• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოეწერა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოსა და თურქმენეთს შორის ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოეწერა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1461623_372564166245196_895758617545083823_nსაქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკის, კერძოდ, ტურიზმის, სატრანსპორტო და ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიისას საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელშიც გამოხატულია ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია საერთაშორისო სამართლის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვეობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპის პატივისცემა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ასევე საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მხარეები აღიარებენ, რომ ტრანსპორტის ეფექტიანი ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ უზრუნველყონ ხელსაყრელი პირობები ორ ქვეყანას შორის სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის გამარტივების მიზნით და ასევე, მათი სახელმწიფოს ტერიტორიების გავლით ტრანზიტად მესამე სახელმწიფოებში. მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი ეკონომიკური კავშირების განვითარებას ორივე სახელმწიფოს სატრანსპორტო კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის და ასევე, სატრანსპორტო სფეროში ერთობლივი საწარმოების შექმნას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ თანამშრომლობა უნდა განვითარდეს ინდივიდუალური ტურიზმის წახალისებითა და ორგანიზებული ჯგუფების გაცვლით, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობით, ექსპერტების გაცვლითა და ტურიზმის სფეროსა და სასტუმრო სექტორში კადრების მომზადების ხელშეწყობით.

საქართველოსა და თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მხარეები საკუთარი კომპეტენციისა და საქართველოსა და თურქმენეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ითანამშრომლებენ სახელმწიფოებში არსებული საწარმოების, ორგანიზაციების, კომპანიებისა და სხვა სამეწარმეო სუბიექტების ეფექტიანი ურთიერთობისა და ყველა მიმართულებით საგარეო-ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისათვის.

“ოგუზხანის” საპრეზიდენტო სასახლეში საქართველოსა და თურქმენეთს შორის ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილიმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა.

15.12.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

„თავიდან ცოტა ისე გვიყურებდნენ ბიჭები – ქალს რა უნდა რაგბშიო“

„თავიდან ცოტა ისე გვიყურებდნენ ბიჭები – ქალს რა უნდა რაგბშიო“

7 years ago
„დედაჩემს არც შეყვარებული… არავინ ჰყოლია, მთელი ცხოვრება მომიძღვნა…“ – ნუცა ბუზალაძე

„დედაჩემს არც შეყვარებული… არავინ ჰყოლია, მთელი ცხოვრება მომიძღვნა…“ – ნუცა ბუზალაძე

3 years ago

ბულგარეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

12 years ago

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში საჯარო სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთვნენ

11 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by