• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“წლის წიგნის” პრეზენტაცია და სპორტის რაინდის ჯილდო

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს,  „ქორთიართ მარიოტში“  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამოცემული ჟურნალის “წლის წიგნის” პრეზენტაცია გაიმართა.

“წლის წიგნი“ ყოველწლიური ჟურნალია, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მეხუთედ გამოსცემს. პრეზენტაცია კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გახსნა, რომელმაც გასული წლის სეზონი შეაჯამა. წიგნში 2015-2016 წლების სეზონების ყველა მნიშვნელოვანი საკალათბურთო მოვლენაა თავმოყრილი და  მას ორგანიზება ფედერაციამ გაუწია პარტნიორ კომპანიებთან  და მხარდამჭერებთან ერთად.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე – „ეს არის მეოთხე გამოცემა ჩვენი ბროშურის, სადაც მოთავსებულია ყველა ის ინფორმაცია რაც დაკავშირებულია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შარშანდელი სეზონის აქტივობასთან. ჟურნალის ვიზუალური მასალა წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმაში და განსაკუთრებით საინტერესოა სტატისტიკური მასალა, რომლის მოძიება, გარდა საბეჭდი ვარიანტისა, სპორტის გულშემატკივრებს ასევე ჩვენს საიტზეც შეეძლებათ. ძალიან საინტერესო წელი იყო. ბევრი საინტერესო რამ მოხდა ქართულ კალათბურთში და იმედია გაეცნობა ამ ჟურნალს გულშემატკივარი.”

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკალათბურთო სამყაროს წევრები და მოწვეული სტუმრები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, თბილისისა და რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტები, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა (სუპერლიგა) და სხვადასხვა ლიგებში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები, მენეჯერები, ბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ფედერაციის მედია პარტნიორები, სპონსორები და მხარდამჭერები.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა ვეტერანი კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი, რომელსაც დღეს 70 წელი შეუსრულდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი – „მსურს მივულოცო ბატონ გივის იუბილე. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კალათბურთის განვითარებაში და სწორედ ამიტომ მივანიჭეთ სპორტის რაინდის წოდება. ვფიქრობ, ჩვენი სპორტსმენების სათანადო დაფასება, ჩვენი წარსული არის იმის წინაპირობა, რომ შევქმნათ აწმყოც და მომავალიც უფრო წარმატებული.

ყველა კალათბურთელს თავისი დიდი წვლილი მიუძღვის და განსაკუთრებით იმ თაობას, ვინც თავის დროზე დიდება მოუტანეს ჩვენს კალათბურთს. დარწმუნებული ვარ, საკალათბურთო ოჯახის ერთიანობა საწინდარი გახდება იმისა, რომ  ჩვენი კალათბურთელები წარმატებულად იასპარეზებენ, როგორც უახლოეს ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე,  ასევე შემდგომ ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე.

იმედი მაქვს, ბატონი გივის და ყველა კალათბურთელის ოცნებას გავაჟღერებთ, რომ  ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ შემდგომში ჩვენი ნაკრები წარმოდგენილი იყოს ოლიმპიურ თამაშებზე.” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა ვატო ნაცვლიშვილმა კლუბის სახელით გივი ბიჭიაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა.

ვეტერან კალათბურთელს იუბილე და ჯილდო სპორტის კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმაც მიულოცა:

„ორმაგად გახარებული ვარ. გივი ბიჭიაშვილის მთელმა საკალათბურთო ცხოვრებამ (და არამარტო) ჩემს თვალწინ გაიარა. ახალგაზრდობაში რეპორტაჟები მიმყავდა პირველ არხზე და როდესაც გივი ბიჭიაშვილს გამოაცხადებდნენ და ის თმას გაისწორებდა, ყველამ ვიცოდით, რომ ბურთი აუცილებლად ჩავარდებოდა. წლების განმავლობაში ლიდერი იყო, ხოლო, როდესაც ის წავიდა, თითქოს მის გუნდს გაუჭირდა. როდესაც გივი კალათბურთის მწვრთნელობის ასპარეზზე გამოჩნდა, ის სწორედაც, რომ  პირველი იყო…

გივი, არამარტო კალათბურთში, არამედ ოჯახშიც ყოველთვის გამორჩეული და სამაგალითო პიროვნებაა. მინდა გივის მივულოცო და გისურვოთ, რომ ყველა სპორტსმენისა და კალათბურთელის იუბილე ქართული სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმატებას ასე დაემთხვას.“  – თქვა ჯამლეტ  ხუხაშვილმა.

ნინო მაზიაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

პრემია „ივერია“ წლევანდელ ლაურეატებს გამოავლენს

პრემია „ივერია“ წლევანდელ ლაურეატებს გამოავლენს

9 years ago
„Open Batumi – 2015“-ზე პირველი საქართველოა

„Open Batumi – 2015“-ზე პირველი საქართველოა

11 years ago
მეუფე იაკობი: “ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის”

მეუფე იაკობი: “ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის”

8 years ago
ქართველმა პიანისტებმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე I და II ადგილები დაიკავეს

ქართველმა პიანისტებმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე I და II ადგილები დაიკავეს

5 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by