• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და საკანონმდებლო ახალი რეგულაციები

9 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და საკანონმდებლო ახალი რეგულაციები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევებზე, სადაც საუბარია დაზარალებულებისა  და გარდაცვლილების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84  და დაშავდა 1 277 ადამიანი.

ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, უარყოფითი სტატისტიკური მაჩვენებლები გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის დაბალი ჯარიმითა და გზებზე არსებული ”შავი წერტილებით”.

„ჩემი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიზეზები არის რამდენიმე – პირველი ის, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არცერთი სამსახური არ არსებობს საქართველოში. საპატრულო პოლიცია, რეალურად, რეაგირებას ახდენს მომხდარზე. გარდა ამისა, საპატრულო პოლიცია საჭიროებს თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებას.

ამასთანავე, მომრავლებულია არალიცენზირებული ავტოსკოლები, რომლებიც მართვის მოწმობის ბილეთებს მოქალაქეებს ასწავლიან კოდირებით. ანუ თუ ბილეთზე მაგალითად ხე ხატია, იქ სწორი პასუხია „ა“ და არ ხდება რეალურად ბილეთებისა და საგზაო მოძრაობის შესწავლა.“ – დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ურუშაძემ „რუსთავი  2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში თქვა, რომ ხელისუფლება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უპასუხისმგებლოდ უდგება.

„თითოეული ადამიანის მონაწილეობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში არის მაღალი, მაგრამ ტირაჟირება რომ მძღოლი არის მკვლელი, არის სტრატეგიული შეცდომა. ამით ხელისუფლებას ვუბიძგებთ,რომ მოიხსნას ის პასუხისმგებლობა,რომელიც ისედაც არ აქვს და ხელი გაიშვიროს მძღოლებისკენ. მძღოლის კომპეტენციის გარდა, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი, ავტომობილის ტექნიკური გამართულობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, კლიმატური პირობები.“ – ვასილ ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი

ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის შესამცირებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები მოამზადა, რომელსაც მხარი პარლამენტმა დაუჭირა.

არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: ,,იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საგზაო მოძრაობის შესახებ კანონმდებლობაში რეფორმას და ცვლილებებს, რომელიც გააუმჯობესებს და აამაღლებს უსაფრთხოებას გზებზე. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან მალე თავს იგრძნობენ უფრო უსაფრთხოდ როგორც ტრანსპორტით გადაადგილებისას, ასევე ქვეითად გადაადგილების დროს. ეს არის ცვლილებები, რომელიც საჭიროა, ვინაიდან ავტოპარკი საქართველოში გაიზარდა 20%-ით, გაფართოვდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გაიზარდა საერთაშორისო ტრანზიტი. შესაბამისად, არის ახალი გამოწვევები და ახალ გამოწვევებს კი სჭირდება ახალი პასუხი ხელისუფლების მხრიდან.”

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირება შემოდის. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, მკაცრდება სანქციები ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვისაც.

მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს უკონტაქტო პატრულირების შემოღებას. კერძოდ, პოლიციას ენიჭება უფლება პრევენციული საქმიანობის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რომელიც უზრუნველყოფს დამრღვევ მძღოლთა გამოვლენას წინასწარი იდენტიფიკაციის გარეშე.

ნინო მაზიაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In