• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წმინდა ნინოს ეკლესია – ტაძარი, რომელიც უფრო ძველ ტაძარზე დგას

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
წმინდა ნინოს ეკლესია – ტაძარი, რომელიც უფრო ძველ ტაძარზე დგას
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“ მკითხველს ხშირად სთავაზობს რელიგიური ძეგლების ისტორიას, აცნობს ამ ძეგლების არქიტექტურულ ღირებულებასა და მათ როლს ქვეყნის სულიერი თუ კულტურული განვითარების საქმეში. ამჯერად „თბილისი თაიმსს“ მთაწმინდის წმინდა ნინოს და წმინდათა მირიან და ნანას ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ბუკია ესაუბრა. მან ტაძრის დაარსებისა და სარესტავრაციო სამუშაოების ისტორია გვიამბო. ასევე გვესაუბრა კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის შესახებ, რომლის დაფუძნებაც წინ უსწრებდა ტაძრის აგებას. დაარსებიდან დღემდე, ამ ორი, საერო და სასულიერო დანიშნულების, ძეგლის ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული და კვლავაც ასე გრძელდება.

გვიამბეთ წმინდა ნინოს ეკლესიის დაარსების შესახებ, როდის აშენდა და რა კავშირი ჰქონდა კეთილშობილ ქალთა სასწავლებელთან?

– 1846 წელს, მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მმართველობის პერიოდში, კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი დაარსდა. 1849 წელს  ათონის მთის ივერთა მონასტრიდან  ხატი გამოუგზავნეს ვორონცოვის მეუღლეს ელისაბედს, რომელიც სამადლობელ წერილში წერდა: „ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გადავეცი წმინდა ნინოს ეკლესიას, რომელიც აღმართულია თბილისში, წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში“. სასწავლებელს თავიდან რამდენიმე არასრული კლასი ჰქონდა. შემდგომ მთავარმართებლის დუნდუკოვ-კორასკოვის მეუღლემ ნაძეჟნა ანდრეევნამ გაუზარდა სტატუსი და სრული ანუ საშუალო განათლების სასწავლებლად აქცია. რაც შეეხება ტაძარს, როგორც გაზეთ „დროებაში“ და „კავკაზში“ წერია, 1884 წლის 23 ნოემბერს ეკურთხა. ცერემონიას მთავარმართებელი და მისი მეუღლეც დასწრებიან.

რომელი ხატი შემოწირეს ათონის მთიდან?

– პლატონ იოსელიანის „ქალაქ თბილისის სიძველეთა აღწერაში“ იმ ხატის ისტორიაა მოთხრობლი, რომელიც ათონის მთიდან შემოწირეს. სამწუხაროდ, ხატი დაკარგულია, თუმცა ცნობილია, რომ ივერიის ღვთისმშობლის ასლი იყო. არსებობდა ასეთი გადმოცემაც, თითქოს წმინდა ნინოს ტაძარი ათონის ივერთა მონასტრის „მეტოქი“ იყო, რადგან შემოწირულობები, რომლებიც ათონის ივერთა მონასტერში იგზავნებოდა, აქ ამ ტაძარში გროვდებოდა. ბევრი რამ ტაძრის შესახებ შეუსწავლელია.

საქართველოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე თავის მოგონებებში წერს, რომ წმინდა ნინოს სასწავლებელში მუსლიმებისთვის პატარა სალოცავი არსებობდა, რასაც ეგზარქოსის განცვიფრება გამოუწვევია. თუ არის ცნობილი,  ვინ იყო სასწავლებელში მუსლიმური სალოცავის გახსნის ინიციატორი?

– ის ფაქტი, რომ აქ მუსლიმური სალოცავი იყო, სხვაგან არსად ფიქსირდება. თუმცა შესაძლოა გარკვეულ კუთხე მოსწავლეებს მართლაც ჰქონოდათ მოწყობილი.

ვინ იყო არქიტექტორი ამ ტაძრისა და რით გამოირჩევა სხვა ტაძრებისგან?

– ტაძრის არქიტექტორად ითვლება ზალცმანი, რომელიც არაერთი შენობის არქიტექტორია თბილისში და მათ შორის ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა. მართალია, ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ მაინც გამოირჩევა უჩვეულო სტილით, თავისი თაღებით, ფანჯრებით, რომლებიც საკმაოდ ფართო და ვიტრაჟით დამშვენებული ყოფილა. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად თაღოვანის ნაცვლად შეკიდული ჭერი ჰქონდა და როგორც ყველა რუსული ტაძარი, შეთეთრებული იყო. როცა ზალცმანმა ეს ტაძარი დააპროექტა, 340 კაცზე ყოფილა გათვლილი. წყაროს თანახმად, 22 არშინი ჰქონდა სიგრძე საკურთხევლის გარეშე, 16 არშინი სიგანე და 11 არშინი სიმაღლე. ტაძარს დასავლეთის მხრიდან მიერთებული აქვს სამიარუსიანი სამრეკლო, რომელიც რვა სვეტზე დაყრდნობილი გუმბათით სრულდება. სამრეკლოს მიდგმული აქვს ძველი რკინის კიბე, რომელიც თავისებური დიზაინით გამოირჩევა.

ტაძარი ორსართულიანია და მშენებლობის თვალსაზრისით, მისი ქვედა და ზედა ნაწილები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზედა ანუ წმინდა ნინოს ტაძრის ნაწილი აგებულია ე.წ. მარსელის შტამპიანი აგურით, რომლებზეც დამზადების თარიღია დატანილი. ეს აგური მარსელიდან ჩამოჰქონდათ, ისევე როგორც მარსელის კრამიტი. ტაძარის ცენტრალური ნავი და სახურავი ეყრდნობა ექვს ძირითად სვეტს, რომლებიც ალგეთის ქვისგან იყო დამზადებული. ეს არის არაჩვეულებრივი ნაზავი სხვადასხვა არქტექტურული სტილისა, შესაძლოა ბიზანტიურ ტაძარსაც მოგვაგონებდეს და ევროპულ ნაგებობებსაც. როგორც ჩანს, ზალცმანმა ამ ტაძრის სტილი იმ პერიოდის გემოვნებას და არქიტექტურას მოარგო.

ამბობენ, რომ ამ ადგილას, ახლის აშენებამდე, სხვა ტაძარი იდგა. თუ მოგვეპოვება რაიმე წყარო ამასთან დაკავშირებით?

– ნამდვილად არის ცნობა, რომ ტაძარი „სიძველის ადგილზე“ აშენდა და თითქოს ეს „სიძველე“ ტაძარი იყო. მხედველობაში გვაქვს ქვედა სართულზე არსებული მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობის ეკლესია. თუმცა თუ მის არქიტექტურას დავაკვირდებით, შეუძლებელია, იქ ტაძარი ყოფილიყო. ქვედა ტაძარში თითქმის ყველგან აგურის დაბალი თაღებია, რომელსაც ზედა ტაძარი ეყრდნობა. ძველ სასწავლებელში ასეთი თაღოვანი დარბაზები მრავლად იყო, თუმცა როცა ახლი სკოლა ააშენეს, ეს თაღები სატვირთო მანქანების მოძრაობისას ჩაინგრა. როცა ტაძრის იატაკის გამოცვლა დავიწყეთ, ვშიშობდით, რომ იატაკი არ ჩანგრეულიყო, ამიტომ კონსტრუქტორები მოვიწვიეთ, რომლებმაც დაასკვნეს, რომ არსებული თაღები არა თუ ამ ტაძარს, არამედ უფრო მეტ სიმძიმესაც გაუძლებდა.

ქვედა ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კედლთან თაღოვანი გადახურვაა, რომლის ქვემოთაც ჭაა. ერთი ვარაუდით, აქ შესაძლოა წყლის საწრეტი ყოფილიყო. ტაძრის ქვედა ნაწილს თახჩებიც აქვს მიშენებული. ხელოვნებათმცოდნის ბატონი დიმიტრი თუმანიშვილის ვარაუდით, შესაძლოა ჭაში ყინულებს ყრიდნენ  და წამლებს ინახავდნენ. თუმცა დაზუსტებით იმის მტკიცება, რომ აქ აფთიაქი იყო, არ შეგვიძლია. ფაქტია, რომ ტაძრის ქვედა სართული გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ზედა.

საბჭოთა პერიოდში რა მდგომარეობაში იყო ტაძარი?

– საბჭოთა ათეისტური რეჟიმის პერიოდში, როცა ტაძრების დიდი ნაწილი დაკეტილი იყო ან სხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, წმინდა ნინოს ტაძარი ჯერ შრომის კაბინეტს, შემდეგ კი  ფიზკულტურის დარბაზს წარმოადგენდა. იქ, სადაც ახლა საკურთხეველია და კედლები ღვთისმშობლის ფრესკითაა დამშვენებული, კალათბურთის ფარი იყო განთავსებული, ხოლო საკურთხევლის გვერდითა ნავებში გასახდელები იყო მოწყობილი. 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ზედა ტაძარი ნაწილობრივ დანგრეული იყო. სამწუხაროდ, იმისი მცდელობაც იყო, რომ ბოლომდე დაენგრიათ და მის ადგილზე, ვიდრე ამჟამინდელ იტალიის საელჩომდე, სკოლა აეშენებინათ. იმ პერიოდის ნგრევების კვალი დღესაც აჩნია ტაძრის ეზოს. მისი უწმინდესობისა და ზვიად გამსახურდიას ჩარევის შემდეგ ტაძრის ნგრევა შეჩრდა.

ქვედა ტაძარში როდის აღდგა წირვა-ლოცვა? 

– ამ პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში,  ტაძრის წინამძღვრად  მამა თეიმურაზ ჩაჩიბაია დაინიშნა, რომელიც ამჟამად იღუმენი იოანე გახლავთ. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ აღდგენილიყო ქვედა ტაძარი, რომელიც ნახევრად მიწით იყო ამოვსებული. მიწისგან გაწმინდეს, კედლები კირით შეათეთრეს და დადგეს ტრაპეზი. რამდენადაც ზედა სართული წმინდა ნინოს სახელობის იყო, გადაწყდა, რომ ქვედა სართული საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფისა და დედოფლის, მირიანისა და ნანას სახელობისა ყოფილიყო. ქვედა ტაძრის საკურთხეველი მაშინ მამა თეიმურაზმა თავისი ხელით მოხატა. 1991 წლის  30 მარტს ქვედა ტაძარი ეკურთხა და პირველი ლოცვა ჩატარდა. ეს დღე ბზობის დღესასწაულს დაემთხვა და ყოველ ბზობას ქვედა ტაძრის დღესასწაულსაც აღვნიშნავთ. მეფე-დედოფლის ტაძარში განთავსდა მთელ თბილისში პირველი ბაფტისტერიუმი, ანუ სანათლავი, სადაც სრული წესით,  შთაფლვით ნათლობა ხდებოდა და დღესაც ხდება. როგორც ცნობილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ხშირად მოდიოდა ამ ტაძარში და სიონის ღვთისმშობლის ხატის ასლთან ლოცულობდა.

ზედა ტაძარი როდის განახლდა?

– 1999 წელს, მაშინდელი ქალაქის მერის ვანო ზოდელავას თაოსნობით, ზედა ტაძარიც განახლდა, რაშიც ის ადამიანებიც ფიგურირებდნენ, ვისაც 47-ე სკოლა ჰქონდათ დამთავრებული. ტაძრის აღდგენით სამუშაოებს ბატონი რევაზ ცხადაძე ხელმძღვანელობდა. სვეტების ზემოთ, რომლებსაც ტაძარი ეყრდნობა, ყველგან ბოლნური ჯვარია გამოსახული. ეს ჯვრები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც გალესილი და ლურჯად გადაღებილი ფენა გადაიფხიკა. არ ვიცით, როგორი იყო თავდაპირველი სახე ტრაპეზისა და კანკელისა, თუმცა იმდროინდელი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ კანკელი და ტრაპეზი აგურისგან გაკეთებულიყო. როდესაც ზედა ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობდა, ტაძარს კიდევ ერთი ნავი დაემატა სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან, სადაც ღირსი ზაბულონისა და სოსანას ტრაპეზი განთავსდა. ამრიგად, სამი ტრაპეზი გვაქვს: მეფე მირიანისა და ნანა დედოფლისა, წმინდა ნინოსი, ზაბულონისა და სოსანასი. 1999 წლის 26 მაისს წმინდა ნინოს ტაძარი მაშინდელი საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსის ანდრიას მიერ იკურთხა და მას შემდეგ მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა.

როგორც ვიცი, ახლაც მიმდინარეობს ზედა ტაძრის რესტავრაცია და მოხატვა…

– დიახ, ცოტა ხნის წინ შევცვალეთ იატაკი, რომელიც იშხნის იატაკის დეტალით შევამკეთ. წმინდა ნინოს კანკელი ეკლარის ქვით გაკეთდა, ზაბულონ და სოსანას კანკელი – ქართული მარმარილოთი, რომელიც სოფელ ხორითიდან ჩამოვიტანეთ. რესტავრაციის ხელმძღვანელი მამუკა კიკნაძეა. კანკელების ქვის კვეთა შეასრულა რატი ლანჩავამ. ორივე კანკელი ისე ზედმიწევნით და კარგადაა ამოკვეთილი, რომ თავისუფლად შეგვიძლია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებად მივიჩნიოთ.

ტაძარი კირით შევლესეთ და დავიწყეთ მოხატვა, თუმცა არა საკურთხევლიდან, არამედ მიცვალებულთა კუთხიდან. ვფიქრობდით, რომ ჩვენი მიცვალებულების სულებისთვის უნდა გვეზრუნა და ისინი ჩვენზე იზრუნებდნენ. მართლაც, პირველად ჯვარცმის სცენა მოიხატა, მერე შუა ტაძარი და საკურთხეველი. ამჯერად შუა ტაძრის ქვედა რეგისტრში წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენების მოხატვას ვიწყებთ. ხატმწერი გახლავთ, არაჩვეულებრივი პიროვნება, ვასილ ზანდუკელი. ტაძრის მოხატულობას ფონად ოქროსფერი გასდევს და ვფიქრობ, რომ ამ ეპოქის ძალიან კარგი და კანონიკური ხატწერა გამოგვივა. საერთოდ, იშვიათობაა ისეთი ტაძრები, სადაც საკურთხეველში წმინდა ნინოა გამოსახული. ასეთი იყო უძველესი სეფიეთის ტაძარი აბაშის რაიონში, მეორე სამთავროს მონასტრის ეზოში არსებული მცირე ტაძარი, სადაც წმინდა ნინო ფერისცვალების სცენაშია ჩახატული. ამ მხრივ, ჩვენი ტაძარიც უნიკალურია.

 თუ არის ეკლესიაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთი არქიტექტურული დეტალები, რაც ისტორიის ან კულტურის ძეგლების მკვლევარს დააინტერესებს?

– ტაძრის ჩრდილოეთით, იმ პერიოდის ფოტოებიდან როგორც ირკვევა, შადრევანი იყო. როცა ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობდა, აღმოჩენილი იქნა თიხის მილები, რომლებიც სკოლის ეზოს ტერიტორიიდან შემოდიოდა. ამ შადრევნიდან ნანგრევებია შემორჩენილი, თუმცა თვალნათლივ ჩანს მისი დიამეტრი, რომელიც იმდენად ფართოა, რომ გამორიცხული არ არის, ძველად აქ რაიმე ნაგებობაც ყოფილიყო. არქიტექტურის ისტორიკოსის ქალბატონ მაია მანიას პირადი მოსაზრებითაც, ძველ ნაგებობასთან უნდა გვქონდეს საქმე.

ტაძრის ეზოს ძველი ბინადრები ჰყავს. ვგულისხმობ, ჭადარს და ნეკერჩხალს…

– დიახ, გვეამაყება ტაძრის სიახლოვეს არსებული იაპონური ნეკერჩხალი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. სამწუხაროდ, ბოლო დროს რაღაც დაავადება გაუჩნდა და, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვერაფრით ვეხმარებით. აღსანიშნავია, სკოლის ეზოს საუკუნოვანი ჭადარიც, რომელიც თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა.

ტაძრის სამხრეთით მდებარე შენობაშიც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. რა ფუნქციას შეიძენს ეს ნაგებობა?

– აღნიშნული დამხმარე შენობა თავის დროზე კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის პედაგოგების საცხოვრებელი სახლი, საბჭოთა პერიოდში კი სამუსიკო სკოლა იყო. როცა ტაძარი საპატრიარქოს გადმოეცა, ზვიად გამსახურდიამ ეს შენობაც ისევ ტაძარს დაუბრუნა. სავარაუდოა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის ნაწილიც ამავე ტაძარს ეკუთვნოდა. დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სამინისტროს მთავარი შესასვლელის სახურავზე გუმბათი დგას. გუმბათი აღარ არსებობს, თუმცა ფასადის ზედა ნაწილში დღემდე ჯვრებია ამოკვეთილი.

ჩვენი სურვილია, რომ ამ შენობაში ახალგაზრდული კულტურის ცენტრი ან საკვირაო სკოლა მოვაწყოთ. გვინდა გავმართოთ ლექციები და კონფერენციები, მსურველებს შევასწავლოთ ხატწერა, ხეზე კვეთა, ტიხრული მინანქარი. არსებობდა იდეაც, რომ ამ შენობაში შოთა რუსთაველის მუზეუმი განთავსებულიყო. იმედი გვაქვს, საზოგადოების დახმარებით, კიდევ უფრო გავამშვენებთ ტაძარს, ბოლომდე მივიყვანთ აქამდე დასახულ პროექტებს და მომავალში საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს შევთავაზებთ ჩვენს მრევლს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

მარიამ ქალებაშვილი

Share7Tweet5

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

დავით ნარმანიამ თავისი მოადგილეები წარადგინა

დავით ნარმანიამ თავისი მოადგილეები წარადგინა

12 years ago

“საქართველოში სასესხო პროდუქტების უმეტესობაზე უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე – ყაზახეთში, სერბეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში”

12 years ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

29 მოქალაქის მიმართ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 years ago
გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ამ ჭრილობის მოსაშუშებლად”

“ვაპირებ მივიდე პარლამენტში და მე თვითონ წამოვიღო ჩემით ხელით კანონპროექტი”

10 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by