაცია უკვე დაკმაყოფილებული მოთხოვნილების მიმართ. ნუ ისაუბრებთ საჯაროდ ყველასთან საკუთარი განზრახვების, გეგმებისა და მიზნების შესახებ, მანამ, სანამ ეს არ შესრულდება, რათა არ გამოიწვიოთ ტვინის დემოტივირება. შეგიძლიათ ამაზე ისაუბროთ ისეთ კომპეტენტურ ადამიანებთან, რომელთა რჩევებიც დაგეხმარებათ მიზნის განხორციელებაში.

რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს წარუმატებლობის ხანგრძლივმა განცდამ და სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, რომელიც თავს წარუმატებლობის „მსხვერპლად“ მიიჩნევს?

– წარუმატებლობა იგივე სტრესორია. ასეთი შეიძლება იყოს ხანგრძლივი უმუშევრობა, არშემდგარი ურთიერთობები, ხშირი დაძაბულობა ოჯახსა თუ სამსახურში. ერთი სიტყვით, დროში გახანგრძლივებული სტრესორი იწვევს ხანგრძლივ სტრესს, რაც ადამიანის შინაგან სამყაროს ნელ-ნელა ანგრევს და ფიტავს მას რესურსებისგან. შესაბამისად, მაქსიმალურად ნეგატიური შედეგი, რაც შეიძლება მან გამოიწვიოს არის ადამიანის შინაგანი გამოფიტვა, თვითშეფასების დაწევა, ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, სიბრალულის განცდა, უარყოფითი სელფის ჩამოყალიბება. ხანგრძლივად წარუმატებელი ადამიანი ნელ-ნელა იწყებს იმაზე ფიქრს, რომ „მე უსარგებლო, სულელური და უნიჭო ვარ, ამიტომაც არ გამომდის არაფერი.“ საკუთარი თავის მიმართ რწმენის დაკარგვა კი უშუალოდ იწვევს დემოტივირებას, მოდუნებას, დეპრესიისკენ მიდრეკილებას, საზოგადოებისგან გარიყვას, საკუთარ თავში ჩაკეტვას. ადამიანი იჯერებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ბრალია, ის ცუდია და ამიტომაც ემართება მსგავსი მოვლენები. პოზიტიური მიდგომა ის არის, რომ პრობლემის იდენტიფიცირებით, მისი მოგვარება შესაძლებელი და მიღწევადი ხდება.

რა იქნება თქვენი, როგორც ფსიქოლოგის, რეკომენდაცია, როგორ დავძლიოთ წარუმატებლობა, არსებობს თუ არა კონკრეტული რჩევები, რაც უნდა გავითვალისწინოთ წარუმატებლობის დამარცხების გზაზე?

  • ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვების, რაღაცის არასწორად გაკეთების. ერთხელ არ გამოგივიდათ? სამაგიეროდ მომდევნო ჯერზე გეცოდინებათ რა არ უნდა გააკეთოთ და ეს ნორმაა. ამას ეფუძნება ცდისა და შეცდომის ცნობილი მეთოდიც. შეცდომა გვანვითარებს თუ მას სწორად ვაანალიზებთ და გამოცდილებად გარდავქმნით.
  • აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევებსა და დამოკიდებულებებზე თუ გსურთ, რომ იყოთ თავდაჯერებული და თავისუფალი.
  • დაკავდით თვითანალიზით. ეს გახლავთ პანაცეა. სწორი თვითანალიზი ხელს უწყობს ნებისმიერი სტრესული სიტუაციის გამკლავებასა და შინაგან სიძლიერს. ასეთმა ადამიანმა იცის თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები, ობიექტურად აფასებს საკუთარ და სხვათა ქცევებს, ეჩვევა მსჯელობას, ფიქრს, საკუთარ თავთან სწორ კომუნიკაციას. ცხოვრებაში ბარიერები მუდამ შეგვხვდება, მაგრამ თვითანალიზის, საკუთარ მესთან კომუნიკაციითა და მისი მიმღებლობით, ჩვენ სტრესგამძლენი ვხდებით.
  • გაწერეთ თქვენი მიზნები. რა მსურს, რატომ მსურს, რას მივიღებ, თუ ამას ნამდვილად მივაღწევ? შემდეგ ჩაშალეთ ისინი კონკრეტულ მოქმედებებად – რა უნდა გავაკეთო ამ მიზნის მისაღწევად.
  • წარუმატებლობისგან თავის დაღწევის ბრწყინვალე საშუალებაა ცოდნის გაღრმავება. იკითხეთ მეტი. ცოდნით ნებისმიერი შიშის დამარცხება შეიძლება. ნებისმიერი წარუმატებლობის მიღმა კი მუდამ რაღაცის შიში იმალება.
  • იზრუნეთ მუდმივ განვითარებაზე. იკითხეთ წარმატებული ადამიანების შესახებ. უყურეთ სამოტივაციო ვიდეოებს, ფილმებს. დაკავდით ფიზიკური აქტივობით. ისწავლეთ საკუთარი თავის ისეთად აღქმა და შეყვარება, როგორიც რეალურად ხართ.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს

2 years ago

ევროკავშირის წარმომადგენელი: „საქართველო ყოველთვის იყო საიმედო პარტნიორი“

9 years ago
აგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

მიხეილ ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

8 years ago
“ეს ვიდეო გაკვეთილები სავალდებულო აღარიქნება” – ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა: მედიაომბუდსმენს არსებულ ომბუდსმენზე მეტი წონა ექნება

9 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by