მიმდინარე წლიდან წამლების ნაწილის რეცეპტით გაცემა სავალდებულო ხდება.
შესაბამისი ცვლილება 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და 1 სექტემბერს დასრულდება. ახალი რეგულაციების გადავადების ერთერთ მიზეზად, რიგების წარმოქმნის თავიდან აცილება სახელდება.
სწორი მკურნალობა, წამლებზე დანახარჯების შემცირება და ნარკოტიკული თრობის კლება, – ეს ის მთავარი გარემოებებია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მსგავსი რეგულაციების შემოღება გადაწყვიტა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი სიახლეს უარყოფითად ხვდება.
03.01.14