• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2017-2020 წლებში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
2017-2020 წლებში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, დამატებით 500 000 ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტა და ჯამში 10 მილიარდ ლარამდე ღირებულების 2 500 ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი 2017-2020 წლებში განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულების – სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

2500 პროექტისთვის განკუთვნილი უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციიდან  – 10 მილიარდი ლარიდან, მხოლოდ 2017 წელს 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან საინტერესო ხვალინდელი დღე ელოდება, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი სტრატეგიული და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, ქვეყანაში 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ქვეყანა უფრო ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული გახდება.

„ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია: ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და სტაბილური განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას. დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის განვითარების ხედვა, ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა, გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში, სწრაფ წინსვლაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყნის თანმიმდევრული და სწრაფი განვითარების მყარ საფუძველს შექმნის სივრცითი მოწყობის გეგმა, რომელშიც მთლიანად არის გათვალისწინებული საქართველოს, მისი თითოეული რეგიონისა და ადგილის უნიკალურობა და პოტენციალი.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საკმარისი რესურსი არსებობს, რათა რეგიონები თანაბრად იყოს განვითარებული, რაც სამწუხაროდ დღეს ასე არ არის.

„21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, ვინც საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში გვერდით უდგას; ასევე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პირადად მინისტრ ზურაბ ალავიძეს, რომელიც „ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა საქმეს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ძალიან შრომატევადი სამუშაო შეუფერხებლად და ხარისხიანად შესრულდეს“.

„რას მოუტანს ახალი სივრცითი მოწყობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას? – ახალ გზებს, მაგისტრალებს, ახალ აეროპორტებს, პორტს, ხიდებს, გვირაბებს, ჩვენი ქვეყნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეს მოგვიტანს ახალ 40 000 სამუშაო ადგილს! მეტ დასაქმებულს, მეტ შემოსავალს, უფრო ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას! ვფიქრობ, წარმოდგენილი დეტალური გეგმა ძალიან საინტერესო და იმედისმომცემი იქნება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რადგან პროექტები აბსოლუტური სიზუსტით არის გათვლილი და დროშია გაწერილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული გეგმა კიდევ ერთხელ, ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელების შედეგად, ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად შეიცვლება საქართველოს ყველა წერტილში სერვისების ხელმისაწვდომობა და ყველა რეგიონი ერთმანეთს დაუკავშირდება.

„შედეგად, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, შეიქმნება 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი ადგილობრივად და საქართველო სრულად განახორციელებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თვისობრივი, ხარისხობრივი ცვლილება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური, დეტალებში გაწერილი და ერთიან კონტექსტში ჩასმული გეგმა საქართველოს ისტორიაში არ ჰქონია. ამ გეგმის განხორციელება ჩვენი ვალია, რათა ჩვენი მომავალი თაობებისთვის შევქმნათ სრულიად ახალი ტიპის ცხოვრების პირობები და პერსპექტივა, ჩვენს ქვეყანაში განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტის პილოტირება იწყება

საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტის პილოტირება იწყება

8 years ago

2017 წელი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში საქართველოს წლად გამოცხადდება

10 years ago
ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

3 weeks ago
7 თებერვალი-ხსენება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა – ,,დაშრიტე მწუხარება ჩემი”

7 თებერვალი-ხსენება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა – ,,დაშრიტე მწუხარება ჩემი”

7 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by