“ახალი რელიგიური ორგანიზაცია დარეგისტრირდა ფორმალურად. თავიდანვე გაცხადებული იყო,რომ ეს შეიქმნა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად. ოფისში ამოპრინტული საბუთით როგორ შეიძლება რომ ადამიანს რწმენა შეერყეს, არ მესმის”. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “რეაქციას” ეთერში ისაუბრა.
“აქამდე ვცადეთ ყველა ლეგალური გზა, კანონმდებლობის ინიციატორიც ვიყავი წინა პარლამენტში, რომელიც სამწუხაროდ ვერ გავიტანე. მექანიზმი, რომელიც გამოვიყენეთ, ჩადებულია რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობაში, პრეფერნეცია გულისხმობს,რომ თუ ადამიანი არის მღვდელმსახური, მას აქვს უფლება, რომ არ წავიდეს ჯარში.
უკვე 100-ზე მეტი ახალგაზრდაა, რომლებმაც აიღეს ეს მოწმობა. მათ ვუხსნით,რომ არანაირი კავშირი არ აქვს რწმენასთან, არავინ არავის არ თხოვს, რომ საკუთარ რწმენაზე უარი თქვან. თუ არგუმენტი ის არის, რომ ამ მოწმობით ისინი მართლმადიდებლობას კარგავენ, ამ ქვეყანაში ყოველდღე ადამიანები იპარავენ, ცოლებს ნაჯახებით კლავენ, ფარისევლობენ და ამის გამო არ კარგავენ მართლმადიდებლობას.
“გირჩი” არ იბრძვის მოძველებული მეთოდებით, არ არის ჩამყაყებული პოლიტიკური ჯგუფი, ერთი რიგითი ჭანჭიკი, ჩვენ ვიბრძვით სხვანაირად, ვიყენებთ არაორდინალურ და კრეატიულ მეთოდებს. ამ ქევყანაში “გირჩი” არის ყველაზე კომპეტენტური ყველა მიმართულებით” , – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მანანა ღოღობერიძე