• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, July 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თეირანის სულიერი ლიდერის ვიზიტი საქართველოში და შეხვედრა პატრიარქთან

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, რელიგია
A A
თეირანის სულიერი ლიდერის ვიზიტი საქართველოში და შეხვედრა პატრიარქთან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ისლამური სამყაროს ცნობილი სწავლული, ირანის დედაქალ თეირანის პირველი სასულიერო იერარქი, იმამ ჯუმა აიათოლა ქაზიმ სიდდიგი მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით ქალაქ თბილისში (17-20 მარტს) სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

სტუმარმა მონაწილეობა მიიღო მარნეულში წმინდა ფატიმას ქვეყნად მოვლენისადმი მიძრვნილ ღონისძიებაში და ქალაქ თბილისში სამეცნიერო კონფერენციაზე  „ჯანსაღი ოჯახი, ჯანსაღი საზოგადოება“.  მოინახულა საქართველოს ისტორიულ-რელიგიურ საკულტო ნაგებობები და ცენტრები, შეხვდა სასულიერო პირებსა და ლიდერებს. აგრეთვე  ოფიციალური მიღება გაიმართა  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელსა და სხვა ოფიციალურ პირებთან.

იმამ ჯუმა აიათოლა ქაზიმ სიდდიგი მუსლიმთა სამმართველოს შეიხთან, მუფთთან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან და ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან ერთად ქალაქ მარნეულში იმყოფებოდა. ცენტრალური და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს საქართველოში არსებული ტოლერანტული გარემო, სხვადასხვა  რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების საუკუნოვანი ძმური თანაცხოვრების ისტორია და კულტურა. ისაუბრეს მარნეულში არსებულ რელიგიურ და ეთნიკურ ურთიერთობებზე. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველოში და, მათ შორის, მრავალეთნიკურ მარნეულში, მუსლიმი, ქრისტიანი და სხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი ურთიერთობის ტრადიცია აქვთ და მას ღირსეულად განაგრძობენ.

„რელიგიის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა დასტურია იმისა, თუ რას ნიშნავს რელიგიათა შორის დიალოგი – ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობა, რაც ესოდენ საამაყოა საქართველოსათვის, მაგრამ საშურია მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოსათვის. ჩვენი ქვეყანა  განაგრძობს პოლიტიკას რელიგიათა შორის არსებული დიალოგის ხელშეწყობისათვის, რათა საქართველოში რელიგიურ თემებს შორის არსებული ტოლერანტული დამოკიდებულებები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაგრძელდეს მომავალშიც,“-ზაზა ვაშაყმაძე.

მარნეულში ვიზიტის დროს აიათოლასა და მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებს საქართველოს საპატრიარქოს მარნეულის ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) უმასპინძლა. „ამგვარი შეხვედრები კიდევ უფრო განამტკიცებს მჭიდრო რელიგიურ და ეთნიკურ კავშირს,“- ასე შეაფასა ვიზიტი მეუფე გიორგიმ, ხოლო აიათოლა სიდდიგიმ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის და აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია საქართველოში არსებული სტუმართმოყვარეობით. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ისლამის რელიგიის მიმართ დიდი ყურადღებაა გამოჩენილი სახელმწიფოს მხრიდან და ისლამის მიმდევრები თავისუფლად აღავლენენ ღვთისმსახურებებს და იკმაყოფილებენ რელიგიურ მოთხოვნილებებს.

საქართველოში ვიზიტის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თეირანის სულიერ  ლიდერი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საპატრიარქოში მიიღო. შეხვედრა  მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ირანის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას.

უწმინდესმა ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სარწმუნოებრივი თუ მსოფლმხედველობრივი განსხავავებულობისა, საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობისმყოფელი სავანე აქ მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანისათვის, მუსლიმი თემი კი მრავალეროვანი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

„ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთნაირად ვესწრაფვით მშვიდობიან თანაცხოვრებას. ეს ურთიერთობა და პატივისცემა კი ჩვენი წარსულიდან, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახიდან მოდის. მუსლიმანები საქართველოში თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ, ყველა პირობა აქვთ, რომ ღირსეულად წარმართონ თავიანთი რელიგიური საქმიანობამ,“-ილია მეორე.

კათოლიკოს-პატრიარქმა ისურვა, რომ ირანში მცხოვრებ ქრისტიანებსაც ჰქონდეთ მართლმადიდებლურ ტაძარში ლოცვის შესაძლებლობა. აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი მეჩეთია, ირანში კი ერთი მართლმადიდებელი ტაძარი არ არის, არის რუსული, სომხური, მაგრამ არ არის ქართული.

აიათოლა ქაზიმ სიდდიგმა  ისაუბრა მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ტერორიზმს, სიძულვილსა და ომს არავითარი კავშირი არ აქვს რელიგიასთან და ამას მართლმადიდებლებიცა და მუსლიმანებიც ერთნაირად მიუღებლად მიიჩნევენ.

ამასთან ერთად, სტუმარმა განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა მართლმადიდებლების შესახებ, აღნიშნა, რომ მათი სწავლებით ქრისტიანები გულღია, სიყვარულით სავსე ხალხია, რომელთა მიმართაც მუსლიმები ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ.

შეხვედრის დასასრულს, აიათოლამ მადლობა მოახსენა მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის და იმ ტოლერანტული გარემოს შექმნისათვის, რომელიც მან საქართველოში იხილა.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“სანქციები ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია… ძალიან იმედგაცრუებულები ვართ” – აშშ-ის ელჩი

“სანქციები ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია… ძალიან იმედგაცრუებულები ვართ” – აშშ-ის ელჩი

5 years ago
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები, 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდება

7 years ago
ხვალ საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

ხვალ საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

11 years ago
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

12 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by