• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლოცვა და მოწყალება – სხეულითა და ქონებით შესრულებული ღვთისმსახურება ისლამში

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ლოცვა და მოწყალება – სხეულითა და ქონებით შესრულებული ღვთისმსახურება ისლამში
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყველა მონოთეისტურ რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლოცვას, როგორც ადამიანისა და ღმერთის დამაკავშირებელ აქტს. თუმცა გარდა ლოცვისა, ღვთისმსახურების სხვადასხვა ფორმა არსებობს, რაც მუსლიმისთვის მოწყალების გაცემასა და წმინდა მიწის, მექის, მოლოცვაში გამოიხატება.

„თბილისი თაიმსი“ ლოცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განათლებისა და ფეთვის განყოფილების ხელმძღვანელს რეზო მიქელაძეს ესაუბრა. მან ასევე განმარტა, რას ნიშნავს ზექათი, შესაძლებელია თუ არა ხუთგზის ლოცვების გაერთიანება, მოციქულთა მიმართ ლოცვა შუამდგომლობის სათხოვნელად და სხვა.

რას გულისხმობს ღვთისმსახურება?

– ღვთისმსახურებად ითვლება მორწმუნე ადამიანის მიერ შესრულებული ყოველგვარი ქმედება, რომელიც ღმერთის კმაყოფილების მოსაპოვებლად სრულდება. ღვთისმსახურება შეიძლება შესრულდეს სხეულით, ქონებით, ან ორივეთი ერთად. ლოცვის აღსრულება და მარხვა სხეულით შესრულებული ღვთისმსახურების მაგალითებია, ხოლო ზექათი (მდიდარი მუსლიმის მიერ გაცემული სავალდებულო მოწყალება) ქონებით შესრულებულ ღვთისმსახურებას წარმოადგენს. ჰაჯობა, ანუ მექაში მომლოცველად წასვლა და წმინდა ადგილების მოლოცვა ითვლება როგორც სხეულით, ისე ქონებით შესრულებულ ღვთისმსახურებად. ყველა მათგანის შესრულების დრო, რაოდენობა და ფორმები ყურანში და წმ. შუამავლის სუნეთშია (სუნა) გადმოცემული. ყურანში ნახსენები ყველა სახის ღვთისმსახურება შუამავლის (ს.ა.ს. – ღვთის სალამი და წყალობა ყოფილიყოს მასზე) მიერ მრავალგზისაა განმარტებული, როგორც სიტყვიერად, ისე ქცევით. აქედან გამომდინარე, მუსლიმ წინამძღოლებს ან მრევლს ამ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების ან ცვლილებების შეტანის უფლება არ აქვთ.

რა დანიშნულება აქვს ზექათს?

– ყურანი გვამცნობს: “აიღე მათი ქონებიდან მოწყალება, რომ მისით გაასუფთაო და განწმინდო ისინი. და შეევედრე, უეჭველად, შენი ვედრება სიმშვიდეა  მათთვის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ბრძენია!” (სურა თევბე, 9/103). აქ იგულისხმება სავალდებულო მოწყალება ანუ ზექათი, რომელიც არაბულად განწმენდას ნიშნავს. როგორც რელიგიური ტერმინი და საქველმოქმედო ინსტიტუტი, მდიდარი მუსლიმის მიერ, მისთვის ღვთისგან ნაბოძები ქონებიდან, ღარიბების საწილო 2,5%-ის გაცემას გულისხმობს, რისი მეშვეობითაც ფენებს შორის წონასწორობის აღდგენასა და ურთიერთსიყვარულს ემსახურება.

რას ნიშნავს ლოცვა და რა იკითხება?

– ლოცვა ღვთისმსახურების ფორმაა, რომელიც კონკრეტული სიტყვებისა და მოქმედებებისგან შედგება. არაბულად “სელა” ლოცვას, ვედრებას, ქება-დიდებას ნიშნავს. სელა, როგორც რელიგიური ტერმინი, იწყება თექბირით, ღმერთის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმით  „ალლაჰუ ექბერ“ და სრულდება სელამით ანუ „ღვთის სალამი და წყალობა ყოფილიყოს ყველა თქვენგანზე“. ლოცვის დროს იკითხება აიათები ყურანიდან და ასევე ვედრებები ჰადისებიდან ანუ შუამავალის (ს.ა.ს.) წარმოთქმული სიტყვები. ყველა ლოცვა შეიცავს აიათებს ანუ ღვთის სიტყვებს და ჰადისებს ანუ შუამავალის სიტყვებს. როგორც შუამავალი ლოცულობდა ღვთიური ბრძანების თანახმად, ისე სრულდება ლოცვები.

როგორ ლოცულობდნენ მოციქულები?

– იბრაჰიმი (აბრამი) ასე მიმართავს ღმერთს: “ღმერთო ჩემო! მქმენ მეც და ჩემი შთამომავალნიც, ლოცვის მართებულად აღმსრულებელნი. ღმერთო ჩვენო! შეისმინე ჩემი ვედრება!” – იბრაჰიმი 14 /40.

იბრაჰიმის შემდეგ მუსას (მოსე) მიმართავს ღმერთი: „უეჭველად, მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. მაშ, მხოლოდ მე მეცი  თაყვანი და ლოცვად დადექი ჩემი გახსენებისათვის!“ – ტაჰა 20/14.

წმ. შუამავლი იესო კი სასწაულებრივად ალაპარაკდა ჯერ კიდევ ჩვილობაში აკვანში და თქვა, რომ ის ნამდვილად იყო მორჩილი ღვთისა, რომელმაც უბოძა მას წმინდა წიგნი და მიანიჭა შუამავლობა კაცთა შორის. აგრეთვე დაევალა მას ლოცვის აღსრულება და ზექათის გაცემა – მარიამი 19/29-31.

რამდენჯერ ლოცულობს მორწმუნე მუსლიმი დღეში და როდის?

– ისლამის თანახმად, დღე-ღამის განმავლობაში 5 დროის ლოცვა არის დადგენილი: გარიჟრაჟის, შუადღის, სამხრობის, საღამოს ჟამს და ღამით. ამ ლოცვების ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათია, ყველა თავისი რიტუალით ანუ ლოცვის წინ აღსრულებული მცირე განბანვის ჩათვლით. შესაძლებელია გაგრძელდეს უფრო დიდხანს, რაც მლოცველის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მას შეუძლია ყურანის უფრო გრძელი თავები ან აიათები იკითხოს, მაგრამ როცა კოლექტიური ლოცვა სრულდება მაშინ უმჯობესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან მლოცველთა შორის შესაძლოა იყოს ავადმყოფი, მოხუცი ან თუნდაც მგზავრი. ხუთი დროის ლოცვების გარდა, არსებობს ორი სადღესასწაულო (ერთთვიანი მარხვის დასრულებისა და მსხვერპლშეწირვის დღესასწაული) და ერთი საკვირაო ლოცვა, რომელიც პარასკევ დღეს სრულდება და აუცილებელია, კოლექტიურად მეჩეთში შესრულდეს.

რა განსხვავებაა მეჩეთში შესრულებულ ლოცვებსა და შინ წასაკითხს  შორის?

– ხუთი დროის ლოცვები სრულდება მეჩეთში და ასევე შესაძლებელია შესრულდეს სახლშიც, თუმცა უკეთესია მეჩეთში შესრულება, რათა უფრო მეტი მადლი დაიმსახუროს.

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ლოცვას აზრი არ აქვს, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთმა ისედაც იცის, რა გვჭირდება. რას უპასუხებდით მათ ლოცვის საჭიროებასთან დაკავშირებით?

– სავალდებულო ღვთისმსახურებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვაა. განკითხვის დღეს ადამიანს რწმენის (იმანი) შემდეგ  ლოცვის შესახებ მოუწევს განკითხვა. ლოცვა ყველაზე მთავარი გამოხატულებაა რწმენისა, რომლის მეშვეობით საზოგადოება ადამიანს მორწმუნედ მიიჩნევს. ლოცვა გულის სიღრმიდან წამოსული სულიერების ნაწილი, შინაგანი სამყაროს სილაღე, სულის საკვები, მორწმუნის ზეამაღლება და გამჩენსა და ადამიანს შორის პირდაპირი კონტაქტის საშუალებაა.

როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ლოცვა სხეულებრივი ღვთისმსახურების ფორმაა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება ადამიანს მორწმუნედ მიიჩნევს. თუმცა, მიუხედავად გარეგნულად აღსრულებული წესებისა, საზოგადოებისთვის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, გულით ლოცულობს თუ არა ადამიანი.

– ისლამი სამ კატეგორიად ჰყოფს ადამიანებს: 1. მორწმუნე 2. ფარისეველი 3. ურწმუნო. „გულთა სიმუხთლე“ ანუ ის, თუ რას მალავენ ადამიანთა გულები, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჩვენ ადამიანებს მხოლოდ მათი გარეგანი ქცევის შესაბამისად შევაფასებთ, განსჯა კი ძლევამოსილი ღმერთის საქმეა.

 თუ არის დასაშვები ლოცვების გაერთიანება, მაგალითად, სამჯერ ლოცვა, მაგრამ სავალდებულო ლოცვების გამოტოვების გარეშე?

– ქართველი მუსლიმების მიერ აღიარებული მიმდინარეობის (ჰანიფის სკოლის) თანახმად, ლოცვების გაერთიანება მხოლოდ პილიგრიმობის დროს მექაში არის ნებადართული კონკრეტულად დადგენილ ტერიტორიებზე (არაფატის მთაზე, სადაც მუჰამედმა გარდაცვალებამდე იქადაგა და მუზდელიფესთან, სადაც ჰაჯის დროს ქვებს აგროვებენ ქალაქ მინაში ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალში მონაწილეობის მისაღებად).

ქალებს და ბავშვებს თუ მოეთხოვებათ ლოცვების კითხვა? თუ არის რაიმე განსხვავება ქალებისა და მამაკაცების მიერ შესრულებულ ლოცვას შორის?

– ისლამის თანახმად, ყველა გონიერი ადამიანი ვალდებულია აღასრულოს ლოცვა, განურჩევლად სქესისა და მათ მიერ წაკითხულ ლოცვებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ბავშვებს 7 წლის ასაკიდან ვაჩვევთ ლოცვების აღსრულებას, თუმცა ლოცვის ვალდებულება ზრდასრულობის ასაკიდან შედის ძალაში.

მისაღებია, თუ არა რომელიმე მოციქულის ან წინასწარმეტყველის მიმართ ლოცვა, რომ მან მლოცველს ალაჰთან უშუამდგომლოს?

– ისლამი მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც აშკარად გვამცნობს, რომ ლოცვა-ვედრება მხოლოდ და მხოლოდ დიადი ღმერთის წინაშე უნდა აღსრულდეს. თუმცაღა, მუჰამმედი, როგორც სამყაროს ბოლო შემგონებელი, იმიერ სამყოფელში მორწმუნეთ ღვთის წინაშე შუამდგომლობას გაუწევს. ყურანი მორწმუნეებს ავალდებულებს მუჰამმედისთვის (ს.ა.ს.) ვედრების აღვლენას, რომელსაც კონკრეტული ფორმა გააჩნია. ისლამის თანახმად, შუამავალის (მოციქულის) მიმართ ლოცვა მიუღებელია, თუმცა მისთვის ღმერთის წინაშე ლოცვა–ვედრების აღვლენა აუცილებელია. დიადი ღმერთი ყურანში გვამცნობს: „უთხარი: თუ არ იქნება თქვენი ლოცვა-ვედრებანი, რატომ მოგანიჭებთ ღირსებას ღმერთი ჩემი?“ ადამიანის სამყაროში მოვლენის არსი მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შეცნობასა და ღვთისადმი თაყვანისცემაში მდგომარეობს. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი! ამინ!

მარიამ ქალებაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საინტერესო

ეკატერინე ტიკარაძე: ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა

ეკატერინე ტიკარაძე: ჯერჯერობით საქართველოში ახალი შტამი „ომიკრონი“ არ დაფიქსირებულა

5 years ago
1 ივლისიდან გაზზე მომუშავე ავტომობილები 10-15 ქულით დაჯარიმდებიან

დღეიდან ტექნიკური ინსპექტირების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდება

9 years ago
“მომავალი წლიდან კომპანია “ბადაგი” ტყლაპისა და ჩირის წარმოებას გეგმავს” – ვახტანგ ყაჯრიშვილი

“მომავალი წლიდან კომპანია “ბადაგი” ტყლაპისა და ჩირის წარმოებას გეგმავს” – ვახტანგ ყაჯრიშვილი

10 years ago
ოპერის ქართველი მომღერალი, რომელმაც საერთაშორის ფესტივალზე გრაცში საუკეთესო მუსიკალური მომღერლის ტიტული მიიღო

ოპერის ქართველი მომღერალი, რომელმაც საერთაშორის ფესტივალზე გრაცში საუკეთესო მუსიკალური მომღერლის ტიტული მიიღო

12 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by