• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბზობის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციები

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ბზობის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციები
24
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

„ოქროს კარიბჭე“

ბზობა, ბაიაობა, პალმის კვირა – ამ სახელებით მოიხსენიება ერთ-ერთი თორმეტთაგანი დღესასწაული, მაცხოვრის დიდებით შებრძანება იერუსალიმში. დიდებას წინ უძღოდა ლაზარესთვის დაღვრილი ცრემლები: „ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი (მარიამი), რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა. და ცრემლოოდა იესუცა.“

ლაზარეს აღდგინების შემდეგ იესო წმინდა ქალაქისკენ მიემართება, სადაც უკვე დაწყებული იყო საპასექო სამზადისი. რომის იმპერიაში და მის ფარგლებს გარეთ გაფანტული ებრაელები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, რომ „ეგვიპტის მონობიდან“ გამოსვლა ეზეიმათ. ამჯერადაც უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი და რომ გაიგეს იესო მოდისო, ზარ-ზეიმით გამოეფინნენ მის შესახვედრად.

ის შესასვლელი, რომლითაც იესო იერუსალიმში შებრძანდება, ქრისტიანულ ლიტერატურაში ცნობილია როგორც „ოქროს კარიბჭე“, ებრაულ წყაროებში „წყალობის კარიბჭედ“ მოიხსენიება, ხოლო არაბულად მარადიული „სიცოცხლის კარიბჭესაც“ უწოდებენ. იერუსალიმის ეს შესასვლელი აღმოსავლეთით მდებარეობს და ამჟამად ამოქოლილია. კარიბჭე პირველად მუსლიმებმა ამოქოლეს მე-9 საუკუნეში, შემდეგ ჯვაროსნებმა გახსნეს. სალადინმა, 1187 წელს წმინდა ქალაქის აღების შემდეგ, ისევ ამოაშენა ეს შესასვლელი. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიის სულთანმა სულეიმანმა გახსნა, მისი მმართველობის პერიოდშივე ამოიქოლა და მას შემდეგ ასეა. ერთი მოსაზრებით, სულეიმანის გადაწყვეტილება სუფთა სტრატეგიულ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა არსებობს იუდაური გადმოცემაც, რომ სულთანს კარიბჭის კედლის ამოშენებით მომავალი მესიის შეჩერება სურდა.

„ოქროს კარიბჭეს“ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი უკავშირდება. ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი აპოკრიფებიდან გამომდინარე, „ოქროს კარიბჭე“ ანასა და იოაკიმეს შეხვედრის ადგილად მოიაზრება. ამ გარდამოცემას მე-14 საუკუნის იტალიელმა ფერმწერმა ჯოტო დი ბონდონემ  ნახატიც მიუძღვნა.

იესო „ოქროს კარიბჭის“ გავლით შედის იერუსალიმში. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“ – ამბობს ხალხი და გზად უფენენ პალმის რტოებს, სამოსელს, ხალიჩებს, ეგებებიან მეუფეს, რომელზეც პოლიტიკურ იმედებს ამყარებენ; ჰგონიათ, რომ ეს ის მესიაა, რომელიც მათ რომის მმართველობისგან გაათავისუფლებს და  დამოუკიდებლობას მოუტანს. ისინი ასევე გაუცნობიერებლად აღიარებენ, რომ იესო უფლის სახელით მოდის, რომ ის მესიაა ღმერთის სახელით მომავალი…

ასეთი საზეიმო შეხვედრის მიუხედავად, იესო ქალაქს რომ მიუახლოვდა, „სტიროდა მას ზედა.“ თითქოს მას წინასწარ ჩაესმის ამ ხალხისავე სიტყვები „ჯვარს აცვი ეგე“. მეორე მიზეზი, რის გამოც იესო ატირდა, არის წინასწარ განჭვრეტა იერუსალიმის დაცემისა – 70 წლის გაზაფხულზე, პასექის დღესასწაულამდე რამდენინე დღით ადრე იერუსალიმი ტიტუსმა აიღო.

„კავკასიური პალმა“

ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ ვიყენებთ ბზას, როცა სახარებაში პალმის ტოტებია ნახსენები. ბზა მარადმწვანე ხეა, ძალიან ნელა იზრდება და მისი მერქანი საკმაოდ ძვირფასია. რადგანაც საქართველოში პალმა ნაკლებადაა გავრცელებული, ამიტომ, დღესასწაულის აღსანიშნად, ჩვენთან ბზის გამოყენება დაიწყეს. ამის გამო ბზას კავკასიურ პალმასაც უწოდებენ. რუმინეთსა და რუსეთში ტირიფის ერთ სახეობას იყენებენ და რუსული სახელწოდება (Вербное воскресенье) აქედან გამომდინარეობს. ინგლისურ ლიტერატურაში ბზობა „პალმის კვირად“ (Palm Sunday) იწოდება.

„ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. მე-5 საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“ – მამა შალვა კეკელია.

ამრიგად, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ყვავილებით ან რტოებით მივეგებებით ამ დღესასწაულს, რადგან დღესასწაულის არსი ქრისტეს მიგებებასა და მისი ღვთაებრიობის აღიარებაში მდგომარეობს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბზის ხეების დიდი ნაწილი დაავადებამ გაახმო და გაანადგურა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მისი გამრავლება.

ბზობის ტრადიციები

“სამეგრელოში ბაიას ყვავილს, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან ასოცირდებოდა, სახლში წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ. ბზობისთვის უნდა ეჭამათ თევზი. ეკლესიაში კურთხევის შემდეგ ბზა სახლში მოჰქონდათ. მას მიცვალებულსაც უდებდნენ საფლავზე და ერთმანეთსაც ჩუქნიდნენ.

მთელ ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში არის ბზა. გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფეს წმინდა გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ფშავში ბზობა მათურის მთავარანგელოზის ხატში იცოდნენ. მიცვალებულის პატრონს ეკლესიაში თევზი მიჰქონდა და იქ მყოფებს უმასპინძლდებოდა. ხატში არც საჭმელის მიტანა იცოდნენ და არც სასმელის. ხევისბერი ხატის ყმებისთვის ილოცებდა, რის შემდეგაც მლოცველი შინ ბრუნდებოდა.

სვანეთში ბზობის საღამოდან მთელი ვნების კვირის განმავლობაში ლიროკინალი ანუ ბოროტი ძალის განდევნა იწყებოდა. ბზობა საღამოს ყველა ოჯახის უფროსს ტყიდან ეკალი მოჰქონდა, რომლის ტოტებს კარის ქვეშ, ყველა ფანჯარასა და ნახვრეტში დებდა, რათა სახლში ბოროტი ძალა არ შესულიყო.” – ეთნოლოგი ნინო ღამბაშიძე

მარიამ ქალებაშვილი

Share10Tweet6

ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები
ახალი ამბები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026

საინტერესო

“ცხრა წლის განმავლობაში, გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ”

10 years ago
მარხვა დასრულდა – მუსლიმები რამაზან-ბაირამს ზეიმობენ

მარხვა დასრულდა – მუსლიმები რამაზან-ბაირამს ზეიმობენ

11 years ago
ნინი შერმადინი: „გადარჩენილი ვარ „გოლივუდის“ ვარსკვლავობას..აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა…ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც..ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ“

ნინი შერმადინი: „გადარჩენილი ვარ „გოლივუდის“ ვარსკვლავობას..აქამდე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც დამენგრა…ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც..ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ“

2 years ago
ჯანმოს ცნობით, მსოფლიო ახალი “დენგე” ვირუსის საფრთხის წინაშეა

ჯანმოს ცნობით, მსოფლიო ახალი “დენგე” ვირუსის საფრთხის წინაშეა

3 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by