• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “საავტომობილო გზები და კომუნიკაციები” გაიხსნა

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “საავტომობილო გზები და კომუნიკაციები” გაიხსნა.

კონფერენციის გახსნამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა და მიწვეულმა სტუმრებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში ტექნიკის გამოფენა დაათვალიერეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, კონფერენციის მიზანია, ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მიღწევისათვის, ამ სფეროებში გლობალურ დონეზე აღიარებული ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, გამოცდილების გაცვლა, კერძო და საჯარო სექტორებს შორის კონტაქტების დამყარება და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

“მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც ეძღვნება საგზაო ინფრასტრუქტურას და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ჩვენ გვყავს უცხოელი ექსპერტები მოწვეული, რომლებიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას თუ როგორ უნდა შევქმნათ თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტები. აქ საუბარი იქნება როგორც ევროპული სტილის საგზაო სამუშაოებზე, ასევე გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რასაც თანამედროვე ევროპული სტანდარტები ცნობს. მომდევნო წლიდან ჩვენ თანამედროვე და ევროპული სტანდარტები უნდა გვქონდეს და ამით ჩვენ უარს ვიტყვით საბჭოთა პერიოდის 1985-86 წლების სტანდარტებზე, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, დღემდე გამოიყენება სხვადასხვა სახის საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს”, – განაცხადა მინისტრმა.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა.

“ეს არის მესამე საერთაშორისო კონფერენცია. ძალიან კარგია, რომ კონფერენცია ტარდება ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, იქიდან გამომდინარე, რომ, ტექნიკური უნივერსიტეტი, ამ მიმართულებით, კადრების სამჭედლო იყო. ეს კონფერენცია ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარება ხდება კერძო და საჯარო სექტორებს შორის და მდიდარი ინფორმაციის გაცვლა ხდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

ამასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“რეალურად ძალიან ბევრი რამ კეთდებოდა ამ ქალაქში, მაგრამ იმ მდარე და დაბალი ხარისხით, რომლის შედეგებს ძალიან მძიმედ იმკიდა ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების დიდი ტრადიციები არსებობს, მეცნიერულ და თანამედროვე დონეზე ბევრ რამეში გვაქვს ჩამორჩენა და ჩვენი მიზანია ამ კუთხით მოხდეს სიახლეების ქალაქში დანერგვა, რათა კომფორტული გახდეს ნებისმიერი მოქალაქისთვის ცხოვრება”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის წევრებთან, ექსპერტებთან და პრაქტიკოსებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დარმშტადის გამოყენებით მეცნიერები უნივერსიტეტის, ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორები; კომპანიების – USIP, ArcelorMittal, CFF GmbH & KG, Prok. Dipl. HTL-lng, Bomag, IPN GbR, UV Rheinland Schniering GmbH ხელმძღვანელები; ესტონეთის საგზაო ადმინისტრაციის, ფუნშტადის სექციური დაგეგმარებისა და ეკოლოგიის საქალაქო ინჟინერიის განყოფილების, ავსტრიული საკონსულტაციო კომპანიის პირველი პირები.

კონფერენციის ძირითადი თემებია ასფალტ–ბეტონის გზის დაგეგმარება/მშენებლობა და მოვლა–შენახვა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; წყლისა და საკანალიზაციო სისტემების დაგეგმვა/მშენებლობა და რეაბილიტაცია; ხიდების მშენებლობა და მოვლა–შენახვა. კონფერენციის სპონსორები არიან: მსოფლიო ბანკი (WB); აზიის განვითარების ბანკი (ADB); იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA); გერმანიის განვითარების ბანკი (KFW); Sweroad.

სპონსორებისგან გადმორიცხული თანხა მთლიანად გადაირიცხება ლეიკემიის მქონე ბავშვთა დასახმარებლად.

11.09.13

Tags: თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "საავტომობილო გზები და კომუნიკაციები" გაიხსნა
ShareTweet

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

“სასურველი შვილი ვყოფილვარ! ვიპოვეეეე, ოჯახი ვიპოვე, მამა, დები, ძმები…“ – კიდევ ერთმა გაშვილებულმა იპოვა ოჯახი

“სასურველი შვილი ვყოფილვარ! ვიპოვეეეე, ოჯახი ვიპოვე, მამა, დები, ძმები…“ – კიდევ ერთმა გაშვილებულმა იპოვა ოჯახი

3 years ago
ყაზბეგში, მყინვარწვერის გზაზე ორი მთამსვლელი დაიღუპა

ყაზბეგში, მყინვარწვერის გზაზე ორი მთამსვლელი დაიღუპა

2 years ago

თბილისის 35 საბავშვო ბაგა-ბაღში სპორტულ-გასართობი მოედანი გაკეთდება

10 years ago

,,ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ერეოდა მედიის საქმიანობაში და იმაში, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეკრანზე და ვინ-არა“ – ეკა ბერიძე

12 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by