• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია: „ყოველ წელს სიძულვილის გამოვლენის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება“

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია: „ყოველ წელს სიძულვილის გამოვლენის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება“
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის- EMC-ის კვლევაში –„2016 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ანალიზი“ (emc.org.ge/2017/03/06/emc-232/) აღნიშნულია, რომ გასულ წელს ამ რელიგიური თემის მიმართ მთლიანობაში  ფიზიკური ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების 23 შემთხვევა დაფიქსირდა (ფიზიკური ძალადობის  – 12 შემთხვევა; სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის – 2; ნივთის დაზიანების – 9 ინციდენტი).

EMC-„რაც შეეხება ქონების დაზიანებას,  ძირითადად გამოიხატება რელიგიური ლიტერატურისა და ქუჩაში მდგარი სტენდების, სამეფო დარბაზების გარე ფასადების ან შიგნით არსებული ინვენტარის დაზიანებით. ზოგიერთ შემთხვევაში კი სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა და   ნივთების დაზიანება ერთდროულად ხდება. რაოდენობრივად იკლო თემის წევრების საცხოვრებელ სახლებში შეჭრისა და პირადი ქონების დაზიანების შემთხვევებმა (2 შემთხვევა), თუმცა მსგავსი პრობლემა მაინც არსებობს და ფიქსირდება საცხოვრებელ სახლებში შეჭრის, ქვების სროლის, ფანჯრების ჩამსხვრევის, პირადი ნივთების, მათ შორის ავტომობილის დაზიანებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები.“

როგორც კვლევაში ვკითხულობთ „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაციის მიმართ ჩადენილი დანაშაული გამოძიების პროცესი „საკმაოდ ჭიანურდება,  სახელმწიფო ორგანოების დამოკიდებულება დამნაშავეების მიმართ ლოალურია და შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციაზე არ არის ორიენტირებული.“

„თბილისი თაიმსი“ აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და კველავში აღწერილი შემთხვევებისა, თუ ზოგადად, დღეის მდგოამრეობით არსებული სიტუაციის შეფასება „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელს თამაზ ხუციშვილს სთხოვა.  გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

როგორ შეაფასებდით EMC-ის კვლევას-„2016 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ანალიზი“?

– ეს თუ სხვა კვლევები ცალსახად აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ძალადობის გამოვლენის არაერთ ფაქტს აქვს ადგილი.  იეჰოვას მოწმეები არასდროს არ ამართლებდნენ ძალადობის არცერთ ფორმას. მათ, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს არ სიამოვნებთ ზოგიერთი ადამიანის მხრიდან გამოვლენილი  ძალადობა და ცუდი დამოკიდებულება.  თუმცა მეორეს მხრივ, ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რაც იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გითხარით, მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან, თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ,“(იოანეს 15:20 20).

გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია თუ გაზრდილი „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაციის მიმართ  ჩადენილი დანაშაულების რიცხვი?

– ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო ასეთი შემთხვევების ზრდა ან კლება. წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება ან კლებულობს. სამწუხაროდ ყოველ წელს ფიქსირდება, სიძულვილის გამოვლენის, ძალადობის ან საკუთრების დაზიანების არაერთი შემთხვევა.

დღეის მდგომარეობით არის თუ არა გამოძიებული რიგი ფიზიკური ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა თუ  ქონების დაზიანების შემთხვევბი, რომელიც გამოვლენილ იქნა გასულ წლებში?  

– უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესი საქმე გამოძიებულია და შესაბამისი პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში, თუმცა არის ისეთი საქმეებიც, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ არის გამოძიებული და შესაბამისად არც არავინ ყოფილა დასჯილი.

რამდენად ადეკვატურად და სწრაფად ხდება რეაგირება შესაბამისი უწყებების მიერ, თქვენი რელიგიური ორგანიზაციის მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებზე?

– აქაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს სამართალდარღვევებზე  უმეტეს შემთხვევაში ხდება ადეკვატური და სწრაფი რეაგირება. თუმცა, გვაქვს საქმეები რომლებზედაც დღემდე არ დამდგარა რაიმე შედეგი, მიუხედავად ჩვენი არაერთი განცხადებისა და საჩივრისა.

ზოგიერთ შემთხვევაში, მართალია ხდება გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, მაგრამ ჩადენილ ქმედებასთან შედარებით ბევრად მსუბუქი პასუხისმგებლობის დაკისრებით. მაგალითად, 2016 წელს განხორციელებული ერთ-ერთი დანაშაული ეხებოდა რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებას, რაც გამოვლინდა თავისუფლების მოედანზე ჩვენი სტენდის დაწვით. პოლიციამ ვერ შეძლო დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება  რის შედეგადაც, ამ პირმა მეორედაც სცადა იგივეს გაკეთება. მან ბენზინი მიასხა ჩვენს სტენდს, თუმცა ცეცხლის წაკიდების საშუალება იქ მყოფებმა არ მისცეს. ეს პირი პოლიციამ დააკავა, მაგრამ სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შემდგომ, ის კვლავ მივიდა იეჰოვას მოწმეების სტენდთან და კვლავ დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ მან გირაოს შეფარდების შემდეგ გაიმეორა ძალადობრივი ქმედება, სასამართლომ არათუ გაამკაცრა აღკვეთის ღონისძიება, არამედ პირიქით ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ გამოიყენა. საბოლოო სასჯელის სახით კი ამ სამივე ქმედებაზე, 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა. აღნიშნული საქმე აჩვენებს, რომ ზოგჯერ კი ხდება რეაგირება, მაგრამ სასამართლოს მხრიდან მცირე და არაადეკვატური სასჯელის შეფარდება ხდება, რაც ვერ უზრუნველყოფს რეალურად სასჯელის პრევენციული მიზნის შესრულებას.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In