• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ემოციები და მისი მართვა – ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ნანა ჩაჩუა: “ყველა, ვისაც ასეთი აგრესია აქვს, მან  ბავშვობაში გადაიტანა შეურაცხყოფები”
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ემოცია ადამიანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია. თითოეულ პიროვნებას განსხვავებული შინაგანი სამყარო და, შესაბამისად,  ემოციების განსხვავებულად  გამოხატვის უნარი გააჩნია.  გარკვეულ ნაწილს ადამიანებისა, შეუძლიათ თავიანთი ემოციის ფლობა, ზოგს კი, ემოციების კონტროლი საკმაოდ ძვირად უჯდება. კონკრეტული პიროვნებებისა თუ ბრბოსთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ზოგადად, ემოციის ფენომენის შესახებ, „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი, ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

ფსიქოლოგი, ნანა ჩაჩუა: „ცნობილი მეცნიერი, ჩარლზ დარვინი თავის წიგნში ,,ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ წერდა, რომ ემოციები ადამიანთან და არა მხოლოდ ადამიანთან, საერთოდ, ზოგადად, როგორც კანონზომიერი მოვლენა,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურებისა და ფუნქციების განვითარების შესაბამისად, მასთან უშუალო კავშირში წარმოიქმნა. მიზანშოწონილად მიგვაჩნია ისიც, რომ აქვე აღინიშნოს ის უსიამოვნო ემოციური  განცდა, რომელიც უმრავლესობაში დარვინის სახელთან დაკავშირებით აღიძვრება, იმის გამო, რომ თითქოსდა ის ადამიანის წარმოშობას უშუალოდ  მაიმუნის სახეობასთან აკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ევოლუცია  განვითარების ერთიან  ხაზს გულისხმობს, როგორც მეცნიერ-მკვლევარები აღნიშნავენ, არსად, არასდროს დარვინს არ გამოუხატავს აზრი მაიმუნისაგან ადამიანის წარმოშობის შესახებ. ეს უფრო შემდგომში დარვინის ევოლუციური თეორიის არასწორი აღქმისა და არასწორი გაგების შედეგად აღმოცენებული ემოციური ინტერპრეტაციის შედეგია. ესაა ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ არაადეკვატური აღქმა, მოვლენის ან საგნის არსის ვერ წვდომა, ვერ გაგება საფუძველი ხდება იმ შინაგანი კონფლიქტისა, რომელიც ხშირად ფსიქიკურის ცნობიერ შრეში გარკვეული ემოციის სახით შემოიჭრება ხოლმე.

ანალიზური ფსიქოლოგია, კერძოდ, კარლ იუნგის მოძღვრება ფსიქიკური სტრუქტურის შესახებ, ემოციას ათავსებს ე.წ. ენდოფსიქიკურში ანუ ცნობიერ ფსიქიკურის იმ ნაწილში, რომელიც ქვეცნობიერიდან შემოსული იმპულსების ველს ჰქმნის. დიდი ქართველი მეცნიერი, დიმიტრი უძნაძეც, განწყობის, როგორც შინაგანი მობილიზებულობის მდგომარეობის, გარკვეული მოქმედებისადმი მზაობის არაცნობიერიდან ცნობიერებაში გადმოსვლის პირველგანცდად ემოციას მიიჩნევს. ხშირად ადგილი აქვს გრძნობისა და ემოციის გაიგივებას. გრძნობას გარკვეული ღირებულები უდევს საფუძვლად. იუნგის მიხედვით, ის ცნობიერია მაშინ, როცა ემოცია იმდენად ირაციონალურია, რომ მისი გაცნობიერება და მართვა გარკვეულ ძალისხმევას ითხოვს. ემოციის მართვის, მისი კორექტული გამოხატვის ფუნქციას ყოველთვის ასრულებდა და ასრულებს კულტურა.

 ინდივიდის პიროვნული ნიშნები, ტემპერამენტი და სხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლები ადამიანის ემოციურობის გარკვეულ ტიპს ქმნის. ამათგან კი ყველაზე მთავარს მაინც ტემპერამენტი წარმოადგენს.  ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მედიცინის მამამთავარმა, ჰიპოკრატემ, ჩამოაყალიბა დღემდე მყარად მიღებული, მეცნიერულად დადასტურებული ტემპერამენტის ის ოთხი ტიპი, რომელიც ემოციის დისპოზიციურ საფუძველს წარმოადგენს. სანგვინიკს, ქოლერიკს, მელანქოლიკსა და ფლეგმატიკს ერთმანეთისაგან განასხვავებს ემოციის დადებითობა-უარყოფითობა (მხიარული, ბრაზიანი, ნაღვლიანი, მშვიდი) და დროში ხანგრძლივობა-ხანმოკლეობა. ემოციის ნერვული სისტემის  ანატომიურ-ფიზიოლოგიური მოცემულობა კიდევ ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ ადამიანში მიმდინარე ფსიქიკური პროცესები უშუალო კავშირშია მის ფიზიოლოგიასთან, რომელიც ფსიქო-ფიზიკური მთლიანობის სახელითაა ცნობილი. მარჯვენა ნახევარჰემისფერო, რომელიც გრძნობებსა და ემოციებზეა პასუხისმგებელი ზოგიერთ ადამიანთან უფრო აქტიურია, ვიდრე რაციონალურზე ორიენტირებული მარცხენა ნახევარჰემისფერო, ასეთი ადამიანები უფრო მგრძნობიარენი და ძირითადად ხელოვნების წარმომადგენლები არიან ან მოყვარულები მაინც.

ემოციათა დაჯგუფების მცდელობათა სიმრავლიდან საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება-კურტ შნაიდერის კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც  მდგომარეობის, თავისი თავის და სხვის მიმართ არსებული ემოციების დაჯგუფება ხდება.  როგორც გამოვლინების ფორმის, ასევე შედეგების მიხედვით ემოცია შეიძლება იყოს: სასიამოვნო, უსიამოვნო და ისეთიც, რომელიც სასიამოვნოს ელემენტებსაც შეიცავს და უსიამოვნოსაც ანუ ამბივალენტური. ემოციები ხშირად იძლევა ინპულსს მოქმედებისათვის. ემოციას აქვს მოტივაციური ფუნქცია, რადგან მას შეუძლია რეალურად განცდილი, ან წარმოსახული მოვლენების საპასუხო ქცევის გამოწვევა. ემოციის ინტენსივობამ შეიძლება ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ ცნობიერების არამც თუ შევიწროება, არამედ  სრული ბლოკირებაც კი გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, ზნეობრივი და სამართლებრივი პოზიციით ადამიანი არ თავისუფლდება საკუთარი ემოციების გამოვლეინების პასუხისმგებლობისაგან. უფრო მეტიც, ამ ნიშნით უფრო მეტად ხდება ადამიანის მიმღებლობა-არმიმღებლობა, ვიდრე გონებრივი, ინტელექტუალური მონაცემებით. საზოგადოებას უფრო ,,ძვირად“ უღირს ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი, ვიდრე გონებრივად სუსტი.

რადგანაც, თავად ფსიქიკურის თვისობრიობიდან გამომდინარე, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ  თუნდაც დროში ხანმოკლედ, მაგრამ, მაინც შეიძლება ადამიანი თავისი ემოციების უმართავ სუბიექტად გადაიქცეს, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ იმ ფსოქო-სოციალურ ველს, რომელშიდაც  ესა თუ ის ინდივიდი ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდება ხოლმე.

ნეგატიური, ირაციონალური, აბსტრაქტული მიზნით გაერთიანებულ ადამიანთა სიმრავლისთვის დამახასიათებელი ემოციური მდგომარეობა პროვოცირებს ადამიანის დეინდივიდუალიზაციას,  აგრესიის შეუფერხებელ გამოვლენას, უძლეველობის ფსევდო შეგრძნებასა და პასუხისმგებლობის დიფუზურობას. ადამიანთა ასეთ სიმრავლეს ბრბოს უწოდებენ. ემოციის ეპიდემია ერთიან მასად გარდაქმნილ ადამიანებს დამანგრეველი ენერგიით იმდენად ავსებს, რომ იგი ყველაზე საშიშ სტიქიას შეიძლება შეედაროს. ბრბოს ადამიანი თავადვე ხდება ბრბოს ემოციის ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ მომენტისთვის ადვილად მართვადი, უშიშარი და უკონტროლოა, პანიკის შემთხვევაში გაასმაგებულად მშიშარა და უმართავი ხდება. ამიტომაც, უდიდესი პასუხისმგებლობაა ადამიანთა სიმრავლისათვის ინფორმაციის მიწოდების ხასიათი, მისი ფორმა და შინაარსი.

თანამედროვე ტელევიზიები, სოციალური ქსელები თავისი კომენტარებითურთ, ე.წ. ექსპერტები და სოლიდური სიმრავლეც ბლოგერებისა, არგუმენტირებული, აზრობრივი მსჯელობის ნაცვლად,  პირდაპირ ან ირიბად აგრესიული ემოციის  მოჭარბებულობით ხასიათდებიან მხოლოდ და სხვა არც არაფრით. სოციალური შეჭირვებულობის, პოლიტიკური დაძაბულობის, გლობალური უსამართლობის შეგრძნების ფონზე, დიახაც, ადამიანის ემოციურ ველში შეღწევა და მერე მასში აკუმულირებული დაძაბულობის მუხტის ნებისმიერი მიმართულებით წარმართვა ადვილია.  

2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში მომხდარი ვანდალიზმი სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და  საზოგადოებრივ შეფასებასთან ერთად, ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზს საჭიროებს. ვანდალურ განწყობილებამდე ადამიანის მიყვანა მხოლოდ ერთ ფაქტორს, ერთ მიზეზს არ შეუძლია. იგი მრავლად არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირთა კომპლექსური ერთიანობით იქმნება  და დროშიც საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარე პროცედურაა, და, რაც მთავარია, მასის მართვის მეტისმეტად დახვეწილი, რთული ტექნოლოგიით წარმოებული პროდუქტი. ცხადია, აღნიშნული პროცესი შეიძლება იყოს, როგორც მართული, ასევე სტიქიურიც. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, გარკვეული წინა პირობების გარეშე ის არსად, არსდროს არ აღმოცენებულა და არც აღმოცენდება. გავიხსენოთ პილატეს შეთავაზების ტექნიკამ როგორ გადააწყვეტინა ხალხს ქრისტეს დასჯა.

ხატოვნად რომ ვთქვათ, ემოცია ანგელოზიცაა და დემონიც, კეთილიც და ბოროტიც, კარგიც და ცუდიც. მთავარია, თავად ვინ ხარ, შენ!“                            

ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share4Tweet3

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

როგორ მოვიქცეთ ძლიერ სიცხეში?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 აპრილს საქართველოში გამოიდარებს

9 years ago
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა…“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება

„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა…“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება

2 years ago
უკრაინის მუფთი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის 

უკრაინის მუფთი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის 

5 years ago
“მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ”

“მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ”

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by