• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„Spilow”- ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც ლონდონში გადის

9 years ago
in ეკონომიკა
A A
„Spilow”- ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც ლონდონში გადის
19
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„Spilow” ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც მხოლოდ ბავშვის ტანსაცმელს ქმნის. ბრენდი სულ რაღაც ერთი წლის წინ შეიქმნა, თუმცა დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ბრენდი „სპილოუ“ სამმა მეგობარმა ტასო ჯაფარიძემ, მარინკა ღარიბაშვილმა და სოფო ჩხაიძემ შექმნეს და შექმნის დღიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტანსაცმელს, რომელიც მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან იკერება. ქართულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაიწყო თანამშრომლობა ლონდონში არსებულ მაღაზია „Igloo-სთან“ და საკუთარი ბრენდი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიტნა. ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ტასო ჯაფარიძე „თბილისი თაიმსთან“  „სპილოუს“ შექმნაზე, წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როდის შეიქმა ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „სპილოუ“?

– დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ საქმიანობა მე და ჩემმა მეგობრებმა. თავდაპირველად შევკერეთ რამდენიმე საცდელი ტანსაცმელი და დავდეთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე.  საოცარია, მაგრამ თავიდანვე დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა.სწორედ ამიტომ,  გადავწყვიტეთ  ეს წამოწყება უკვე ბიზნესად გვექცია და დაგვეწყო საბავშვო ტანსაცმელების შეკერვა მომხმარებლისთვის. დღეს ჩვენ სხვადასხვა სამკერვალოში ვკერავთ ტანსაცმელს,  ჩვენი მოფიქრებული და შექმნილი დიზაინით.

ძირითდად რა მასალას იყენებთ ტანსაცლის შესაქმნელად?

– ვკერავთ მხოლოდ ბუნებრივი ნაჭრებისგან და ამავე დროს, ვცდილობთ, რომ „spilow-ს“ ტანსაცმელი იყოს მხიარული და ფერადი. გარდა მხიარული ფერებისა, ჩვენ ვზრუნავთ რომ ბავშვებმა ჩვენს ტანსაცმელში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ და ხელი არ შეეშაოთ თამაშსა და სხვადასხვა აქტივობაში. ძირითდად გამოიყენება ბამბა, გვაქვს აბრეშუმი და სხვასახვა ქსოვილი გასაფორმებლად, თუმცა ძირითადად მაინც ბამბისგან იკერება ჩვენი ტანსაცმელი.

როგორც ცნობილია, „სპილოუ“ დიდი ბრიტანეთის დედაქალქში გადის ექსპორტზე,მკითხველს რომ უამბოთ, როგორ დაიწყო თანამშრობლობა?

– ჩვენი ერთ-ერთი დამფუძლებელი ცხოვრობს ლონდონში და იქ არის საბავშვო მაღაზია „Igloo”, რამდენიმე თვის წინ მისი დახმარებით გავაგზავნეთ რამდენიმე საცდელი ვარიანტი, მცირე კოლექცია. როგორც ჩანს, მოწონება დაიმსახურა, რადგან კიდევ შეგვიკვეთეს მორიგი კოლექციის გაგზავნა. მათთვის დავამზადეთ საკარნავალო ფორმები წიგნის  დღისათვის. წიგნის დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება და ამ დღით ბავშვები სკოლაში წიგნის გმირების ფორმებში გამოწყობილები მიდიან.

რა ასაკის მომხმარებელზე გათვლილი „სპილოუს“ ტანსაცმელი?

– „სპილოუს“ ტანსაცმელი ერთიდან თორმეტ წლამდე ბავშვებზეა გათვლილი.  ტანსაცმლის შექმნა მხოლოდ ბავშვებისთვის დავიწყეთ და დღესაც ასე ვაგრძელებთ. მართალია ძალიან ხშირად გვთხოვენ  უფროსებისთვისაც შევკეროთ ტანსაცმელი. თუმცა, ვაპირებთ, რომ ჩვენ მხოლოდ ბავშვის ტანსაცმელი შევქმნათ.

როგორია ფასები და რამდენად მაღალია კონკურენცია?

– ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. ყველას შეუძლია მათი შეძენა. ეს არაა გათვლილი კონკრეტულ სეგმენტზე.  გვაქვს საბავშვო ტანსაცმელი,რომელის ფასები  15-20 ლარიდან  იწყება. კებების ფასი დაახლოებით 40-50 ლარია, ქვედაბოლები 30-45  ლარამდე. სხვა მაღაზიებთან შედარებით, ჩვენი ბრენდის ტანსაცმელი, გაცილებით იაფია და ამავე დროს ხარისხიანი. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.განსაკუთრებით ის მოსწონთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში იქმნება. ქართულია და ხარისხიანი. ამიტომ სიამოვნებით ყიდულობენ.

სად შეიძლება თქვენი ბრენდის შეძენა?

– ჯერჯერობით ჩვენი საკუთრი მაღაზია არ გვაქვს. თუმცა „სპილოუს“ შეძენა შესაძლებელია რამდენიმე მაღზიაში. ერთ-ერთი მათგანია „მფრინავი მღებავი“, რომელიც „ფაბრიკაში“ მდებარეობს და მაღაზია „ქაოსში“.

რა იყო საწყისი კაპიტალი, რაც დაგეხმარათ იდეის ბიზნესად ქცევაში?

– არანაირი კავშირი არ გვქონდა არც ერთ ჩვენგანს ტანსაცმლის დიზაინთან. უბრალოდ სამივეს გვყავს შვილები და ვინაიდან მარტივად ვერ ნახავ კარგი ხარისხის  ტანსაცმელს, რომელიც ამავე დროს იქნება ხელმისაწვდომ ფასად. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჩვენ თავად მოგვესინჯა ასეთი ტანსაცმლის შექმნა.  თავდაპირველად ბიზნესი ჩვენი ხელფასებიდან დავიწყეთ და ნელ-ნელა გავაფართოვეთ. გაყიდვებიდან შემოსულ ფულს უკან ვაბრუნებდით და ასე გაიზარდა ტანსაცმლის რაოდენობაც და დიზაინიც.

როგორია „სპილოუ“ სამომავლო გეგმები?

– ვგეგმავთ, რომ თავად შევქმნათ ჩვენი სამკერვალო და გავაკეთოთ საკუთრი მაღაზია, სადაც ჩვენი ბრენდი გაიყიდება. ჯერჯერობით, ყველაფერს ჩვენ ვქმნით, თუმცა მომავალში ვაპირებთ ასევე დიზაინერის აყვანას.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

“თუშეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყლისა და ელექტროენერგიის საკითხის მოგვარება”

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

10 years ago

„მე მაქვს მანდატი და დიდი სურვილი სკოლებს დავეხმარო” – ალექსანდრე ჯეჯელავა

10 years ago
გამომცემლობა „პალიტრა L“-მა  სააღდგომოდ მსჯავრდებულებს წიგნებს გადასცა

გამომცემლობა „პალიტრა L“-მა სააღდგომოდ მსჯავრდებულებს წიგნებს გადასცა

12 years ago
“კა­იფ­ში იყო, მი­ვი­და ბი­ძას­თან, ს­რო­ლა ატეხა, 3 ადა­მი­ა­ნი ბაზ­რო­ბა­ზე მოკ­ლა და მეოთხე კიდევ ტაქ­სის მძღოლი” – საზარელი ტრაგედიის დეტალები

“კა­იფ­ში იყო, მი­ვი­და ბი­ძას­თან, ს­რო­ლა ატეხა, 3 ადა­მი­ა­ნი ბაზ­რო­ბა­ზე მოკ­ლა და მეოთხე კიდევ ტაქ­სის მძღოლი” – საზარელი ტრაგედიის დეტალები

2 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by