• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა ბახტაძე დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას”

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ყველაფერი გაკეთდება, რომ  ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება: ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე –  მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხრივი გამოცდილებით”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძე, წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოდიოდა და დღეს ამ ინიციატივების შედეგები უკვე ჩანს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ იმ სამთავრობო პროგრამაში, რომელსაც მამუკა ბახტაძე პარლამენტს წარუდგენს, ის ახალი ინიციატივები იქნება ასახული, რომელიც ქვეყნის წინსვლას დააჩქარებს.

„ იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული   ეს გადაწყვეტილება. ბატონი მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხირივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი ეკონომიკის მიმართულებით განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

ბატონი მამუკა ბახტაძე მთელი ამ დროის განმავლობაში გამოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებით და ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ინიციატივების შედეგებს და მე დარწმუნებული ვარ,   როდესაც ბატონი მამუკა წარსდგება პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამით, ამ პროგრამაში იქნება ასახული ახალი ინიციატივები, რომელიც დააჩქარებს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას და დააჩქარებს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სამთავრობო გუნდს, პაპრლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო გუნდის შესახებ მსჯელობა არ გამართულა.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც პრეზიდენტის მხრიდან უკვე ოფიციალურად დასახელდება ბატონი მამუკა ბახტაძე კანდიდატად და ამის შემდეგ  მას ექნება დრო იმისათვის, რომ წარმოადგინოს სამთავრობო გუნდი. მანამდე არ იქნება  ჩვენი მხრიდან სწორი კომენტარების გაკეთება. ეს არის ბატონი მამუკას პრეროგატივა და დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას.

დღეს იყო საუბარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე. ამას აქვს თავისი მიზეზი. ეს არის   სამართლებრივი მიზეზი. ჯერ ხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ამის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პერსონალურად, ინდივიდუალურად ასახელებს უკვე სამთავრობო გუნდს. შესაბამისად, დღეს ჩვენ არ გვქონდა იმის პრეროგატივა, რომ გვემსჯელა სამთავრობო გუნდზე. ბატონი მამუკა წარმოადგენს სამთავრობო გუნდს, შემადგენლობას და ამის შემდეგ გაგრძელდება მსჯელობა უკვე პარლამენტში”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის რამდენიმე  თვის განმავლობაში, მამუკა ბახტაძემ ისეთი ინიციატივების განხორციელება შეძლო, რამაც ეკონომიკურ განვითარებაში პოზიტიური ძვრები გამოიწვია.

„მას აქვს ასეთი ინიციატივები. მას აქვს ასეთი გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ დარნწუნებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ როდესაც ის წარსდგება პარლამენტის წინაშე, ის წარმოადგენს ახალ ინიციატივებს, რომელთა მიზანი იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ტემპების კიდევ უფრო მეტად დაჩქარება და რომლის  მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა და განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა, რომ მას ქვეყნის მართვის რესურსი და შესაბამისი შესაძლებლობა აქვს და შესაბამისად, მისი დასახელების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა თამამად მიიღო.

„ბატონ მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი განათლება. ასევე, ძალიან მრავალმხრივი გამოცდილება. მათ შორის, საჯარო სფეროში მართვის, მუშაობის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ძალიან მსხვილ საჯარო კორპორაციას. ის, ასევე,იკავებდა გასული თვეების განმავლობაში მინისტრის პოზიციას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა ის, რომ მას აქვს ქვეყნის მართვის რესურსი და შესაბამისი შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ კრიტერიუმების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ძალიან თამამად გადაწყვეტილება მისი დასახელების თაობაზე“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში”

“საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა”

10 years ago
ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა

ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა

1 year ago

„ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა შეეცვალა სისტემა და წასულიყო დეცენტრალიზაციის გზით”

11 years ago

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ოპერაცია დააფინანსა

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by